კაქტუსის ყველაზე პოპულარული მოყვავილე სახეობები

კაქტუსი ყველაზე პოპულარული ქოთნის მცენარეა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მცენარე იშვიათად ყვავის და თუ ყვავის, ისიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ისეთ ლამაზ ყვავილს ისხმას, რომ მას პოპულარობით ვერც ერთი ქოთნის მცენარე ვერ შეედრება. 
ყველა სახის კაქტუსის მოვლის წესი თითქმის ერთნაირია. ყველას უყვარს ერთნაირი პირობები, დაბალი ტენიანობის მქონე ატმოსფერო. ასევე ამ მცენარეებს არ უყვართ ხშირი მორწყვა. კაქტუსს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, სითხე დაიგროვოს თავის ეკლებში, რომელიც მცენარეს ამარაგებს  და საჭირო დოზით ატენიანებს. ოთახი, რომელშიც მოათავსებთ კაქტუსს, აუცილებლად უნდა იყოს ძალიან ნათელი.  ეს  მისი მოვლის

მთავარი პირობაა. განათებული სივრცე კატუსს დღეში 10 საათი სჭირდება. სულ სხვა საქმეა ნიადაგი. მისი შეძენა შეგიძლიათ ყვავილების ნებისმიერ მაღაზიაში.  უბრალოდ, უნდა იკითხოთ სპეციალური მიწა კაქტუსისთვის. რაც შეეხება ქოთანს, უნდა შეურჩიოთ პატარა ზომის ქოთანი, რომელსაც აუცილებლად ექნება წყლის გამავალი ხვრელი.  დაიმახსოვრეთ - კაქტუსი ვერ იტანს სინესტეს. იმის გათვალისწინებით, რომ თითქმის ყველა სახეობას მოვლის საერთო წესი აქვს, თავისუფლად შეგიძლიათ, რამდენიმე სახეობის კაქტუსი ერთ ჭურჭელში მოათავსოთ.  ამით ძალიან ლამაზ კომბინაციასაც შექმნით.
ჩვენ ვეცდებით გესაუბროთ კაქტუსის ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ სახეობებზე.

მამილარია

ამ ჯიშის ნახვა ყველა კაქტუსის მოყვარულთან არის შესაძლებელი.  მისთვის დამახასიათებელი მთავარი თავისებურება ეკლებს შორის არსებული თეთრი პატარ-პატარ ქსელებია. მისი მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ ის ძალიან ახალგაზრდა ასაკშიც კი  ლამაზად ყვავის. ისხამს ლამაზ, პატარ-პატარა ყვავილებს, თეთრს, წითელს ან კაშკაშა ვარდისფერს. ეს სახეობა ყვავილობას იწყებს თებერვალ-მარტში. 

ცერეუსი


მამილარიისგან განსხვავებით, ცერეუსის სახლში აყვავილება ძალიან რთულია. ამისთვის თქვენ კაქტუსს ცივი ზამთარი უნდა მოუწყოთ. კაქტუსის ამ სახეობისთვის დამახასიათებელია ის, რომ ხელსაყრელ პირობებში შესაძლოა უზარმაზარი ზომის გაიზარდოს. სახლის პირობებში კი შესაძლებელია 50-60 სმ-მდე მიაღწიოს. ცერეუსი არსებობს სხვადასხვა სახეობის: ეკლიანი და უეკლო.  ერთნი ყვავიან დღისით, მეორენი ღამით.  აქვთ დიდი ზომის თეთრი ყვავილები. თუ თქვენ ცერეუსის მოყვანა გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ რამდენიმე ფაქტორი: ეს სახეოება ვერ იტანს პირდაპირი  მზის სხივებს და მეორე, მკაცრი ზამთრის გამოვლის გარეშე ის არავითარ შემთხვევაში არ იყვავილებს.

ეპიფილუმი


ეს ჯიში ნაკლებად ჰგავს კაქტუსს.  ის შეიძლება დავახასიათოთ როგორც მცენარე, რომლსაც ფოთლებზე აქვს ყვავილები.  თუმცა სინამდვილეში ეს ეკლებია. ამ ჯიშს მრავალი სახეობა აქვს.  ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან  ყვავილის ფორმით, ფერით, ზომით და ა.შ.
ერთადერთი ფაქტორი, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ამ ყვავილის ქონის დროს არის ის, რომ ოთახში,  სადაც გექნებათ ყვავილი, უნდა იყოს გაფანტული შუქი და სუფთა ჰაერი. კაქტუსის სხვა ჯიშებისგან განსხვავებით, ეს სახეობა კარგად იტანს ხშირ მორწყვას და სინოტივეს.

რებუცია


ეს გახლავთ კაქტუსის სახეობა, რომელიც უფრო მთაგორიან ადგლებში ხარობს.  ის არის მრგვალი ფორმის და მთლიანად არის დაფარული პატარ-პატარა და ხშირი ეკლებით.  როგორც წესი,ყვავის წელიწადში ერთხელ.  გაზაფხულის დასწყისში. ამ კაკტუსს აქვს შედარებით დიდი ზომის სხვადასხვა ფერის ყვავილები.თუ კაქტუსს ცივ, თუმცა ნათელ ზამთარს გავატარებინებთ, შემდეგ კი სითბოში  შევიტანთ - რებუცია ძალიან ლამაზად და უხვად იყვავილებს. ამ კაქტუსის მოვლის დროს არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ განსხვავებით სხვა ჯიშებისგან, მას უყვარს მორწყვა და ვერ იტანს მშრალ ნიადაგს.

კომენტარები

ideodub 2024-10-18 14:25
It is also non methyalted and easier on the liver buy priligy in the us

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები