9 უჩვეულო სასუქი ოთახის მცენარეებისთვის

იმისათვის, რომ ოთახის მცენარეებმა კარგად იხაროს, სპეციალური, ქიმიური სასუქის შეძენა აუცილებელი არ არის. ამისათვის რამდენიმე ისეთი საშუალებაც არსებობს, რომელიც შინ, სამზარეულოში, ან აფთიაქის ჩანთაში მოგეძებნებათ. 


შაქარი
შესანიშნავი საკვები ოთახის მცენარეებისთვის. გლუკოზა, რომელსაც შაქარი დიდი რაოდენობით შეიცავს, ძალიან ეფექტური საშენი მასალაა ფესვის სისტემისთვის. იმისათვის, რომ შაქარი სასუქად გამოიყენოთ, 0,5 ლ წყალში გახსენით 2 ჩ/კ შაქრის ფხვნილი. ამ ნარევით მორწყეთ მცენარე 2 კვირაში ერთხელ. ყველაზე მეტად ტკბილი წყალი კაქტუსებსა და სუკულენტებს უყვართ.

კარტოფილის ნახარში
სახამებლის შესანიშნავი წყარო – ის ფესვთა სისტემის გაკაჟებას

უწყობს ხელს და დადებითად აისახება მცენარის გამრავლებაზე. სახამებლის სასუქის მოსამზადებლად, უნდა მოხარშოთ კანიანად კარტოფილი, ნახარში გააგრილოთ 20 გრადუსამცე და მორწყათ მცენარე. ამ სასუქის დამატება მცენარისთვის თვეში ერთხელ არის რეკომენდებული.

რძიანი წყალი
დეკორატიული მცენარეების საყვარელი სასუქია. რძე მთელ რიგ სასარგებლო მიკროელემენტს შეიცავს, რომელიც მწვანე მასის ინტენსიურ ზრდას უწყობს ხელს. 1 ლიტრ წყალს დაუმატეთ 100 მლ უცხიმო რძე და კარგად აურიეთ. მიღებული ნარევით მცენარე შემდეგი სქემის მიხედვით უნდა მორწყათ: 2 ჩვეულებრივი მორწყვა – 1 რძიანი მორწყვა.

ბანანის კანი
ბანანის კანი დიდი რაოდენობით კალიუმს შეიცავს, რომელიც ყვავილობის ბუნებრივი სტიმულატორია. ოთახის ვარდი, ბეგონია, აზალეა – ამ მცენარეებითვის პირდაპირ მისწრებაა "ბანანის სასუქი". მის მოსამზადებლად უნდა გაახმოთ ბანანის კანი, შემდეგ დაფქვათ ყავის საფქვავში, მიიღებთ ყავისფერ ფხვნილს. ეს ყავისფერი ფხვნილი უნდა მოაყაროთ ქოთანში ნიადაგს ყოველი მორწყვის წინ. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები