არ დაღუპოთ ყვავილები - ქოთნების შერჩევის დროს დაშვებული ყველაზე პოპულარული შეცდომები

მოდით ვნახოთ, რა უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ ოთახის მცენარეებისთვის ქოთნის შერჩევის დროს

1. ჩვეულებრივი ქოთანი აივნისთვის


თუ მცენარე აივანზე გაქვთ, თუნდაც შემინულზე, სივრცეში, რომელიც არ თბება, აუცილებლად უნდა შუერჩიოთ ყინვაგამძლე ქოთანი.
ასეთი ქოთნებიც თიხისგან მზადდება, თუმცა უფრო მეტად გამომწვარი და შესაბამისად მეტად გამძლეა. არ იწოვს ნესტს და შესაბამისად არ იყინება და არ სკდება. ასევე ყინვაგამძლე ქოთნებს აქვს შედარებით განიერი პირი, რათა ყინვის დროს გრუნტის ცვალებადობას კარგად მოერგოს და არ გასკდეს.
ყინვაგამძლე ქოთნების ერთადერთი უარყოფითი მხარე ის არის, რომ შედარებით ძვირი
ღირს.

2. უარი პლასტმასის ქოთნებს

პლასტმასის ქოთანზე უარი ალბათ უფრო ესთეტიკის გამო ხდება. 
ხარისხიანი პლასტმასი არავითარ შემთხვევაში არ გააფუჭებს მცენარეს.

3. ამფორის ტიპის ქოთანი

ყვავილების მაღაზიაში შეხვდებით დოქის ტიპის ქოთნებს, რომლის შეძენასაც არ გირჩევთ, რადგან ვიწრო ყელი გრუნტს ჟანგბადის მიწოდების მხრივ პრობლემებს შეუქმნის, რაც თავის მხრივ მცენარეს შეუქმნის პრობლემებს.

4. ხის ყუთები ქოთნის ნაცვლად

გეთანხმებით, ხის ყუთები ძალიან ეფექტურად და ესთეტიკურად გამოიყურება, თუმცა, გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ დიდხანს ვერ მოგემსახურებათ ნესტისა და წყლის მუდმივი ზემოქმედების გამო.

5. მუქი ფერის ქოთანი

მუქი ფერის და მეტალის ქოთნები მზეზე მალე ცხელდება და ამიტომ წყლის აორთქლებას გამოიწვევს. ეს ნამდვილად ცუდი არჩევანია მზის მოყვარული მცენარისთვის, თუმცა ჩრდილისმოყვარულისთვის ცუდი ნამდვილად არ არის.

6. არასწორად შერჩეული ზომა

მცენარისთვის შესაბამისი ზომის ქოთნის შერჩევა ადვილი საქმე ნამდვილად არ არის.
ახალგაზრდა მცენარეს შედარებით მცირე ზომის ქოთანი სჭირდება, ასაკოვანს - დიდი, ისიც გაითვალისწინეთ, რომ დიდ ქოთანში მეტი გრუნტი თავსდება და შესაბამისად, მეტი სითხე გროვდება.

7. დრენაჟის გაუთვალისწინებლობა

არავითარ შემთხვევაში არ მოათავსოთ მცენარე ქოთანში დრენაჟის გარეშე, ასე ნებისმიერი მცენარე დალპება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები