როგორ მოვაწყოთ ბაღი ან ბოსტანი სახლის აივანზე ან სახურავზე

 მიკ­რო­მე­ბოს­ტ­ნე­ო­ბა არის დარ­გი მე­ურ­ნე­ო­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის, ვი­საც არც სოფ­ლად და არც ქა­ლაქ­ში მი­წის ნაკ­ვე­თი არ გა­აჩ­ნი­ათ. მარ­თა­ლია, ამ­გ­ვა­რი მე­ურ­ნე­ო­ბით ბიზ­ნესს ვერ წამოიწყებთ, სა­მა­გი­ე­როდ, მთე­ლი წლის გან­მავ­ლობ­აში შინ თქვენ მი­ერ მოყ­ვა­ნი­ლი ცოცხა­ლი მწვა­ნი­ლი და ზო­გი­ერ­თი ბოს­ტ­ნე­უ­ლიც (კიტ­რი, პო­მი­დო­რი, წი­წა­კა, ბად­რი­ჯა­ნი, ჭარ­ხა­ლი, სტა­ფი­ლო და სხვა) გექ­ნე­ბათ. გა­აჩ­ნია თქვენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს: ფარ­თობს, და­სარ­გავ-და­სა­თეს ჭურ­ჭელს, ინ­ვენ­ტარს და ა.შ. თუ თქვენს სახლს ბრტყე­ლი გა­და­ხურ­ვა აქვს და მცი­რე მო­ცუ­ლო­ბის კვალ­სათ­ბურს გააკეთებთ, მშვე­ნი­ე­რი მიკ­რობოს­ტ­ნის მოწყო­ბა შე­იძ­ლე­ბა. სა­ხუ­რავ­ზე გან­ლა­გე­ბულ კას­რებ­ში შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­ხა­როთ ნა­გა­ლა (ჯუ­ჯა) სა­ძი­რე­ებ­ზე დამ­ყ­ნი­ლი ვაშ­ლი, მსხა­ლი, აგ­რეთ­ვე ატა­მი,

ლეღ­ვი, ბრო­წე­უ­ლი, ვა­ზი და ა.შ. ამის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა დი­დი ხა­ნია გა­მაჩ­ნია და ჩემს ახ­ლობ­ლებს მსხმო­ი­ა­რე ბაღ-ვე­ნა­ხი გა­ვა­შე­ნე­ბი­ნე. ვინც ამის გა­კე­თე­ბას შე­ეც­დე­ბა, შრო­მა არ ეზა­რე­ბა და გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხაც გა­აჩ­ნია, შე­უძ­ლია, არც ისე დი­დი სას­წა­უ­ლი მო­ახ­დი­ნოს - მო­იწყოს ლა­მა­ზი, მწვა­ნე და მო­სავ­ლი­ა­ნი კუთხე.



პირ­ველ რიგ­ში სა­ხუ­რავ­ზე უნ­და და­იდ­გას მე­ტა­ლის დი­დი ზო­მის ჭურ­ჭე­ლი, რო­მელ­შიც ჩა­ლაგ­დე­ბა კას­რ­ში ჩარ­გუ­ლი ხე­ე­ბი და ბუჩ­ქე­ბი, ისე, რომ წყა­ლი, რო­მე­ლიც გა­ჟო­ნავს კას­რე­ბი­დან, მოგ­როვ­დეს მე­ტა­ლის ჭურ­ჭელ­ში და იქი­დან ღა­რით ჩა­იღ­ვა­როს სა­ნი­აღ­ვ­რე­ში. ამ ჭურ­ჭ­ლით გა­ჟო­ნი­ლი წყლის­გან სა­ხუ­რა­ვის დაც­ვის გა­რან­ტია გვექ­ნე­ბა. რო­ცა ეს ჭურ­ჭე­ლი მო­ეწყო­ბა, და­ნარ­ჩე­ნი საქ­მე ისე წა­ვა, რო­გორც მი­წა­ზე არ­სე­ბულ ბაღ-ვე­ნახ-ბოს­ტან­ში. მერ­წ­მუ­ნეთ, შე­სა­ბა­მი­სი ხელ­შეწყო­ბით თქვენ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი, მო­სავ­ლი­ა­ნი, ლა­მა­ზი ოაზი­სი გექ­ნე­ბათ. რა თქმა უნ­და, რა­კი ბაღ-ვე­ნა­ხის გა­შე­ნე­ბა გა­დაწყ­ვი­ტეთ, უნ­და იცო­დეთ სხვლაც, შე­გეძ­ლოთ მცე­ნა­რე­ე­ბის დაც­ვა მავ­ნებ­ლე­ბი­სა და და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა­გან, უნ­და მო­ი­მა­რა­გოთ სა­სუ­ქე­ბი, აგ­რეთ­ვე მო­სარ­წყა­ვი ხელ­საწყო­ე­ბი და სხვა.

მცი­რე ზო­მის აივ­ნებ­ზეც შე­გიძ­ლი­ათ გა­ნა­ლა­გოთ ყუ­თე­ბი ბოს­ტ­ნე­უ­ლი­სა და ყვა­ვი­ლე­ბის და­სა­თეს-და­სარ­გა­ვად. ხის ყუ­თის ზო­მე­ბი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად კეთ­დე­ბა (მა­გა­ლი­თი­სათ­ვის - 50X60 სმ-ზე, ხო­ლო გვერ­დე­ბის სი­მაღ­ლე - 12-15 სმ-ც საკ­მა­რი­სი­ა).

ყუ­თე­ბი შე­ავ­სეთ ნა­ზა­ვით - თი­თო წი­ლი ტყის მი­წა და გა­დამ­წ­ვა­რი ნა­კე­ლი, ჩა­თე­სეთ თქვენ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი მწვა­ნი­ლე­ბი და დად­გით, სა­დაც მო­გი­ხერ­ხ­დე­ბათ. და­თეს­ვის­თა­ნა­ვე მორ­წყეთ და არც აღ­მო­ცე­ნე­ბის მე­რე მო­აკ­ლოთ წყა­ლი, რომ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რაც 25-30 გრა­დუ­სი უნ­და იყოს.



გარ­და მწვა­ნი­ლე­ბი­სა, ყუ­თებ­ში შე­გიძ­ლი­ათ ჩარ­გოთ ხახ­ვი, ნი­ო­რი და პრა­სის ბოლ­ქ­ვე­ბიც. იმი­სათ­ვის, რომ ხახ­ვი მა­ლე და თა­ნაც ბუჩ­ქად ამო­ვი­დეს, დარ­გ­ვის წინ ბოლ­ქ­ვის ზე­და ნა­წი­ლი წა­ა­ჭე­რით, და­ას­ვე­ლეთ თბი­ლი წყლით (30-35 გრა­დუ­სი) და დარ­გეთ კარ­გად გა­ნო­ყი­ე­რე­ბულ ნი­ა­დაგ­ში ისე, რომ ზე­მო­დან მი­წა არ და­ა­ყა­როთ. დარ­გ­ვის­თა­ნა­ვე ბოლ­ქ­ვებს კარ­გად მი­უტ­კეპ­ნეთ მი­წა და მორ­წყეთ. ყუ­თი 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დად­გით სიბ­ნე­ლე­ში, პირ­ვე­ლი ფოთ­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე კი სი­ნათ­ლე­ზე გა­მო­ი­ტა­ნეთ.

და­სარ­გა­ვი ბოლ­ქ­ვე­ბის დი­ა­მეტ­რი უნ­და იყოს 3-4 სმ. ფო­ჩის გა­მო­ჩე­ნის დღი­დან სა­ჭი­როა რწყვა და გა­მოკ­ვე­ბა.

კიტ­რის კულ­ტუ­რა კას­რ­ში
აიღეთ ძვე­ლი კას­რი (ან ჩვეულებრივი ვედრო) და და­უხ­ვ­რი­ტეთ ფსკე­რი და გვერ­დე­ბი. ფსკე­რის ნახ­ვ­რეტ­ზე და­ა­ფა­რეთ კრა­მი­ტის ან აგუ­რის ნა­ტე­ხი, შე­იძ­ლე­ბა ბრტყე­ლი ქვაც, ჩა­ყა­რეთ შიგ მსხვი­ლი კენ­ჭე­ბი ან და­ნა­ყი­ლი აგუ­რი 5-6 სმ სის­ქე­ზე და შე­ავ­სეთ კას­რი 1:1-ზე შე­ზა­ვე­ბუ­ლი ნო­ყი­ე­რი მი­წის და გა­დამ­წ­ვა­რი ნა­კე­ლის ნა­რე­ვით, მო­ას­წო­რეთ ზე­და­პი­რი და ჩა­თე­სეთ წი­ნას­წარ "ბი­ო­რაგ­ში" და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი 2-3 წლის წინ აღე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო ჯი­შის კიტ­რის თეს­ლი.

"ბი­ო­რაგ­ში" თეს­ლი გა­ა­ჩე­რეთ 20 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. თეს­ლი გა­ი­ჯირ­ჯ­ვე­ბა, ჯან­სა­ღი თეს­ლე­ბი იძი­რე­ბა, უხა­რის­ხო­ე­ბი ტივ­ტი­ვე­ბენ ზე­და­პირ­ზე, ისინი უნ­და გა­და­ყა­როთ. ხსნა­რი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლი თეს­ლი ცხრილ­ზე ან სა­ცერ­ზე გა­ფი­ნეთ, გა­აშ­რეთ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და 5 ცა­ლი თეს­ლი ერ­თ­მა­ნე­თის­გან 6-7 სმ-ის და­ცი­ლე­ბით და­თე­სეთ კას­რის შუ­ა­გულ­ში 1,5-2 სმ სიღ­რ­მე­ზე. შემ­დეგ ნი­ა­და­გი კარ­გად და­ას­ვე­ლეთ ოდ­ნავ თბი­ლი წყლით. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ კასრს დად­გამთ კარ­გად გა­ნა­თე­ბულ ად­გილ­ას, ოღონდ არა მზის­გულ­ზე, მზის პირ­და­პი­რი დას­ხი­ვე­ბა ვნებს კიტ­რის ბარდს. კას­რ­ში და­სა­თე­სად სა­უ­კე­თე­სო ჯი­შია ე.წ. ფორ­ჩხის კიტ­რი, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ვა მე­ტად გრძე­ლი, და­ტოტ­ვი­ლი ბარ­დით, რის გა­მოც გუ­რი­ა­სა და აჭა­რა­ში უდ­გა­მენ საყ­რ­დენს - ფორჩხს. ფორ­ჩხის ტო­ტებს ეხ­ვე­ვა ბარ­დი და ნა­ყო­ფი მი­წას არ ეხე­ბა. ნა­ყო­ფი ხორ­კ­ლი­ა­ნია, საკ­მა­ოდ გრძე­ლი, მსხვი­ლი და გემ­რი­ე­ლი. კარ­გად უძ­ლებს და­ა­ვა­დე­ბებ­სა და მავ­ნებ­ლებს. ბარდს მე-5, მე-6 მუხ­ლის ზე­ვით წა­აწყ­ვი­ტეთ, რომ მდედ­რო­ბი­თი ყვა­ვი­ლე­ბი მე­ტი გა­ნი­ვი­თა­როს.



დღეს კიტ­რის მო­სავ­ლის მი­ღე­ბას ბევ­რი წი­ნა­ღო­ბა ახ­ლავს, მათ შო­რის რა­დი­ა­ცია, მავ­ნებ­ლე­ბი, სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მაგ­რამ თუ შე­სა­ბა­მის პი­რო­ბებს და­ვი­ცავთ, აუცი­ლებ­ლად კარგ მო­სა­ვალს მი­ვი­ღებთ. მაშ, ასე:

1. პირ­ველ რიგ­ში სა­უ­კე­თე­სო თეს­ლი უნ­და შე­ი­ძი­ნოთ სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ მა­ღა­ზი­ა­ში, ან სან­დო პი­რის­გან. უმ­ჯო­ბე­სია 2-3 წლის წინ აღე­ბუ­ლი თეს­ლი, რად­გან უფ­რო მეტ მდედ­რო­ბით ყვა­ვი­ლს ივი­თა­რებს, ვიდ­რე მამ­რო­ბითს.

2. თეს­ლი­სა და ჩი­თი­ლე­ბის სა­დე­ზინ­ფექ­ცი­ოდ გა­მო­ი­ყე­ნეთ კა­ლი­უ­მის პერ­მან­გა­ნა­ტის 0,01%-იანი ხსნა­რი (10 გ - 100 ლ წყალ­ზე) თქვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში საკ­მა­რი­სია (0,1 გ - 1 ლ წყალ­ზე).

3. და­ა­ვა­დე­ბის შემ­ჩ­ნე­ვის­თა­ნა­ვე, და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ფოთ­ლე­ბი მო­ა­ცი­ლეთ. ამის შემ­დეგ შე­წამ­ლეთ შე­სა­ბა­მი­სი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით (ი­ყი­დე­ბა მა­ღა­ზი­ა­ში).

4. და­ა­ვა­დე­ბის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე შე­ას­ხუ­რეთ ბორ­დოს 1%-იანი ხსნა­რი, გა­ი­მე­ო­რეთ 10-12 დღის შემ­დეგ. შე­წამ­ლეთ 0,5%-იანი ხო­მე­ცი­ნი­სა და 0,01%-იანი ბა­ი­ლე­ტო­ნის ნა­ზა­ვით.

არ მო­აკ­ლოთ წყა­ლი! მორ­წყ­ვის დროს წყა­ლი არ უნ­და შე­ე­ხოს კიტ­რის ბარ­დის ღე­როს.

