რატომ არ უნდა გვქონდეს ყვავილები საწოლთან? სად მივუჩინოთ ადგილი ჩვენ საყვარელ იებს? მართლა გვიცავს კაქტუსი კომპიუტერის გამოსხივებისგან? ამ ყველაფერზე პასუხს ჩვენი მასალიდან გაიგებთ. ამჯერად ვისაუბრებთ იმაზე, თუ სად არ უნდა გვქონდეს განთავსებული ოთახის მცენარეები.
1. საწოლის გვერდით
დაგვერწმუნეთ, საწოლის გვერდით, ტუმბოზე მოთავსებული ქოთნის ყვავილი ადრე თუ გვიან აუცილებლად იატაკზე აღმოჩნდება. ეს ძალიან მოუხერხებელია.
2. აბაზანა
გეთანხმებით, არსებობს მცენარეები, უმეტესად ტროპიკული, რომელიც კარგად იტანს სიცხესა და ტენს, თუმცა ჩვენს აბაზანებში, სადაც ფანჯრები არ გვაქვს, მათი ადგილი ნამდვილად არ არის.
3. კარადაზე
მთავარი
მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ღირს ყვავილების სიმაღლეზე განთავსება გახლავთ ის, რომ მორწყვის დროს აუცილებლად შეგექმნებათ პრობლემები.
4. კომპიუტერთან
მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ კაქტუსი კომპიუტერთან ანეიტრალებს გამოსხივებას, უბრალოდ მითია და მეტი არაფერი. რეალურად კომპიუტერთან ვერც ერთი მცენარე ვერ იგრძნობს თავს კარგად.
5. სამზარეულოში
ითვლება, რომ სამზარეულო ქოთნის ყვავილებისთვის კარგი ადგილია, თუმცა ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ეს მოსაზრება გამართლებულია ორ შემთხვევაში - თუ ადგილი იძლევა იმის საშუალებას, რომ სადილის მომზადების დროს ქოთანს ხელს არ გაკრავთ და ის საბოლოოდ იატაკზე არ აღმოჩნდება და თუ სამზარეულოში მართლაც კარგი განათებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ყვავილებს სხვა ადგილი უნდა მოუძებნოთ.
6. იქ, სადაც ბავშვები თამაშობენ
აქ ყველაფერი ნათელია, თუ ოჯახში არის ბავშვი, თუნდაც მხოხავი, ყვავილების ადგილი იატაკზე ნამდვილად არ არის.
7. რადიატორზე
არც ამ შემთხვევაში არის საჭირო ბევრი საუბარი იმაზე, რომ თბილი რადიატორი ნამდვილად არ არის სასარგებლო ქოთნის ყვავილისთვის.
8. ცხოველებთან
დიახ, მცენარეები მაქსიმალურად უნდა მოაშოროთ იმ ადგილს, სადაც შინაური ცხოველები ბინადრობენ და თამაშობენ. შედეგებზე საუბარი ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, ზედმეტია.
9. მზის გულზე
ფანჯრის რაფა ქოთნის ყვავილების დასადგმელად ყველაზე გავრცელებული ადგილია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას პირდაპირი მზის სხივები არ ადგება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ყვავილი აუცილებლად დაზარალდება.
10. გასასვლელში
ბოლო დროს ოთახის მცენარეები ბინაში სულ უფრო აქტუალური ხდება და დიდი ზომის მცენარეებზეც გაიზარდა მოთხოვნა, რომელთაც ყველაზე ხშირად გასასვლელში დგამენ ხოლმე. თუმცა ეს კარგი გამოსავალი როდია. ჯერ ერთი, რომ არის საშიშროება მას დაეჯახოს ვინმე და წააქციოს და მეორეც, გასასვლელში ხშირად არის ორპირი, რაც მცენარეზე დამღუპველად მოქმედებს.