გაგიკვირდებათ, მაგრამ სეზონის ცვალებადობა ოთახის მცენარეებზეც აისახება. ზამთარში დღე კლებულობს, ტემპერატურა ეცემა, შენობაში ჰაერი შრება, რაც შედეგად ხელს უშლის მცენარის განვითარებას და მის ზრდას. როგორ დავეხმაროთ ოთახის მცენარეებს ზამთრის პერიოდის გადატანაში?
შეამოწმეთ პარაზიტებზე
თუ ზაფხულში მცენარე აივანზე გქონდათ, სახლში შეტანის შემდეგ აუცილებლად კარგად უნდა დაათვალიეროთ და დარწმუნდეთ, რომ პარაზიტები არ ჰყავს.
თუ რაიმე საეჭვო შენიშნეთ, აუცილებლად უნდა ჩაუტაროთ შესაბამისი პროცედურები.
შეამცირეთ მორწყვა
მცენარეების უმეტესობა დათვს მოგაგონებთ, იკლებს თუ არა ტემპერატურა გარეთ და აცივდება თუ არა, მცენარეები იძინებენ, ზრდის და ნივთიერებათა
ცვლის პროცესი შენელებულია. მცენარე ინტენსიურ მორწყვას აღარ საჭიროებს. წყალი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუსხით, თუ ნახავთ, რომ ნიადაგი გამომშრალი აქვს, წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, რომ მცენარემ სტრესი არ განიცადოს.
ყვავილებს ადგილი შეუცვალეთ
ზამთარში მზე ნაკლებად ანათებს. თუ ოთახის მცენარეებს შეატყვეთ, რომ ფოთლები გაუყვითლდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას მზის სხივები აკლია, ამიტომ შეეცადეთ შეუცვალოთ ადგილი და ისეთ ადგილზე მოათავსოთ, სადაც მზე უკეთ მოადგება.
დროებით დაივიწყეთ სასუქი
გამომდინარე იქიდან, რომ ზამთარში მცენარეებში ნივთიერებათა ცვლა საგრძნობლად შენელებულია, დამატებით სასუქს ამ პერიოდში არ საჭიროებენ.
იზრუნეთ მცენარეების სისუფთავეზე
მტვერი ხელს უშლის მცენარეს, ჰაერიდან მისთვის საჭირო მიკროელემენტები მიიღოს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რომ ფოთლები სუფთად ჰქონდეთ.
იზრუნეთ ჰაერის დატენიანებაზე
იდეალური ტენიანობა ოთახის მცენარეებისთვის არის 40-50 პროცენტი. ზამთარში, როდესაც შენობაში ჩართულია გამათბობელი, ეს მაჩვენებელი ეცემა, ამიტომ ეცადეთ ჰაერი დაატენიანოთ, რათა მცენარემ თავი კომფორტულად იგრძნოს.
ყურადღება მიაქციეთ ოთახის ტემპერატურას
მცენარეების უმეტესობა იდეალურად გრძნობს თავს 18-23 გრადუს ტემპერატურაზე, ამიტომ ეცადეთ, იქონიოთ თერმომეტრი და აკონტროლოთ ოთახის ტემპერატურა.