პო­მიდ­ვ­რის კულ­ტუ­რა კას­რ­ში
კას­რი­სა და ნი­ა­და­გის შემ­ზა­დე­ბა კიტ­რის კულ­ტუ­რი­სათ­ვის გამ­ზა­დე­ბუ­ლი ჭურ­ჭ­ლი­სა და ნი­ა­და­გის ანა­ლო­გი­უ­რია. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა კი ის გახ­ლავთ, რომ პო­მიდ­ვ­რის­თ­ვის ჯერ ჩი­თი­ლე­ბი გა­მოგ­ვ­ყავს და კას­რ­ში დარ­გ­ვა-გა­ხა­რე­ბის შემ­დეგ ისე­თი­ვე მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა სჭირ­დე­ბა, რო­გორც კიტრს. იმ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რომ პო­მი­დო­რი აუცი­ლებ­ლად მზის გულ­ზე უნ­და და­იდ­გას და მავ­ნე­ბელ-და­ა­ვა­დე­ბე­ბიც სხვა სა­ხი­საა.

პო­მი­დო­რი დაჩ­რ­დი­ლულ ად­გილ­ზე მო­სა­ვალს თით­ქ­მის არ იძ­ლე­ვა, ამი­ტომ კას­რი მზეს მი­ა­ფიცხეთ. კიტ­რ­თან შე­და­რე­ბით პო­მი­დო­რი გვალ­ვა­გამ­ძ­ლეა, მაგ­რამ ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ მორ­წყ­ვა არ სჭირ­დე­ბა. თუ ჩი­თი­ლის გა­მოყ­ვა­ნა და­გე­ზა­რე­ბათ, იყი­დეთ ნერ­გე­ბი და დარ­გეთ.



პირ­ველ რიგ­ში სა­უ­კე­თე­სი ჯი­შის პო­მიდ­ვ­რის თეს­ლი იშო­ვეთ, ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი წე­სით "ბი­ო­რაგ­ში" და­ა­მუ­შა­ვეთ და პა­ტა­რა ზო­მის ყუთ­ში ჩა­თე­სეთ 2-3 სმ სიღ­რ­მე­ზე, მა­შინ­ვე მორ­წყეთ და არც შემ­დეგ მო­აკ­ლოთ რწყვა.

პო­მიდ­ვ­რის ჩი­თი­ლის დარ­გ­ვის სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია, რო­ცა მტე­ვა­ნი აყ­ვავ­დე­ბა. დარ­გ­ვამ­დე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კას­რ­ში მი­წი­სა და ნა­კე­ლის ნა­რე­ვი უკ­ვე ჩა­ყა­რეთ, და­სარ­გა­ვად გამ­ზა­დე­ბულ ორ­მო­ში ერ­თი მუ­ჭა გა­დამ­წ­ვა­რი ნა­კე­ლი მა­ინც და­უ­მა­ტეთ, ჩარ­გეთ, კარ­გად მი­უტ­კეპ­ნეთ მი­წა და აუცი­ლებ­ლად კარ­გად მორ­წყეთ. პე­რი­ო­დუ­ლად, თუ გან­ზა­ვე­ბულ "ბი­ო­რაგს" ფეს­ვებ­შიც ჩა­უს­ხამთ, ჩათ­ვა­ლეთ, რომ უხ­ვა­დაც მო­ის­ხამს, ნა­ყო­ფიც ხა­რის­ხი­ა­ნი და გემ­რი­ე­ლი ექ­ნე­ბა და და­ა­ვა­დე­ბებ­საც კარ­გად გა­უძ­ლებს. კას­რ­ში ირ­გ­ვე­ბა 1-2 ძი­რი პო­მი­დო­რი. შე­გიძ­ლი­ათ, მა­შინ­ვე და­უ­სოთ სა­რი და აახ­ვი­ოთ, შე­იძ­ლე­ბა 1-2 კვი­რის შემ­დეგ. სა­რი უნ­და იყოს 1,5-2 მ სიგ­რ­ძის. ნერგს უტო­ვებთ 2-3 ღე­როს, და­ნარ­ჩენს მო­ა­ცი­ლებთ და რბი­ლი ჩვრე­ბით მი­ა­ბამთ სარ­ზე. ფოთ­ლის იღ­ლი­ებ­ში ამო­სულ ე. წ. ნამ­ხარს ამოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე აცი­ლებთ, რომ ზედ­მე­ტი ენერ­გია არ და­ხარ­ჯოს ნერ­გ­მა. ამ წე­სით შე­გიძ­ლი­ათ აივან­ზე მო­იყ­ვა­ნოთ წი­წა­კა, ბად­რი­ჯა­ნი, ყა­ბა­ყი და სხვ. ჩა­თე­სეთ ფსკერ­გახ­ვ­რე­ტილ ყუ­თებ­ში ნე­ბის­მი­ე­რი მწვა­ნი­ლი, სტა­ფი­ლო, ბო­ლო­კი, ჭარ­ხა­ლი, ხახ­ვი, ნი­ო­რი, პრა­სი და ყო­ველ­დღი­უ­რად ბა­ზარ­ში და მა­ღა­ზი­ა­ში სირ­ბი­ლი არ მო­გი­წევთ.

ნიკოლოზ იოსებიძე

 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები