ინტერიერის ოთახის მცენარეებით გაფორმების უახლესი ტრენდები

ოთახის მცენარეები, ისევე, როგორც დეკორის სხვა ელემენტები, შეიძლება იყოს ტრენდული, მოდური. შემოგთავაზებთ ყველაზე აქტუალურ გადწყვეტილებებს.

1. ყვავილები ჭერში

ადრე ქოთნის ყვავილებს ფანჯრის რაფაზე ან თაროებზე თუ ათავსებდნენ, ახლა ყვავილებს სივრცის ზედა ნაწილშიც უჩენენ ადგილს. თუ გინდათ, რომ თქვენი ინტერიერი იყოს მაქსიმალურად ტრენდული, განათავსეთ ყვავილები მაქსიმალურდა ზემოთ. ერთ-ერთი ასეთი ტრენდული ვარიანტია ყვავილების ჭაღი. აღნიშნული გადაწყვეტილება არის არა მარტო მოდური, არამედ სასარგებლოც. ის არ გადატვირთავს სივრცეს და არ შეგიქმნით დისკომფორტს.

2. ბაღი ფეხებზე

ინტერიერში ყვავილების დამატების კიდევ ერთი გადაწყვეტილება მათი ჰაერში დაკიდებაა.
ამაში სხვადასხვაგვარი დასაკიდი კაშპო დაგეხმარებათ.

3. ხავსი


კედლის ასეთი გაფორმება ახალი სულაც არ არის, თუმცა ეს ტრენდი ნელ-ნელა ისევ შემოდის მოდაში და სულ უფრო და უფრო სარგებლობს დიდი პოპულარობით.

4. ყვავილები ყველგან


თუ გინდათ, რომ ინტერიერს მოდური აქცენტები შემატოთ, დაამატეთ ყვავილები უჩვეულო ადგილებში, მაგალითად აბაზანაში ამ სამზარეულოში.

5. სასარგებლო გამწვანება


ბოლო დროს მოდაშია, რომ ქოთნის ყვავილებმა არა მარტო თვალი გაახაროს, არამედ სარგებელიც მოიტანოს. შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც სამკურნალო ბალახები, ისე მწვანილეული.

6. მინიმალიზმი

კიდევ ერთი ტრენდი გახლავთ მინიმალიზმი. უბრალო ფერები და ფორმები, ყველაფერი ეს პოპულარობის პიკზეა როგორც დიზაინში, ისე გამწვანებში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები