ოთახის მცენარეების მორწყვის დროს დაშვებული 5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა

ოთახის მცენარეების მოვლა არც ისეთი მარტივი საქმეა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თითოეულ მცენარეს თავისებური მიდგომა სჭირდება. ბევრს ჰგონია, რომ მცენარისთვის საკმარისია კვირაში რამდენჯერმე მორწყვა, წელიწადში 2-3 ჯერ გადარგვა, თუმცა ასე არაა. არასწორად მოვლის შემთხვევაში ყვავილი იღუპება. ასე რომ, შეცდომები არ უნდა დავუშვათ. გთავაზობთ ოთახის მცენარეების მოვლის დროს დაშვებული ყველაზე გავრცელებული შეცდომების ჩამონათვალს.

1. მთელი წლის განმავლობაში ერთნაირი პერიოდულობთ მორწყვა

მთელი წლის განმავლობაში მცენარეებოს ერთნაირი პერიოდულობით მორწყვა გამართლებული არ არის, ზამთარში და შემოდგმაზე იმდენი წყალი ნამდვილად არ სჭირდება, როგორც გაზაფხულზე და
ზაფხულში.

2. მორწყვის გრაფიკი

ბევრ დიასახლისს შემუშავებული აქვს მორწყვის გრაფიკი, მაგალითად კვირაობით და ოთხშაბათობით, ან კვირის სხვა, კონკრეტულ დღეებში. არც ეს არის მიზანშეწონილი, რადგან ყველა მცენარე ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. უნდა დაათვალიეროთ მცენარე, დააკვირდეთ, როგორ მდგომარეობაშია და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაუსხათ ან არ დაუსხათ წაყლი.

3. მხოლოდ დანამვა

ეს ყვავილების მორწყვის ყველაზე მარტივი და გავრცელებული ვარიანტია. თუმცა მოწყვის ასეთი მეთოდი არ არის გამართლებული ზოგიერთი მცენარისთვის, რომელსაც ბუსუსებიანი ფოთლები აქვს, მაგალითად: ია, ბეგონია და ა.შ.

4. ყვავილის სადგამიდან წყლის არგადაქცევა

ბევრს ჰგონია, რომ ასე მცენარეს ყოველთვის ექნება წყალი და არასდროს გახმება, თუმცა ასე არ არის. წყალს თუ დატოვებთ სადგამზე, ხელს შეუწყობთ მცენარის ფესვების ლპობის პროცესს. ამიტომ გირჩევთ ყურადღებით იყოთ.

5. ონკანის ცივი წყლით მორწყვა

გარდა მორწყვის სიხშირისა, მცენარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წყლის ხარისხი. ოთახის მცენარეების ონკანის წყლით მორწყვა სასურველი ნამდვილად არ არის. მართალია, ზოგიერთი ყვავილი ასეთ წყალთანაც ადაპტირდება, თუმცა, ნადგამი, ოთახის ტემპერატურის წყალი უმჯობესი ვარიანტია.

კომენტარები

2021-08-17 14:16
ზუსტად ასე ვშვები, ჩემი გამოცდილებიდან, ბეგონია 20 წელი მქონდა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები