რომელ მცენარეებს შემოაქვთ სახლში უსიამოვნებები და ცუდი ენერგია


ოთახის ყველა მცენარე სასარგებლო არ არის. ზოგიერთი მათგანი სახლში საერთოდ არ უნდა ვიქონიოთ. ფენშუის ამასთან დაკავშირებით თავისი დამოკიდებულება აქვს.


ბევრი ჩვენგანი ოთახის მცენარეებს ავეჯისმაგვარ ნივთად მიიჩნევს, სადაც მოათავსებ, იქ გაიზრდება. ტექნიკურად მართლაც ასეა, თუმცა.. დამტკიცებულია, რომ მცენარეები რეაგირებენ ყველაფერზე, რაც სახლში ხდება, ისინი იცნობენ პატრონს...
ამა თუ იმ მცენარის თავისებურება ინტერიერის დაგეგმვის დროს უნდა გავითვალისწინოთ, რადგან, ფენშუის წესების მიხედვით, ზოგი მცენარე ხელს უწყობს ოჯახს წინსვლაში, ზოგი კი პირიქით, ხელს უშლის ოჯახის წევრთა მომავალ განვითარებას და წარმატებას.

ხელოვნური მცენარეები


როგორ წესი, ხელოვნური ყვავილები არის ნაჭრის ან პლასტმასის. რაც გინდა მაღალი ხარისხის იყოს ხელოვნური ყვავილები, ის აგროვებს ბევრ მტვერს და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. ფენშუის წესების მიხედვით, არ ღირს ოჯახში ხელოვნური ყვავილების ქონა. მათ სახლში უარყოფითი ენერგიის შემოტანა შეუძლია და ამიტომ უმჯობესია მასზე უარი ვთქვათ. თუ გაქვთ, გირჩევთ მოაშოროთ.

ტოტები


არც ხმელ ტოტებს ქონას გირჩევთ, იქნება ეს ხელოვნური თუ ბუნებრივი, ისინიც უარყოფითი აურის მატარებლები არინ. ფენშუის მიხედვით ხმელი ტოტები ხელოვნურ ყვავილებს კი ჯობია, თუმცა ჰარმონიის ოჯახში ვერც ის შემოგიტანთ.

კაქტუსი


კიდევ ერთი არცთუ სასიამოვნი მცენარე, ითვლება რომ მისი ეკლები არცთუ დადებითი ენერგიის მატარებელია, ამიტომ სახლში კაქტუსის ქონა არც ისე გამართლებულია, განსკუთრებით კი საძინებელში. თუმცა ერთი დადებითი თვისება კაქტუსებს მაინც აქვთ, ისინი კარგად უმკლავდებიან ქუჩიდან შემოფრენილ არასასურველ მწერებს. თუ უკვე გაქვთ, გქონდეთ, მაგრამ თუ შეძენას აპირებთ, ჯობს თავი შეიკავოთ. ისე კი, ეცადეთ კაქტუსი ფანჯარასთან მოათავსოთ.

ბონსაი




გეთანხმებით, ის ძალიან ლამაზია, უჩვეულო და დეკორატიული, თუმცა ხე, რომელიც ვეებერთელა უნდა გაზრდილიყო და მინიატურული დარჩა ანაგვიანებს სივრცეს, აურას. ახლა კი წარმოიდგინეთ ბონსაი თქვენს კარიერაში, წარმატებაში. გსურთ მიკროშემოსავლები და მიკროწარმატებები?
საერთოდ, ნებისმიერი მცენარისთვის ზრდის პროცესის შეჩერება გამართლებული არ არის. მაგრამ ნუ აურევთ ერთმანეთში ბონსაის, ზრდაში შეზღუდულ მცენარეს და კაშპოს, ტრადიციულ მცენარეს. ფოტოზე ხედავთ კრასულას, ფულის ხეს მაღალ ქილაში, რათა მას ხელი არ შეეშალოს ზრდაში.

ხვიარა მცენარეები


ძალიან ლამაზია ქუჩაში, ღობეზე, აივანზე, სახლის სახურავზე. სახლში კი, შეზღუდულ სივრცეში, ის ცოდოა, მას არ აქვს საკმარისი ადგილი და შესაძლოა დეპრესიით იტანჯებოდეს და თუ დაუკვირდებით, შესაძლოა იგივეს თავად განიცდიდეთ.

საძინებელი და მცენარეები


იმაზე, რომ საძინებელი სულაც არ არის ის ადგილი, სადაც მცენარე უნდა იყოს, ბევრჯერ გვისაურია. თუ მაინც გაქვთ მცენარეები საძინებელში ფანჯრის რაფაზე, გირჩევთ რამე ფარდის უკან მიმალოთ, უმჯობესია ორმაგი ფარდის უკან.




ლარნაკში ნებისმიერი მცენარე დასაშვებია


რაც შეეხება ცოცხალ ყვავილებს, მოჭრილსა და ლარნაკში განთავსებულს, ამის თაობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. ყველა მცენარეს აქვს უნარი დადებითი ენერგია შეიტანოს სახლში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები