"დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ ჩემი ჰობით შეიძლებოდა დამატებითი შემოსავალი მქონოდა. დავიწყე ფოთლოვანი მცენარეების გამრავლებაც"
თბილისის ერთ-ერთ უბანში 200 კვმ-ზე გაშენებული სათბური აღმოვაჩინეთ. კაქტუსების, სუკულენტებისა და სხვა ფოთლოვან მცენარეთა მრავალფეროვნება დავით ფარადაშვილის დამსახურებაა. მისი ყვავილების სათბური ფერადოვნებითა და საინტერესო ჯიშის მცენარეებით გამოირჩევა.
- 11 წლის ვიყავი, როცა მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, ყვავილები გადაგვერგო, მაშინ კაქტუსების მხოლოდ რამდენიმე სახეობა მქონდა. ერთმანეთს ვეჯიბრებოდით და იშვიათ ჯიშებს ვაგროვებდით.
- რამდენი სახეობის კაქტუსი გაქვთ?
- 100-მდე სახეობის, მაქვს იშვიათი ჯიში - ლეხტენბერგია, ის ჯვარედინი
- პილარგონიის სხვადასხვა სახეობა გაქვთ, როგორ უვლით მათ?
- პილარგონიას გამოიყენებენ როგორც პარფიუმერიაში, ასევე მედიცინასა და კულინარიაშიც. მის ფოთლებს ხშირად არომატიზატორებადაც ხმარობენ. არის ვარდისებრი, ხუჭუჭა, თეთრი, წითელი, ვარდისფერი და ასევე გარდამავალი ფერის პილარგონიაც. განაგრძეთ კითხვა
კომენტარები