ბევრ ადამიანს სმენია კვერცხის ნაჭუჭის სარგებლობის შესახებ. ისინი აგროვებენ მას და იყენებენ ნიადაგის გასამდიდრებლად, თუმცა რამდენად სწორად აკეთებან ამას?
საქმე ის არის, რომ ყველა მცენარეს როდი სჭირდება კვერცხის ნაჭუჭი, ასე რომ, ნებისმიერ ქოთანში მისი ჩაყრა ნამდვილად არ ღირს, თუმცა ზოგერთი მცენარისთვის ის ნამდვილ სიმდიდრეს წარმოადგენს. ეს საკმაოდ ხელმისაწვდომი და იაფი საშუალებაა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში თქვენს მცენარეს ნამდვილად წაადგება. თუ დარწმუნებულიუ ხართ, რომ ამგვარი სასუქი ამა თუ იმ მცენარეს უხდება, კვერცხის ნაჭუჭის სასუქი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თხევად, ისე დაფქვილ მდგომარეობაში.
როგორი
ნაჭუჭი გამოგვადგება
თუ გადაწყვიტეთ კვერცხის ნაჭუჭუისგან სასუქის მომზადება, უმჯობესია გამოიყენოთ უმი კვერცხის ნაჭუჭი და არა მოხრაშულის. ასე მასში უფრო ბევრი მინერალი იქნება. თუ გეშინიათ, რომ კვერცხის ნაჭუჭს შესაძლოა უსიამოვნო სუნი ჰქონდეს, მის სათანადო მომზადებამდე შეგიძლიათ ნაჭუჭს მდუღარე წყალი გადაავლოთ, თუ სუნი არ გაშინებთ, ამის გაკეთება აუცილებლი არ არის.
მოათავსეთ ნაჭუჭი ქაღალდის პარკში და დაელოდეთ მის კარგად გამოშრობას. შეგიძლიათ ნაჭუჭი ლანგარზეც გაშალოთ. მთავარია, კარგად გამოშრეს. როდესაც დარწმუნდებით, რომ ნაჭუჭი კარგი გამომშრალია, კარადაში მოათავსეთ და ისე შეინახეთ. მის პოლიეთილენში მოთავსებას არ გირჩვეთ, რადგან შესაძლოა ნაჭუჭი დანესტიანდეს და ასე ის სასარგებლო თვისებებს დაკარგავს და გაფუჭდება.
რისთვის იყენებენ კვერცხის ნაჭუჭს?
კვერცხის ნაჭუჭი შეიცავს მცენარეებისთვის სასარგებლო უამრავ ელემენტსა თუ მინერალს. მასში შედის დიდი რაოდენობით კალცი, რკინა, კალიუმი, მაგნიუმი, ფტორი, ცინკუმი და ა.შ., ნიადაგში მოხვედრის და ლპობის შემდეგ ის მცენარეს ყველა ამ ელემენტით ამდიდრებს.
ამგვარი სასუქი უხდება მცენარეებს, რომელთაც სჭირდებათ დიდი რაოდენობით კალცი. სასუქის ეს ტიპი აფხვიერებს მიწას და მცენარის ფესვებს დამატებითი ჟანგბადის მოპოვებაში ეხმარება.
როგორ მოვამზადოთ თხევადი სასუქი
დაფქვით კარგად გამომშრალი კვერცხის ნაჭუჭი, მოათავსეთ ქილაში და დაასხით წყალი. დაახურეთ თავზე. მოათავსეთ ქილა გრილ, ბნელ ადგილას ორი კვირის განმავლობაში. ამღვრეული წყალი და უსაამოვნო სუნი იმის ნიშანია, რომ სასუქი მზად არის.
გადააზავეთ ეს ნაყენი წყალში პროპორციით 1:3-ზე და დაასხით მცენარეს.
რომელ მცენარეებს უყვართ კვერცხის ნაჭუჭი
კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო
პომიდორი
წიწაკა
ბადრიჯანი
ჭარხალი
სტაფილო
ხახვი
ბოლოკი
ქლიავი
რომელ მცენარეებს არ უხდებათ კვერცხის ნაჭუჭი
მარწყვი
ყაბაყი
კიტრი
ბარდა
ხშირად ამატებენ კვერცხის ნაჭუჭს ოთახის მცენარეების ნიადაგში, თუმცა ამ დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო, უმეტესობა ოთახის მცენარისთვის ის სულაც არ გახლავთ სასარგებლო, პირიქით, საზიანოა.