ბევრ დიასახლისს უოცნებია საკუთარ ბოსტანზე, რომლის ქონაც კორპუსის პირობებში ერთი შეხედვით არაბუნებრივად ჩანს. ჩვენ კი გეტყვით, იმისათვის, რომ მოიწყოთ საოცნები ბოსტანი, სულაც არ არის აუცილებელი გქონდეთ ეზო, ამისთვის თქვენი სამზარეულოც გამოგადგებათ. დიახ, ნუ გაგიკვირდებათ, მთავარია მონდომება, ცოტა ფანტაზია და თქვენ ძალიან ეკონომიურად შეძლებთ თქვენი საყვარელი ოჯახის წევრების ახალ-ახალი ქორფა მწვანილით განებივრებას მთელი წლის განმავლობაში. ამასთან, ორიგინალური და სასიამოვნო დეკორის მეპატრონედაც იქცევით.
1. როგორ მოვიყვანოთ მწვანილი
თუ გადაწყვიტეთ მიჰყვეთ ჩვენ რჩევას, ამ რეკომენდაციებსაც გაეცანით. პირველ რიგში, უნდა აარჩიოთ, რომელი სახეობის მწვანილის მოყვანა
2. თუ უკვე ჩამოყალიბდით არჩევანში, უნდა დაფიქრდეთ იმაზე, თუ რაში უნდა მოიყვანოთ ეს მწვანილი. შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც კერამიკული ქოთნები, ისე პოლიეთილენის, მინის ჭურჭელი, ასევე დეკორატიული სათლები, რომლებიც მრავლად იყიდება ინტერიერის მაღაზიებში. ყველა ზემოჩამოთვლილ ნივთში თქვენი მწვანილი ძალიან კარგად იგრძნობს თავს და ორიგინალური და ლამაზი სანახავიც იქნება. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ძველი ჭურჭელი, ჭიქები და ა.შ.
3. თუ ეს საკითხიც გადაჭერით, ახლა დროა იმაზე დაფიქრდეთ, სად უნდა განათავსოთ ეს მწვანილი. მცენარეებს, საერთოდ, ყველაზე ხშირად ფანჯრის რაფაზე ათავსებენ, ასევე გამოგადგებათ ღია თაროები, მთავარია, რომ მცენარეს უხვად ჰქონდეს ბუნებრივი განათება. თუ თქვენი სამზარეულოს მაგიდა იძლევა ამის საშუალებას, არის ფართო და მყარი, შეგიძლიათ რამდენიმე ქოთანი მასზეც განათავსოთ.
4. ყველას არ შეუძლია მწვანილის სახეობების ერთმანეთისგან გარჩევა, მით უმეტეს, რომ ზოგიერთი სახეობა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ამიტომ, ყველა მწვანილის ქოთანს უნდა გაუკეთოთ სათანადო წარწერა, რათა თავიდან აიცილოთ ამასთან დაკავშირებული ნებისმიერი გაუგებრობა. თან, წარწერიანი ქოთანი მეტად ორიგინალურად გამოიყურება, ალბათ, დაგვეთანხმებით.
დაგვიჯერეთ, გამონახეთ ადგილი მწვანილისთვის და თავად ნახავთ, როგორ სიმყუდროვეს მიანიჭებთ თქვენს სამზარეულოს და როგორ იამაყებთ თქვენი პატარა და ორიგინალური ბოსტნით.