ჭინჭრის სასუქი ყველა მცენარეს უხდება და თანაც, ძალიან ადვილი დასამზადებელია.
გადაჭერით მიწისზედა ნაწილი, კარგად დაკეპეთ, ჩაყარეთ ხის კასრში (მეტალის ან პლასტმასის არ გამოდგება), დაასხით წყალი და გადააფარეთ ისეთი ქსოვილი, ჰაერი რომ გაატაროს. დროგამოშვებით მოურიეთ. დადუღდება და ქაფს მოიგდებს. არასასიამოვნო სუნის გასაქრობად ჩაურიეთ ვალერიანის რამდენიმე წვეთი და აცალეთ დადუღება.
ასე მიღებული სასუქი საუკეთესოა ბოსტნეულის და ასევე ოთახის მცენარეების გამოსაკვებად. გამოყენების წინ გააზავეთ 1:10 წყალში.
მიღებული მწვანე საკვები უკვე რამდენიმე დღეში გამოაჯანმრთელებს და ფერს შეუცვლის თქვენს მცენარეებს.
ირინა ღარიბაშვილი