ფლორისტ-დიზაინერმა სიუზან მაკლირიმ მოახერხა, ახალი სიტყვა ეთქვა სამკაულების დიზაინში. მინიმალისტურ ბეჭდებს, ყელსაბამებსა და საყურეებს ის სუკულენტებით ავსებს - მცენარეებით, რომლებსაც შეუძლიათ ნესტის შენარჩუნება (მაგალითად, ალოეებით, კაქტუსით, აგავათი და ა.შ.). მართლაც ორიგინალურად გამოიყურება.
სიუზან მაკლირი
ცენარეული სამკაული ორიგინალური და საკმაოდ ეკოლოგიური იდეაა. ამერიკელი სიუზან მაკლირი მთელი ცხოვრება ფლორითა და მოგით იყო გატაცებული და ერთხელაც ეწვია იდეა, ეს ორი გატაცება გაეერთიანებინა. ასე გაჩნდა ბრენდი PassionflowerMade, რომელიც წარმოადგენს საოცარ სამკაულებს სუკულენტებით.
ბეჭდები, საყურეები და სხვა სამკაულები ლატუნისგან არის დამზადებული და ცოცხალი მცენარეებით არის მორთული. მისამაგრებლად დიზაინერი სპეციალურ
საშუალოდ, ორიდან ექვს კვირამდე ძლებს. შემდეგ სუკულენტები, რომლებსაც შეუძლიათ უწყლოდ დიდხანს გაძლება, ყლორტებს იღებენ და ამ მომენტში დიზაინერი გვირჩევს, ისინი მოვაცალოთ ლატუნს და ქოთანში გადავრგოთ.
ასეთი სამკაულები არც ისე იაფი ღირს - 35-დან 288 დოლარამდე და მხოლოდ ამერიკაში იყიდება. თუმცა ალბათ სხვასაც შეუძლია ცდა, იქნებ გამოგვივიდეს ჩვენც?