ოდითგანვე მიიჩნევენ, რომ სახლი, რომელშიც ოთახის მცენარე ვერ ხარობს და იღუპება, ნეგატიური ენერგიით არის სავსე. თუმცა მთლად ასეც არ არის. მცენარეების უმეტესობა, რომელთაც კარგად უვლით და უთმობთ თქვენი ძვირფასი დროის გარკვეულ ნაწილს, საპასუხოდ თქვენკენ მომართულ უარყოფით ენერგიას საკუთარ თავზე იღებენ და ამით თქვენ გაცილებენ უსიამოვნებებს.
თუ თქვენი მცენარე უცაბედად დაჭკნა (არა იმიტომ, რომ არ უვლით და წყალი აკლია), ეს იმას ნიშნავს, რომ მან საკუთარ თავზე მიიღო თქვენსკენ მომართული ავი თვალი, ჯადო ან რაიმე სერიოზული ავადმყოფობა. ასეთ შემთხვევაში პარაქფსიქოლოგები გვირჩევენ, მადლობა
თუ მცენარეები თქვენს სახლში ერთი მეორის მიყოლებით ჭკნება, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს სახლში მოზღვავებულია ნეგატიური ფონი. ზოგი მცენარე ძალიან სათუთ მოპყრობას საჭიროებს, ხშირ შემთხვევაში ისინი უბრალოდ ხმამაღალ საუბარზე და აურზაურზეც კი რეაგირებენ. ასევე ამბობენ, რომ ყვავილები ვერ ხარობენ ისეთ ადგილებში, სადაც ხშირია კონფლიქტები და ჩხუბები.
ყვავილების მეშვეობით შეგიძლიათ სახლში ნეგატიური ზონების გამოვლენა. თუ კარგად მოყვავილე ყვავილი ადგილის შეცვლის შემდეგ მოიწყენს, უნდა მიხვდეთ, რომ ის ახალი ადგილი თქვენს სახლში ნეგატიურია და ყვავილს ადგილი აუცილებლად უნდა შეუცვალოთ.
ცრურწმენის თანახმად, თუ გინდათ, რომ თქვენმა ყვავილმა კარგად გაიხაროს, ის უნდა მოიპაროთ. ეს ცრურწმენა ჯერ კიდევ ადრეული დროიდან მოდის, როდესაც ოთახის მცენარეები ძალიან ძვირი ღირდა და მისი შეძენა მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ. ღარიბი ადამიანები ჩუმად პარავდნენ ხოლმე მდიდრებს დასაფესვიანებლად ფოთლებს, სანაცვლოდ კი დედა ყვავილს ქოთანში რკინის მონეტას უტოვებდნენ.
თუ მოულოდნელად ზამთარში აყვავილდა ისეთი მცენარე, რომელიც, როგორც წესი, ზაფხულობით ყვავის ხოლმე, ე ი. რაღაც მოულოდნელობა დაგატყდებათ თავს. აი, ფულის ხის უეცარი ყვავილობა კი უეცარი ფულის შოვნას ნიშნავს.
ასევე ითვლება, რომ არ შეიძლება ადამიანისთვის ქოთნის ყვავილის ჩუქება, რომ მას უსიამოვნებები მოაქვს. თუ ვინმე მაინც გაჩუქებთ ქოთნის ყავილს, სანაცვლოდ აუცილებლად მიეცით რკინის ფული. ასე მცენარე ჩათვლის, რომ ის იყიდეს და მიხვდება, რომ ძველი პატრონის ენერგია ახალ პატრონს არაფერში სჭირდება.
არსებობენ მცენარეები, რომლებიც მხოლოდ დადებით ენერგიასთან არიან დაკავშირებულები. მაგალითად, კრასულა, იგივე ფულის, ანუ ბარაქის ხე. არსებობს მოსაზრება, რომ ეს მცენარე სახლში ფულს იზიდავს და სათანადო მოვლისა და გაზრდის შემთხვევაში სიმდიდრესაც კი გითავაზებთ. ამ ყვავილისთვის გირჩევთ შეარჩიოთ წითელი ან მწვანე ქოთანი. ეს ფულის მაგიის ფერებია. ქოთანში კრასულას ჩარგვამდე მასში რკინის მონეტა ჩადეთ.
გვიმრა მავნე გამოსხივებისგან იცავს ოთახს, ამიტომ მის დადგმას გირჩევთ კომპიუტერთან ან ტელევიზორთან. სწორედ გვიმრით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ კაქტუსი.
სპატიფილუმი, იგივე ქალთა ბედნიერება, როგორც მისი სახელი მიგანიშნებთ, მხოლოდ დადებით ემოციებს ატარებს. ამ ყვავილს ოჯახური ბედნიერება და კეთიდღეობა მოაქვს.
ბამბუკი თქვენს კარიერულ ზრდას წაადგება. ეს ყვავილი ასოცირდბეა წარმატებისკენ სწრაფვისკენ, ოღონდ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს მცენარე თქვენს სამუშაო მაგიდაზე უნდა განათავსოთ.
ალოე კი პასუხს აგებს თქვნ ოჯახურ ჰარმონიაზე, თქვენს სტუმართმყვარეობაზე. მას ოჯახში სიმშვიდე და სიმყუდროვე შემოაქვს. ის იცავს თქვენს სახლს არასასურველი სტუმრების უარყოფითი ემოციისგან, ამიტომ მას ხშირად სახლის შესასვლელში ათავსებენ.
თუ პარტნიორთან ან მეუღლესთან უსიამოვნებები გაქვთ, მჟაუნა გაახარეთ სახლში, ის თქვენ ურთიერთობას დაარეგულირებს.
გიბისკუსი სიყვარულისა და ვნების ყვავილია. ხელს უწყობს წყვილებს შორის ჰარმონიულ ურთიერთობებს. მსგავსი შინაარსის მატარებელია ავოკადოც.
ტრადესკანცია პატრონს ჭორებისგან იცავს.
ფიკუსი კი ის მცენარეა, რომელმაც ადამსა და ევას თავის ფოთლები უბოძა სიშიშვლის დასაფარად. ის ოჯახური კერის მფარველად ითვლება.
ქლოროფიტუმი კარგად ასუფთავებს ჰაერს და წარმატება მოაქვს ოჯახის თითოეული წევრისთვის.
იები კონფლიქტის მშვიდობიანდ მოგვარებაში დაგეხმარებათ.
დრაცენა თქვენს ხასიათზე იქნება პასუხისმგებელი, ის სიხარულით აღგავსებთ.
ასევე ძალიან კარგია საცხოვრებელ სახლში ნებისმიერი ციტრუსის ქონა, მათ მოაქვთ ბედნიერება, სიმშვიდე, სიყვარული და კეთილდღეობა.
ოთახის ვარდი სიბრძნისა და ერგულების სიმბოლოა. თუ თქვენ მოზარდ ქალიშვილზე ღელავთ, მის ოთახში სწორედ ვარდები უნდა მოათავსოთ, უმჯობესია თეთრი ვარდები შეარჩიოთ. საძინებელში ვარდი კი ერთგულების ნიშანია.