"ქალაქის ესთეტიკაზე ზრუნვა, გარემოს სიყვარული და შენთვის პატარა წალკოტის შექმნა არ არის ძნელი", - გვეუბნება ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში ცხოვრობს და გარემოს გალამაზებაზე ზრუნავს. მისი სახლის აივანი ყურადღებას იპყრობს - არცთუ დიდ ფართობზე მშვენიერი მოსასვენებელი ადგილი აქვს მოწყობილი, მცენარეებითა და დეკორატიული ნივთებით. "ცოტა ხანში აივანზე სხვა ქოთნის ყვავილებსაც გავიტან, ამასობაში თანდათან დათბება და აქ უფრო მეტ დროს გავატარებ. თან, ჩემი აივნიდან ლამაზი ხედებიც იშლება. ადამიანს ხომ მუდმივად აქვს ლტოლვა სასიამოვნო გარემოსა და სურნელისკენ, ამიტომ, ცდილობს, გარემო
- რამდენი წლის არის შენი ბაღი?
- ეს ბაღი 2008 წლიდან მაქვს. სოფელშიც მაქვს დეკორატიული ყვავილები - ვარდები, ბზა... მომწონს მარადმწვანე ხეები და ხვიარა მცენარეები, თიIთქმის არ ვაჩერებ ერთწლიან ყვავილებს, რადგან რომ ფუჭდება, გული მწყდება. ბოლო დროს ხვიარა მცენარეებიც შევისწავლე, თუ მათ სეზონურად მოყვავილე მცენარეებსაც შეურევ, ლამაზი აივანი და ბაღი გამოდის. ხვიარებიდან ჯერჯერობით წითელყვავილებიანი ვარდი მაქვს, რომელიც მართლაც ულამაზესია. წელს გასხვლა დამაგვიანდა, თუმცა კიდევ შეიძლება, მოვასწრო.
- რომ არ გასხლა?
- თუ გინდა, რომ ბევრი ყვავილი ჰქონდეს, უნდა გასხლა. წელს ძალიან გაიზარდა და უკვე კედელზეა მისამაგრებელი. ყვავილები ბავშვობიდან მიყვარდა. ნათურები რომ გადაიწვებოდა, ფრთხილად ვიღებდი შიგთავსს, ცარიელ მინაში წყალს ვასხამდი, რასაც 2-3 წვეთი მელნით ვაფერადებდი და იასამნისფერ სითხეში ჭორიკანის ღეროს ვდებდი. 2-3 თვეში ფერს იცვლიდა და მერე ძაფით კედელზე ვკიდებდი. ჰოდა, კედელიც ფერადი მცენარეებით ჭრელდებოდა. განაგრძეთ კითხვა