ოთახის მცენარეები, რომლებსაც სინათლე არ სჭირდებათ


თავიდანვ გვინდა აღვნიშნოთ, რომ მცენარეები, რომლებზეც ამჯერად ვისაუბრებთ, დეკორატიულ, ფართოფოთლიან მცენარეთა ჯგუფს განეკუთვნებიან, ანუ ამ მცენარეების მთელი ხიბლი არის ფოთლებში და არა ყვავილებში.
საინტერესოა ის, რომ აღნიშნული ოთახის მცენარეები საკმაოდ კარგად გრძნობენ თავს სიბნელეში, ამიტომ ქოთნები თავისუფლად შეგიძლიათ განათავსოთ არა ფანჯარასთან არამედ ოთახის ნებისმიერ წერტილში.

აგლაონემა


აგლაონემა შეგიძლიათ გადარგოთ წელიწადში სამჯერ, უყვარს სითბი და ნოტიო ჰაერი.

ასპიდისტრა


ეს ყველაზე ამტანი ოთახის მცენარეა და სწორედ ამიტომ მას თუჯის ყვავილს უწოდებენ. ამ მცენარეს არ აშინებს არც წყლის ნაკლებობა, არც დაბინძურებული ჰაერი, ერთადერთი,
უნდა მოარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს.

ასპლენიუმი


ამ მცენარეს მეორენაირად ჩიტის ბუდეს უწოდებენ. ეს გვიმრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარე საკმაოდ მასიურია და მისი ფოთლების სიგრძე ხანდახან 60 სმ-ს აღწევს.

ჰელკსინა


ეს ხავსისმაგავრი მცენარე ძალიან ეფექტურად გამოიყურება დაკიდებულ კაშპოში. მისი მოთავსება განიერ ქოთანშც არის გამართლებული, თუმცა ფრთხილად იყავით, მან შეიძლება მოახრჩოს მეზობელი მცენარეები.

სანსევიეირა


იგივე სიდედრის ენა, იგივე გველის ტყავი, იზრდება როგორც მზეში, ის ჩრდილში, თავისუფლად იტანს ორპირსა და სიმშრალეს. არის უპრეტენზიო და ადვილად მოსავლელი.

სცინდაპსუსი


მიუხედავად იმისა, რომ ეს მცენარე ჩრდილის მოყვარულ მცენარედ მიიჩნევა, ფრთხილად იყავით, სინათლის გარეშე შესაძლოა ფოთლები გაუყვითლდეს.

მცოცავი ფილოდენდრონი


ამ ტროპიკულ მცენარეს უყვარს ტენიანი ჰავა და გაფანტული შუქი. ქოთანში აუცილებლად უნდა გაუკეთოთ საყრდენი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები