როგორ მოვაწყოთ ბაღი სახლში ან აივანზე - ძალიან პრაქტიკული რჩევები

ყველა სახლი იმსახურებს ერთ ლამაზ ბაღს. შეიძლება ეს არ იყო გრანდიოზული ეზო, მაგრამ პატარა სამოთხის მოწყობა, სადაც განტვირთვა ყველა ადამიანისთვის ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო იქნება, შეუძლებელი ნამდვილად არ არის. ამჯერად შევეცდებით შემოგთავაზოთ რამდენიმე იდეა, რომელიც შთაგაგონებთ და გიბიძგებთ საკუთარ ეზოში ან თუნდაც აივანზე ლამაზი ყვავილნარის მოწყობას.


ხვიარა მცენარეები
თუ გსურთ, რომ თქვენი აივანი არა მარტო შიგნიდან იყოს ლამაზი და მომაჯადოებელი, არამედ გარედანაც იქცევდეს ყურადღებას, გირჩევთ აქცენტი ხვიარა მცენარეებზე გააკეთოთ. ასე ქუჩაში გამვლელებს შეექმნებათ ილუზია, რომ თქვენ მართლაც სამოთხეში ცხოვრობთ, რაც

თქვენც გაგახარებთ და გამვლელებსაც ესთეტიურ სიამოვნებას მიანიჭებს.


ქოთნების ბაღი
თუ თქვენი აივანი მცირე ზომის არის და არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დიდი ბაღის მცენარეები გაახაროთ, გულს ნუ დაიწყვეტთ, ლამაზი კუთხის მოწყობა ჩვეულებრივი ქოთნის ყვავილებითაც არის შესაძლებელი. ქოთანში ასევე შესაძლებელია არომატული ბალახის მოყვანაც. ქოთნების კედელზე ან აივნის სახელურზე მისამაგრებლად კი შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური სამაგრები ან სქელი მავთული.

ფანჯრის რაფა ლამაზი კომპოზიციით

ფანჯრის რაფა ძალიან მოსახერხებელი ადგილია ყვავილების რთული კომპოზიციის მოსათავსებლად. თუ გსურთ, რომ თქვენი კომპოზიცია ორიგინალურად და ცოტა უჩვეულოდ გამოიყურებოდეს, დაუმატეთ კომპოზიციას დეკორატიული გოგრა ან რაიმე სხვა დეკორატიული ხილი.


ქოთნები, რომლებიც დასვენების დღეებს მოგაგონებთ
ზღვიდან ჩამოტანილი ქვები ძალიან კარაგად დაგეხმარებათ იმაში, რომ საკუთარ აივანზე ხმელთაშუა ზღვის კურორტი მოიწყოთ. გამოიყენეთ ეს ქვები თქვენი ქოთნების გასაფორმებლად და სასიამოვნო მოგონებები მუდამ თქვენი თანმდევი იქნება.


დიდი ზომის მცენარეები
დიდი ზომის მცენარეების ქოთნით აივანზე განთავსება ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა საიმისოდ, რომ თავი ნამდვილ ბაღში წარმოიდგინოთ. ასე ყველაზე პატარა ზომის აივანიც კი უფრო მყუდრო და ნათელი გამოჩნდება. შეარჩიეთ ნებისმიერი მცენარე, რომლის გახარებაც არის შესაძლებელი თქვენი პირობების გათვალისწინებით, განსაკუთრებით ეს ტემპერატურას ეხება.


მფრინავი მცენარეები
დიახ, მცენარეებსაც კი შეუძლიათ ფრენა. ამის გაკეთება რომ მოახერხოთ, საამისოდ განკუთვნილი სპეციალური ინვენტარის შეძენა დაგჭირდებათ, რომელიც კარგად შეინარჩუნებს სინოტივეს. ასეთ ინვენტარში მოთავსებულ ყვავილებს ადვილად დაკიდებთ ჭერში ან კედელზე.


დაწნული კალათები
დაწნული კალათები ძალიან მყუდრო ატმოსფეროს შეგიქმნით ნებისმიერი ზომის და ფორმის აივანზე.


სამზარეულოს ბაღი
ძალიან პატარა ზომის აივანიც რომ გქონდეთ, მაშინც კი მოახერხებთ მწვანილის გახარებას სულ პატარა ზომის თუნუქის ქილებშიც კი, ამის გაკეთება სულაც ფანჯრის რაფაზე არის შესაძლებელი.


ვერტიკალური ბაღი
თუ ძალიან მოინდომებთ, ბაღის გაშენება ვერტიკალურ მდგომარეობაშიც კი არის შესაძლებელი, აივნის კედელზე. ამისთვის ბამბუკის ჯოხები დაგჭირდებათ. ასე თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა კედელზე დაკიდოთ ქოთნები ან სულაც პლასტიკურ ქოთნებში ჩარგული მცენარეები.


ჭურჭელი არა მარტო წვნიანისთვის
ჩვეულებრივი წვნიანის ჭურჭელი შესაძლოა ძალიან დაგეხმაროთ მინი-ბაღის ორგანიზებაში. როგორც ხედავთ, პატარა ზომის მცენარეები ან თუნდაც ბალახი ასეთ ჭურჭელში ძალიან კარგად გამოიყურება.


ცოცხალი კუთხე
ვისაც არ მოსწონს ჩვეულებრივი მცენარეები, მაგრამ მოსწონს მწვანე აივანი, ასეთი ინსტალაცია ძალიან გამოადგება. ჩვეულებრივი პლასტიკური ყუთი და უპრეტენზიო კაქტუსები შესაძლოა მშვენიერ და რაც მთავარია, ძალიან ორიგინალურ კომპოზიციად აქციოთ.


ძველი ავეჯი
ნუ იჩქარებთ ძველი ნივთების გადაყრას, თუ გაქვთ აივანი. გატეხილი თაროები, ძველი ტუმბო ან თუნდაც გატეხილი სკამი მშვენიერ მასალად შეიძლება იქცეს თქვენი ბაღისთვის.


რკინის სათლი
ჩვეულებრივი რკინის სათლი მშვენიერ ქოთნად შეიძლება იქცეს თქვენი ხვიარა მცენარისათვის.


ბოტები თქვენი საყვარელი პეტუნიებისთვის
ძველი რეზინის ჩექმები იდელურად გამოგადგებათ სინოტივის მოყვარული მცენარეების დასარგავად. ასეთი ქოთანი არ გამოუშვებს ნესტს და მშენივრადაც განიავდება. გარდა ამისა, ის უჩვეულოდ და ძალიან ორიგინალურად გამოიყურება.


ჩაიდანი არა მარტო ჩაისთვის
ყველა სახლში არის ისეთი ჩაიდანი, რომელიც გამოსაყენებლად აღარ ვარგა, გაბზარულია ან შელახულია. ნუ იჩქარებთ მათ გადაყრას, თქვენ მშვენიერი ქოთნები გქონიათ.


ხის პალტების სტენდი

ბოლო დროს ხის პალეტები ძალიან ფართოდ გამოიყენება ბაღის დიზაინში. ამ პალეტებით შესანიშნავი ყვავილების სტენდის გაკეთებაა შესაძლებელი ძალიან მარტივად და რაც მთავარია, იაფად.


თითქმის ნამდვილი ბალახი
თუ გინდათ, რომ თქვენი ბაღი ნამდვილ მდელოს დაემსგავსოს, გამოიყენეთ ხელოვნური გაზონი. პლასტიკურ გაზონს შეარჩევთ თუ ტექსტილისას, ეს დამოკიდებულია იმაზე, ღია აივანი გაქვთ თუ დახურული.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები