რამდენიმე პრაქტიკული რჩევა ოთახის მცენარეებისთვის, რომლებიც აქტუალურია წლის ნებისმიერ სეზონზე



როგორ შევუნარჩუნოთ მცენარეებს სიჯანსაღე და სილამაზე


მოკლე დღე, მზის ნაკლებობა, მშრალი ჰაერი და ცივი ტემპერატურა დადებითად როდი მოქმედებს ოთახის მცენარეების მდგომარეობაზე. თითოეული ჯიშისადმი მიდგომა ინდივიდუალურია, ზოგიერთი სახეობა უფრო უხვად მორწყვას მოითხოვს, ზოგიერთისთვის საკმარისია სითხის მცირე რაოდენობა; რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ნიადაგის განაყოფიერება და საკვები ნივთიერებების გარკვეული დონის შენარჩუნებაც. ოთახის მცენარეების მოვლის ცნობილი წესების მიუხედავად, არსებობს რამდენიმე მარტივი და პრაქტიკული რჩევა, რომელიც აქტუალურია წლის ნებისმიერ დროს.

გაუზიარეთ თქვენი ფინჯანი ყავა მცენარეებს

თურმე ყავა იდეალური სასუქია მცენარეებისთვის, ის შეიცავს მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს,
როგორიცაა აზოტი, კალიუმი, კალციუმი და მაგნიუმი. ყავა განსაკუთრებით მდიდარია აზოტით, რომელიც ასტიმულირებს ღეროს ზრდას, აძლიერებს მას და ყლორტებს მდიდარ და ნათელ ფერს ანიჭებს. მოვლის ეს ორგანული და ძალიან მარტივი მეთოდი განსაკუთრებით უხდება ვარდებს, ჰორტენზიას და მაგნოლიას.


არ გადაყაროთ ნაცარი

ნიადაგის გამდიდრების ეს მეთოდი შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ის ნამდვილად ეხმარება ოთახის მცენარეების სიცოცხლის გახანგრძლივებასა და გაჯანსაღებაში. ნაცარი განსაკუთრებით უხდება აგარაკებზე მოყვანილ ხილს. ბუხარში ან მაყალზე დარჩენილი ფერფლი კალციუმის კარბონატის (ცაცხვი) და კალიუმის წყაროა. შეურიეთ მცირე რაოდენობით ნაცარი ნიადაგს, ეს დანამატი შესანიშნავად ჩაანაცვლებს ჩვეულებრივ სასუქს.

მოსარწყავად გამოიყენეთ სახამებლის შემცველი წყალი

ვინაიდან საკვები ნივთიერებების ნაკლებობა განსაკუთრებით მწვავედ ზამთარში იგრძნობა მზის ნაკლებობის გამო, სახამებელი კი იდეალურია გლუკოზის შესანარჩუნებლად, რომლის დეფიციტის დროსაც იწყება ჰიდროლიზის პროცესი - სახამებლის განმეორებითი დაშლა მოლეკულებად; სპეციალური სასუქების ყიდვის ნაცვლად, მორწყვის დროს წყალში გამოიყენეთ კარტოფილის სახამებელი ან მწყალი, რომლიც დაგრჩებათ ამკარონის მოხარშვის შემდეგ, უბრალოდ გააგრილეთ ის და დაუსხით მცენარეს.


კვერცხის ნაჭუჭი

კვერცხის ნაჭუჭი მდიდარია კირით, მრავალმხრივი მინერალით, რომელიც ხელს უწყობს ნიადაგის მჟავიანობის შემცირებას და იძლევა კალციუმს, რომელიც უზრუნველყოფს მცენარეების უხვად კვებას. ნაჭუჭი დააქუცმაცეთ პატარა ნაჭრებად და თანაბრად გაანაწილეთ მთელ ზედაპირზე.

ქოთნის ძირში მოათავსეთ ღრუბელი

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა მცენარეს რეგულარული მორწყვა სჭირდება, ზოგიერთი ჯიში მაინც ცნობილია იმით, რომ წყლის გარეშე უფრო დიდხანს ძლებს. ზედმეტი რისკების თავიდან ასაცილებლად, სანამ მცენარეს ქოთანში გადარგავთ, ძირში მოათავსეთ პატარა ღრუბელი და ზემოდან დააყარეთ მიწა. ღრუბელი შთანთქავს ზედმეტ წყალს და კრიტიკულ სიტუაციებში ფესვები შეძლებენ შენახული ტენის შევსებას.

ინგლისური მარილი

სპეციალური სასუქის დამზადება შესაძლებელია ერთი სუფრის კოვზი ინგლისური მარილის ოთხ ლიტრ წყალში შერევით. აურიეთ და დატოვეთ სითხე რამდენიმე დღის განმავლობაში. ოთახის მცენარეები დიდ სარგებელს მიიღებენ მიღებული მაგნიუმის და სულფატისგან, რადგან კრისტალური ფხვნილი მრავალი მინერალის წყაროა.




დაამატეთ ნიადაგში მარცვლეული

მარცვლეული ადამიანისთვის არა მხოლოდ საკვები ნივთიერებების შესანიშნავი წყაროა. დარჩენილი მარცვლის ნამცეცები ჭამის შემდეგ მოათავსეთ ქოთანში, ზემოდან მოაყარეთ ცოტა მიწა. ეს მცენარეული დანამატი საკმარისი იქნება თქვენი მცენარეების გამოსაკვებად, თუ მას ყოველთვიურად გამოიყენებთ.

მოამზადეთ სასუქი ძმრისგან

ზოგიერთ მცენარეს უყვარს ძმარი, განსაკუთრებით ისეთს, რომელსაც აყვავებული კვირტი აქვს. მჟავა ხელს უწყობს ფესვების სწრაფ ზრდას და ყვავილობის პროცესს. ერთი ჩაის კოვზი თეთრი ძმარი შეურიეთ ლიტრა ნახევარ წყალს და შემდეგ გამოიყენეთ ხსნარი დაახლოებით სამ თვეში ერთხელ. მთავარია არ გადააჭარბოთ მორწყვა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები