როგორ ვუშველოთ ოთახის მცენარეების გაყვითლებულ ფოთლებს


თუ სახლში ოთახის მცენარეები გაქვთ გეცოდინებათ, რომ ადრე თუ გვიან ფოთლები გაუყვითლდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მცენარეს რაღაც პრობლემა აქვს, მაგრამ რა პრობლემა? ვისაუბრებთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ მიზეზს.

მეტი თუ არასაკმარისი წყალი



ქოთანში ზედა გრუნტი ბევრად მალე შრება ვიდრე ქვედა, თქვენ შეიძლება გეგონით, რომ მცენარეს არასაკმარისი წყალი აქვს და ზედმეტად მორწყათ. იმისათვის, რომ სწორად შეაფასოთ მშრალი არის თუ არა გრუნტი 1-2 სმ სიღრმეზე ჩაარჭეთ თითი გრუნტში.

როგორ მოვიქცეთ

შეამოწმეთ ნიადაგი? თუ ნახეთ რომ მიწა მშრალია ეცადეთ მცენარე რეგულარულად მორწყათ. თუ
პირიქით, ნიადაგი სველია დარწმუნდით, რომ არ არის დაწყებული ლპობის პროცესი. თუ ასეა, აუცილებლად გადარგით მცენარე სხვა ქოთანში და იზრუნოთ კარგ დრენაჟზე. ასევე დაარეგულირეთ მორწყვის გრაფიკი.



შეამოწმეთ, ხომ არ გაუჩნდა ჭია

თუ მორწყვასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გაქვთ მაშინ უნდა შეამოწმოთ ხომ არ ყავს მცენარეს ჭია.

გაიტანეთ მზეზე
ფოთლების გაყვითლების კიდევ ერთი მიზეზი არასაკმარისი მზის შუქია.
ამ პრობლემასთან შებრძოლება შემოდგომასა და ზამთარში ცოტა გაგიჭირდებათ. ეცადეთ მცენარე კარგად განათებულ ადგილას მოათავსოთ ან ხელოვნური განათებით უზრუნველყოთ.


მოარიდეთ  ქარს

მცენარეების უმრავლესობა ტროპიკული ქვეყნებიდან არის, ამიტომ ვერ იტანენ ორპირ ქარს და ეცადეთ მაქსიმალურად მოარიდოთ.



არ დაივიწყოთ სასუქი



აზოტის დეფიციტის პირველი ნიშნები გახლავთ, როდესაც ძველი ფოთლები ყვითლდება ახალი კი მუქი მწვანე ფერის არის. ამ შემთხვევაში აუცილებლად გაამდიდრეთ ნიადაგი აზოტით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები