სად და როგორ განვათავსოთ დიდი ზომის მცენარეები

ოთახის მცენარეების მოყვარულები დაგვეთანხმებიან, რომ პატარა ქოთნის მცენარეებისთვის ადგილის მიჩენა მარტივია, ისინი ადვილად ერწყმიან ოთახის საერთო ინტერიერს. ცოტა ძნელია დიდი ზომის, მაღალი მცენარეების განლაგება. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ასეთი მცენარისთვის ყველაზე ხელსყრელი ადგილი მისაღები, კონკრეტულად კი მისაღების კუთხეა. თუმცა, ჩვენ შევეცდებით დაგარწმუნოთ, რომ ასე სულაც არ არის, შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს, არჩევანი კი თქვენთვის მოგვინდვია.


ცარიელი კუთხე მართლაც იდეალური ვარიანტია დიდი ზომის ქოთნის ყვავილის განსათავსებლად, თუმცა სულაც არ არის აუცილებელი, ეს კუთხე მაინცდამაინც მისაღებში იყოს. მაგალითად, საამისოდ იდეალური ვარიანტი შეიძლება იყოს საძინებელი,

ფართოფოთლებიანი მცენარისთვის საძინებელი იდეალური ადგილია.

იქნებ თქვენი მცენარე აბაზანასაც მოუხდეს? ვერ ბედავთ?

ნუ შეშინდებით, სცადეთ. გარწმუნებთ, მწვანე ფერი თქვენი სახლის ნებისმიერ ადგილს დაამშვენებს და გაახალისებს. 

ასევე ეფექტურად შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ მიზნისთვის წიგნების ზედა თარო, თუ ის ძალიან ახლოს არ არის ჭერთან. ან თუნდაც იატაკზე დადგმული თაროები. ახლა ეს ადგილი სულაც არ არის ისეთი მოსაწყენი, როგორიც აქამდე იყო.


თუ სახლში მაღალი ჭერი გაქვთ, რაც მართალია, ოთახს ფართოს აჩენს, თუმცა მრავალ აუთვისებელ ადგილსაც აჩენს, გირჩევთ მხვიარა მცენარეების გამოყენებას, ჩამოკიდეთ ისინი ზემოთ და თქვენ სახლს სიმყუდროვე ერთიორად მოემატება.


ძალიან მოსახერხებელია დიდი მცენარეების ფანჯარასთან დადგმა. გარდა იმისა, რომ ეს იდეალური ადგილია ნებისმიერი ყვავილისთვის იმიტომ, რომ აქ მცენარეს უხვად აქვს შუქი, შესაძლოა ფარდის საჭიროებაც კი აგარიდოთ თავიდან.


პრობლემური არის ხოლმე ფართოფოთლებიანი ყვავილისთვის ადგილის მიჩენა. ბევრს ნუ იფიქრებთ, ის თქვენს კომოდზე მოათავსეთ. ან სულაც ბუხართან. ასევე მოუხდება თქვენს სამზარეულოს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები