ასეთი წალკოტი, სადაც ერთმანეთის გვერდით 500-მდე დასახელების მცენარე ხარობს, მრავალსართულიანი კორპუსის მე-11 სართულზე კი არა, მიწაზეც არ მინახავს. მისი პატრონი თბილისის ონკოლოგიური დისპანსერისა და ერთ-ერთი კერძო კლინიკის ექიმი, ულტრაბგერითი გამოკვლევების სპეციალისტი, თერაპევტი, მეცნიერებათა დოქტორი ეკა გიუაშვილია. როგორც ამბობს, დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, თუმცა შინ მცენარეების მოვლა ხელს ნამდვილად არ უშლის.
- ამ ბინაში 16 წლის წინ რომ გადმოვდიოდით, უკვე ვიცოდი, მცენარეებს სად გავამრავლებდი... ხელი იმანაც შემიწყო, რომ საბერძნეთში ვისვენებდი და ჩემი ყურადღება მწვანე აივნებმა მიიქცია. მეც მომინდა აივნის გამწვანება, თუმცა
ჩემი მეგობრები აქაურობას "გარდენია ეკოლოს" ეძახიან. აქ უკვე 500 ქოთანია.
"მეგრული" ჰორტენზია შვილის მეგობარმა ჩამომიტანა სამეგრელოდან. არ არის ადვილი გასახარებელი. კაქტუსი წლების წინ ვნახე როდოსზე. ტროპიკულსა და სუბტროპიკულ ქვეყნებში ხარობს, გემრიელ, უტკბილეს ნაყოფს ისხამს, რომელიც იჭმება, თუმცა გემო არ მომეწონა. მაშინ პატარა ტოტი მოვატეხე, თბილისში ჩამოვიტანე და შესანიშნავადაც გაიხარა. შეგნებულად ჩავრგე პატარა ქოთანში, ძალიან რომ არ გაიზარდოს და ადვილად დავძრა. აქვეა იელი, ციკასი ("საგოვნიკი")...
რამდენიმე ქოთანში ერთწლიანი მცენარეებიც ჩავთესე და მათ გამოჩენას ველოდები. ბენჯამინის ფიკუსს ახლა ფოთლები სცვივა, მაგრამ მალე ამოუვა. ზამთარში შინ შემაქვს, რადგან სიცივეს ვერ უძლებს. ერთ-ერთი პირველი ვერცხლისფერი ნაძვი შევიძინე. ეს პალმა კი ჯერ ისევ ძველ სახლში რომ ვიყავით, მაშინ ვიყიდე. ღერო რომ ეზრდება, ქვედა რიგის ფოთლები უყვითლდება, ყოველწლიურად მოჭრა სჭირდება და ზემოდან ძალიან ლამაზი, ბუჩქივით ამონაყარი უჩნდება. განაგრძეთ კითხვა