რამდენი პროფესიონალი თუ მოყვარული მეყვავილე-მებაღეა, მაგრამ არ გვსმენია, საქართველოში მცენარეთა სასტუმრო შეექმნათ. არადა, მართლაც ხშირად პრობლემაა - არდადეგების, შვებულების თუ სხვა მიზეზით სახლიდან წასვლისას მცენარეები მოსავლელად ვის დაუტოვონ, რათა მათ ჩამოსვლამდე არ მოიწყინონ და კვლავაც მოვლილი იყვნენ, როგორც მზრუნველი პატრონის ხელში. ამ მხრივ პირველები აღმოჩნდნენ თამარ რაზმაძე, არჩილ ღოღობერიძე და მარია შეროზია. ამ ჯგუფმა შექმნა მცენარეების სასტუმრო, სადაც მათ განსაზღვრული ვადით მოსავლელად იტოვებენ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჟურნალისტ თამარ რაზმაძეს პანდემიის პერიოდში იშვიათი ჯიშის სუბტროპიკული მცენარეების შეგროვების სურვილი გაუჩნდა...
თამარ რაზმაძე:
- პანდემიის დროს დავიწყე ინტერიერის მცენარეების იშვიათი ჯიშების შეგროვება, რაც მერე ჰობი გახდა, მოგვიანებით კი დაიბადა მეგობრების იდეა, შეგვექმნა მცენარეთა სასტუმრო. იდეა მოგვეწონა, დავამუშავეთ და დღესდღეობით ჩვენს საქმეს რა სახეც აქვს, ეს დიდი მუშაობის შედეგია.
- ამ საქმის საფუძველი მცენარეების სიყვარულია?
- ასეა. შემდეგ მონაწილეობა მივიღეთ საერთაშორისო პროექტში, რომელიც ახალგაზრდებს, სტარტაპერებს დიდად ეხმარება. გავიმარჯვეთ, მაგრამ ამას წინ რამდენიმეთვიანი მოსამზადებელი პერიოდი უძღოდა, სადაც ჩვენთვის საჭირო კურსს მენტორთან გავდიოდით. ეს იყო იურიდიული საკითხები, ფინანსები, პიარი და მარკეტინგი.
- ანუ იდეა პროექტად აქციეთ, შემდეგ კი კრეატიულობითა და ინოვაციურობით გაიმარჯვეთ...
- პირველი ადგილი დავიკავეთ. ამის შემდეგ მიგვიწვიეს ვენაში, სადაც ევროპელი სტარტაპერები გავიცანით, გავცვალეთ კონტაქტები. ეს იყო პირველი ნაბიჯები, რამაც ხელი შეგვიწყო, რომ საქმიანობა უფრო აქტიურად დაგვეწყო. მოკლედ, ბიზნესში ამ პროექტით ჩავერთეთ და მალე საზოგადოებამაც გაგვიცნო - ყველაფერი ამ პროექტში გამარჯვების დამსახურებაა.
- რას მოიცავს მცენარეების სასტუმრო?
- ერთ-ერთი ჩვენი დამფუძნებლის, მარია შეროზიას სასტუმროს იდეა-კონცეფცია მოიაზრებდა, რომ ადამიანები, რომლებიც ქალაქიდან გადიან და აქვთ ბევრი მცენარე, ვერავის პოულობენ მათ მისაბარებლად. მცენარეთა მოვლა მხოლოდ წყლის დასხმა არ არის, ამიტომაც სჭირდებათ ამგვარი სერვისი, რომელსაც თავიანთ მწვანე მეგობრებს ანდობენ. ეს იგივეა, როგორც ცხოველების სასტუმრო. განაგრძეთ კითხვა