ოთახის მცენარეები, რომლებიც აქტიურად გამოყოფენ ღამ-ღამობით ჟანგბადს


ოთახში, რომელიც გაჯერებულია სუფთა და ჰაერით გამოძინება და გაღვიძება ბევრად მარტივია. Mმცენარეების უმეტესობა ჟანგბადს დღის განმავლობაში გამოყოფს, ღამით კი პირიქით, ჩაისუნთქავს. თუმცა არსებობენ მცენარეები, რომლებიც სწორედ ღამით გამოყოფენ ჟანგბადს და ჩვენს ძილსაც უფრო სასიამოვნოს ხდიან. 

გთავაზობთ ამ მცენარეების ჩამონათვალს.

კალანჰოე



ეს მცენარე ძალიან ეფექტურად გამოყოფს ჟანგბადს როგორც დღისით ისე ღამით. უფრო მეტიც, კალანჰოეს ეთერზეთი საუკეთესო ანტიდეპრესანტად არის მიჩნეული. მოათავსეთ ყვავილი მზიან ადგილას და არ დაგავიწყდეთ მისი მორწყვა და თქვენს ოთახში სულ სუფთა ჰაერი იქნება.

ბენჟამენის ფიკუსი



ეს მცენარე ჟანგბადის საბადოა.
გარდა ამისა, ეს მწვანე მცენარე ძალიან კარგად ერწყმის საძინებლის ინტერიერს. მისი ერთადერთი მოთხოვნა წყალი და სინათლეა.

ალოე ვერა



მართალია, ალოე ვერა არ გამოირჩევა გარეგანი სილამაზით, თუმცა თვისებების გათვალისწინებით ეს მცენარე მართლაც უნიკალურია. ალოეს წვენით მრავალი დაავადება იკურნება კანის დაავადებების ჩათვლით, თუმცა ეს ამ სეკულენტის უმთავრესი ღირსება როდია.
ამ მცენარის ფოთლები ღამის საათებში აქტიურად გამოყოფს ჟანგბადს და ჰაერს მავნე მიკრობებისგან ათავისუფლებს.

სანსევიერია



ამ მცენარეს ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს. ის ჰაერის ძალიან ძლიერი გამწმენდია. სანსევიერია მოსავლელადაც ძალიან მარტივია. ეს ყვავილი ედალური ვარიანტია გულმავიწყი დიასახლისებისთვის.

ორქიდეა



ცოტა შეუხედავი სეკულენტებისგან განსხვავებით ორქიდეა სახლის ნამდვილი მშვენებაა. ამ მცენარეს შეუძლია როგორც ინტერიერის დამშვენება, ისე ჰაერის გაწმენდა და გასუფთავება. ეს მცენარე თავისუფლად შეგიძლიათ დადგათ საძინებელში საწოლთან ახლოს და დატკბეთ მისი სილამაზითა და სუფთა ჰაერით.


ზიგოკაქტუსი, დეკემბერა



დეკემბერა ჟანგბადს ღამით გამოყოფს. ეს მცენარე ძალიან არგად გრძძნობს თავს არცთუ ნათელ ადგილას და არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.

გერანია



გერანია ბუნებრივ დეზინფექტორად არის მიჩნეული. ამ მცენარის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი ხასიათს საგრძნობლად გამოგიკეთებთ, ძალიან კარგად მოქედებს დეპრესიის დროს, მისი ფოთლები კი ჰაერს ჟანგბადითა და ოზონით ავსებს.
ამ ყვავილის ერთადერთი ნაკლი ყვავილის სპეციფიური სურნელია, რომელიც ყველას როდი მოსწონს.

პალმა არეკა



პალმისბერთა ოჯახის ეს წარმომადგენელი ხშირად ამშვენებს საავადმყოფოებისა და სტომატოლოგიური კლინიკების კორიდორებს. ეს შემთხვევით როდი ხდება. ეს მწვანე მცენარე არა მარტო სილამაზით გამოირჩევა, არამედ გამოყოფს დიდი რაოდენობით ჟანგბადს, მისი დიდი ფოთლები კი ანადგურებს ჰაერში არსებულ მავნე მიკრობებს და ჰაერს ატენიანებს.

ჰერბერა



ჰერბერა ეზოს ყვავილად უფრო მიიჩნევა ვიდრე ოთახის მცენარედ, თუმცა ასე როდია.
ის თავს ოთახშიც მშვენივრად გრძნობს, თუმცა ყურადღებასაც მოითხოვს.
ღამით ჰერბერა შთანთქავს ჩვენს მიერ გამოყოფილ ნახშიროჟანგს და სამაგიეროდ გამოყოფს ჟანგბადს.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები