ოთახის მცენარეები, რომლებიც თავს გვატკივებს


ოთახის მცენარეები და სიმწვანე რომ კარგია და ნებისმიერ ინტერიერს კიდევ უფრო ალამაზებს, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ თურმე ყველა მცენარის ქონა სახლში არ არის გამართლებული. მოდით ვნახოთ, რომელმა მცენარემ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი.

ლილია

ვარდისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, თეთრი... ნებისმიერი ფერის ლილია ძალიან ლამაზია, თუმცა გირჩევთ, თავი შეიკავოთ ამ მცენარის სახლში შეტანისგან. ლილიის ფერი მკვეთრ არომატს აფრქვევს, რომელიც შესაძლოა თავის ტკივილის მიზეზი გახდეს.
ასევე ლილია ღამე შთანთქავს ჟანგბადს და გამოყოფს ნახშიროჟანგს, რაც ადამიანის ორგანიზმისთვის კარგი ნამდვილად არ არის.

გვიმრა

გვიმრის არსებობაც არ
აისახება დადებითად ადამიანის ორგანიზმზე, ისიც, ისევე, როგორც ლილია, ღამღამობით იყენებს ჟანგბადს და გამოყოფს ნახშიროჟანგს, ასე რომ, უმჯობესია სახლში ეს მცენარე არ ვიქონიოთ.

ორქიდეა

ძნელია ისეთი ადამიანის მოძებნა, ვისაც ორქიდეა არ მოსწონს და არ უყვარს, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მცენარე გამოყოფს ისეთ ნივთიერებას, რომელიც იწვევს ადამიანის ნერვული სისტემის გაღიზიანებას, რაც იწვევს თავის ტკივილს და თავბრუსხვევის შეგრძნებას.

გერანია

ბიოლოგები არ გვირჩევენ სახლში გერანიას. ფერადი გერანიები ადამიანს თავს ატკიებს. ასევე შეიძლება გამოიწვიოს ალერგია და გულისრევის შეგრძნება. აღნიშნული რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს სუნთქვის გაძნელებითა და ხველით.

მონსტერა

ეს მართლაც ლამაზი მცენარე ნებისმიერ ინტერიერის მშვენებად შეიძლება იქცეს, თუმცა არ გირჩევთ ამის გაკეთებას, მართალია, ის არ იწვევს თავის ტკივილს, თუმცა ამ მცენარის წვენს აქვს გამაღიზიანებელი ეფექტი და მისი ორგანიზმში მოხვედრა ძალიან საშიშია. თუ სახლში ძაღლი ან კატა გყავთ, გიწვეთ რეკომენდაციას, მონსტერაზე უარი თქვათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები