ერთ კილოგრამ ციტრუსის (მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, გრეიპფრუტი) ქერქი გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში და დავასხათ სამი ლიტრი თბილი წყალი. მიღებული მასა მოვათავსოთ თავდახურულ შუშის ჭირჭელში, გავაჩეროთ ხუთი დღე სიბნელეში და სითბოში. შემდეგ კარგად ავურიოთ და გავფილტროთ დოლბანდში. მიღებული ნაყენი სწრაფად გადავანაწილოთ ბოთლებში და შევინახოთ ცივ და ბნელ ადგილას, შეიძლება მაცივარშიც.
როდესაც დაგვჭირდება, ავიღოთ 25 გრამი ნაყენი, დავასხათ 2,5 ლიტრი ცივი წყალი, დავამატოთ 10 გრამი სარეცხი საპონი და შევასხუროთ მცენარეს. ათ დღეში გავიმეოროთ.
ირინა ღარიბაშვილი