როგორ მოვრთოთ ცოცხალი ნაძვის ხე საახალწლოდ და როგორ მოვუაროთ მას?

საახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაშია. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ნაძვის ხის შერჩევაა. ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი, ბოლო პერიოდში, ცოცხალი ნაძვის შეძენას ამჯობინებს და ეს ბევრი მიზეზის გამო გასაგებიცაა. ცოცხალ ნაძვს განსაკუთრებული სურნელი, სილამაზე და ეშხი აქვს და თითქოს, ახალი წელიც ასეთ ნაძვის ხესთან ერთად უფრო ჯადოსნური და შთამბეჭდავია.
გარდა იმისა, რომ ცოცხალი ნაძვი უფრო ლამაზია, ამავდროულად, მისი შეძენით ეკოლოგიის გაუმჯობესებასაც შეუწყობთ ხელს. შესაძლებელია მისი გადარგვა, შესაბამისად, დედამიწის მწვანე საფარის, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში საკუთარ წვლილს შეიტანთ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში კანონის მიხედვით, ნებართვის გარეშე
ხის მოჭრა აკრძალულია. "გორგია" -ში ცოცხალი ნაძვი სპეციალურ ქოთანში დარგული იყიდება, რაც შესაძლებლობას გაძლევთ გაუფრთხილდეთ გარემოს, გაილამაზოთ ახალი და შემდეგ ნაძვი ბუნებაში გადარგათ. ასე ბუნებას გაუფრთხილდებით და უფრო მეტიც, ეკოლოგიის გაჯანსაღებაში მიიღებთ მონაწილეობას.



როგორ უნდა მოუაროთ ცოცხალ ნაძვის ხეს სახლის პირობებში, რა უნდა გაითვალისწინოთ იმისთვის, რომ მარტივად გაახაროთ, როდის და როგორ უნდა გადარგოთ ის - რჩევებისთვის "გორგიას" ფლორისტს მივმართეთ, რომლის თქმითაც ,ნაძვის ხის მოვლა და გახარება საკმაოდ მარტივია, ის უპრეტენზიო მცენარეა და ერთადერთი, რაც არ უნდა დაგეზაროთ, მისი მორწყვაა.
-"ნაძვის ხის მოვლას განსაკუთრებული წესები არ სჭირდება. მთავარია, წყლის დასხმა არ დაგვეზაროს. დარგვის მომენტში ფხვიერი და ნოყიერი ნიადაგი უნდა გვქონდეს. შეგვიძლია, მიწაში ცოტაოდენი ქვიშა და ცოტა ტორფიც გადავურიოთ. შედეგად, მიწა უფრო გაფხვიერდება და სინესტესაც შეინარჩუნებს. ჩარგვის მომენტში აუცილებელია, რომ მიწა დაიტკეპნოს და კარგად მოირწყას.

- რა სიხშირით უნდა მოვრწყათ ნაძვის ხე?
- ზამთრის პერიოდში ხშირად მორწყვა არ სჭირდება, რადგანაც ისედაც ნესტიანი ამინდებია. კვირაში ერთხელ, ან ორჯერ საკმარისია.

- რამდენად მარტივია მისი გახარება?
- "გორგიაში" უკვე გახარებული, ქოთნებში გადმორგული ნაძვის ხეები გვაქვს, რომელიც ჩვენს კლიმატსა და ნიადაგს კარგად არის შეგუებული. საერთოდ, ნაძვიარ არის პრეტენზიული მცენარე. კარგად იზრდება და მარტივად იხარებს. არ არის განსაკუთრებულად მოთხოვნადი გარემო პირობების მიმართ. უბრალოდ, წყლის დასხმა არ უნდა დაგვეზაროს.



- როცა უკვე გაიზრდება და აუცილებელი გახდება ქოთნიდან გადარგვა, როდის არის საუკეთესო დრო ამისთვის?
- ქოთნიდან ეზოში, ან სკვერში გადასარგავად კარგი პერიოდია შემოდგომა, ან გაზაფხული, მაგრამ თბილისში თუ ვრგავთ, ყინვები მაინც არ არის და ზამთარში, სანამ სიცივეები დაიწყება, შეგვიძლია გადავრგათ. გარშემო ჩავყაროთ ფხვიერი ნიადაგი, სხვა არაფერია საჭირო.

- რა სახის ნაძვის ხეებს გვთავაზობს გორგია საახალწლოდ?
- ჩვენთან ცოცხალი ნაძვის ხის ფასები 9.90 ლარიდან იწყება. ამ ფასის ნაძვის ხეების ზომები დაახლოებით 20-25 სმ-ია, გვაქვს კანადური ჯიშის ნაძვის ხეები, რომლებიც, დაახლოებით, ორი მეტრი, ან ორმეტრნახევარი იზრდებიან. ძალიან კარგად ეგუებიან ცივ კლიმატურ პირობებს, -35 გრადუსსაც კი უძლებენ. ამ ჯიშის ნაძვიძალიან ნელა იზრდება. 2 მეტრს რომ მიაღწიოს, 10-15 წელიწადი სჭირდება. ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 5-10სმ ემატება. ასევე გვაქვს 1.50 მ, 1.80მ-ის სიმაღლის ნაძვისხეები. აქ არის ყველანაირი ფასის ნაძვის ხე და ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის. გვაქვს 14.65, 16.60, 19.90 ლარის ღირებულების ცოცხალი ნაძვებიც. გვაქვს 193 ლარიანი და ასევე, 310 ლარიანი ნაძვის ხეებიც.




- როგორ უნდა მოვრთოთ ცოცხალი ნაძვის ხე ისე, რომ არ დავაზიანოთ?
- არ გვაქვს არანაირი შეზღუდვა. ნაძვი არ დაზიანდება არც სათამაშოებით და არც ელექტრონათურებით. შეგიძლიათ მორთოთ თქვენი სურვილის შესაბამისად. ელასტიური ტოტები აქვს და სათამაშოებით მარტივად არ დაემტვრევა.

- რატომ არის უმჯობესი ცოცხალი ნაძვის ხის შეძენა?
- რა თქმა უნდა, უმჯობესია თუ ცოცხალ ნაძვის ხეს შეიძენენ იმიტომ, რომ ბევრი ნაძვი ფუჭდება, ბევრი მოძველებული ხეა და განახლებაა საჭირო. თუ დარგვისთვის ეზო არ გვაქვს, სადმე სკვერშიც რომ დავრგოთ, ესეც ძალიან კარგი იქნება. მეტი ჟანგბადი და უფრო სუფთა ჰაერი გვექნება.




გირჩევთ, სახლში ერთ კვირაზე მეტხანს არ გააჩეროთ. შეგიძლიათ, აივანზე გქონდეთ. სახლში, სითბოში შრება, ტენიანობას ვერ ინარჩუნებს, ამიტომაც, რეკომენდებულია თუ გარეთ გვექნება.

- კანადურის გარდა, კიდევ რომელი ჯიშის ნაძვები იყიდება გორგიაში?
- კანადურის გარდა გვაქვს გლაუკები, რომელიც ძალიან გამძლე ნაძვებია. გლაუკას აქვს ცისფერი შეფერილობა და ვერცხლისფერში გადადის. ამ ჯიშის ხეები მაღალი იზრდება, დაახლოებით, 10-15 მეტრი.
ასე რომ, "გორგიაში" უკვე გახარებული, ნიადაგთან და კლიმატთან ადაპტირებული ნაძვის ხეები გელიან. მათი ფასი კი ყველასთვის ხელმისაწვდომია და 6 ლარიდან იწყება . იჩქარეთ, შეხვდით ახალ წელს მყუდრო გარემოში, რომელსაც თქვენს სახლში ცოცხალი ნაძვის ხე შემოიტანს, ამავდროულად კი, იზრუნეთ ეკოლოგიის გაჯანსაღებაზე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები