ოთახის კარის არჩევისას რომ არ შეცდეთ - აუცილებლად წაიკითხეთ ეს რჩევები!

თაკო თაბუკაშვილის რჩევები

თუ მკითხავთ, რემონტის დროს რისი არჩევა იყო ჩემთვის ყველაზე რთული, არც დავფიქრდები პასუხის გასაცემად - შიდა კარი.
რატომ? არჩევანი უსაზღვროდ დიდია და დამაბნეველი. საჭიროა რამდენიმე კონპონენტი ერთდროეულად დაემთხვეს ერთმანეთს. ხარისხი, ფერი, ზომა... ამ თანხვედრის მოძებნას კი მთელი 3 თვე მოვანდომე.

კარის ზომა
 რემონტის დროს კარი ყველაზე ბოლოს მონტაჟდება, ამიტომ მის ყიდვას წინასწარ ნუ იჩქარებთ, თუმცა თავიდანვე განსაზღვრეთ მისი ზომები. კონსულტაცია გაიარეთ მონტაჟის ხელოსნებთან, რა ზომის უნდა იყოს კარის გული და რა ზომა - მისი ღიობი. ამ ეტაპზე ბაზარზე

ორი ვარიანტია: ან იყიდოთ მზა კარი ან დაამზადებინოთ.


მზა კარის გულის სტანდარტული ზომები სიგანეში ასეთია ; 90 სმ, 80 სმ, 70 სმ, ამიტომ თუ სტანდარტული ზომის ღიობი არ გაქვთ, მაშინ თქვენ კარი უნდა შეუკვეთოთ, ვინაიდან ქარხნული კარი სიგრძეში თითქმის ყველა მოდელი იჭრება, სიგანეში მხოლოდ ერთეულები. ქარხნული ერთი კარის მოდელის მონტაჟი 50- 70 ლარი ღირს, ამას ემატება ტრანსპორტირების ხარჯი 25 -30 ლარი, თუ გადაჭრა გჭირდებათ სიგრძეში - 20 ლარი ( ან მოლაპარაკების დროს შედის მონტაჟის ფასში.) რიგ შეთხვევაში ქარხნულ კარს " პეტლები" და საკეტი არ მოყვება, ან უხარისხოა. ამიტომ ეს ხარჯიც გაითვალისწინეთ 50 -80 ლარი. თუ თქვენი კარის ღიობის სიგანე ფართოა და მას დამატებითი შეფუთვა სჭირდება, ხარჯს ესეც ზრდის 20 -50 ლარამდე. ახლა ეს ყველაფერი დააჯამეთ და გამოვა რომ მაღაზიაში შეძენილი 250 ლარიანი კარი საშუალოდ 400 ლარამდე დაგიჯდებათ.
რაც შეეხება მზა კარის წარმომავლობას. შეხვდებით ჩინურს, თურქულ, იშვიათად ევროპულს, უკრაინულ და რუსულ მდფ-ის კარებებს.( პ.ს. ჩემთვის ჩინური კარი ცალსახად, ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა , თუმცა ხელოსნებთან გავლილი კონსულტაციის შემდეგ, დამარწმუნეს, რომ ჩინურიც შესაძლოა შეარჩიოთ საშუალო და კარგი ხარისხის. სამაგიეროდ დამიწუნეს ე. წ. რუსული და უკრაინული წარმოების კარი. ამიხსნეს რომ, მისი სწორად მონტაჟი ძალიან რთულია რადგან ე. წ. "ნალიშნიკი" ძალიან თხელი აქვს და თავად კარი მორჩენილი საავეჯე მასალით არის დამზადებულიო. ამით არაფერს ვამტკიცებ, შესაძლოა ვცდებოდე, თუმცა მაინც საჭიროდ ჩავთვალე ეს მოსაზრებაც გამეზიარებინა თქვენთვის. )
გამოუცდელმა მყიდველმა რომ მეტ ნაკლებად ხარისხიანი კარი შეარჩიოს, გაითვალისწინეთ, კარის მდფ-ის სისქე მინიმუმ 4-6 მმ უნდა იყოს. კარი არც ძალიან მძიმეა რეკომენდირებული და არც ძალიან მსუბუქი. მისი საშუალო წონა 15-20 კგ. უნდა იყოს, მეტი სიმძიმე პეტლებს დააზიანებს და ადვილად დეფორმირდება. ზედმეტად მსუბუქი კარი კი მიანიშნებს, რომ მის გულში სიცარიელეა ე. წ. (დუტია). რეკომენდირებულია კარის სისქე 4,5 სმ იყოს.



შეკვეთით  დამზადებული კარი

 სიტუაციას მომზადებულები რომ შეხვდეთ, იცოდეთ ზუსტად ერთნარი ზომისა და პარამეტრების კარის დამზადებაში ერთმა ხელოსანმა შესაძლებელია 350 ლარი მოგთხოვოთ მეორემ 500, მესამემ 700. ამიტომ კონსულტაცია მინიმუმ სამ ხელოსანთან მაინც გაიარეთ. დავიწყოთ შეღებილი მდფ-ით. (პ. ს. შეღებილი მდფ მხოლოდ ღია ფერებში დაამზადებინეთ, რადგან ყავისფერიც კი პლასმასის კარს გავს.თითოეული კარის ხარისხსა და ფასს შპონი და მდფ-ის სისქე განსაზღვრავს, თითქმის ყველა კარს კი გულში ე. წ. "გარმოშკა" უმონტაჟდება.

დაიმახსოვრეთ:
1. შეღებილი მდფ ( ამერიკული ქარხნული შპონით ) მისი მდფ-ის სისქე 3მმ. მოტანით და მონტაჟით მისი ფასი 450 ლარია, ამ ფასში არ შედის პეტლებისა და საკეტის ფული.
2. შეღებილი მდფ -ი უსახო, მისი სისქე 4-6 მილიმეტრია, ფასი 550 ლარი + საკეტისა და პეტლების ხარჯი.
3. და ბოლოს მდფ-ის ბუნებრივი შპონის კარი (კაკალი, წაბლი თუ ა. შ. ) მისი სისქეც 4 მმ-დან და ზევით . ამ კარის ფასი 750 ლარიდან იწყება და მის ფასს კარის ზომაც განსაზღვრავს. ხარჯს კი საკეტისა და პეტლების ფასი ემატება.
გადავიდეთ კარის ტონალობებზე, მისი შერჩევა ძალიან რთულია, თუმცა პატარა რჩევები აქაც მაქვს, თუ თქვენი კარის ღიობი შედარებით დაბალია 2 მეტრიდან - 2, 10 მეტრამდე მუქ ტონალობას ნუ გამოიყენებთ კარის სიდაბლეს გამოკვეთავს. 90 სანტიმეტრზე მეტი სიგანე კი კარს მსუქანსა და უშნოს აჩენს. თუ ოთახში ერთდროულად თავს რამდენიმე კარი იყრის, შეეცადეთ ერთ ზომის, ფორმის და ფერის იყოს სიმეტრიისთვის, მოერიდეთ მუქ ტონალობას თორემ ოთახში შესულებს, ავეჯის ნაწვლად თვალში მუდამ კარი მოგხვდებათ.


 


ზოგადი რჩევები:
• ერთია ხარისხიანი კარის ყიდვა, მეორეა ხელოსნის პოვნა, რომელიც მას კარგად დააყენებს. ცუდად დაყენებული კარი მალე ფუჭდება. როგორ შევამოწმოთ, ხელოსანმა კარგად დააყენა თუ არა კარი? მონტაჟის შემდეგ ის არ უნდა ედებოდეს იატაკს, კარის ჩარჩოს, უნდა იკეტებოდეს თავისუფლად და რაც მთავარია, გაღების შემდეგ უნდა ფიქსირდებოდეს იმ ადგილზე, სადაც გადაწყვეტთ, რომ კარი გაჩერდეს. თუ ის ბოლომდე გაიღო ან პირიქით, დაიკეტა, ესე იგი ცუდი დამონტაჟებულია.


• ხშირ შემთხვევაში, ხელოსნები კარის დამზადებას 2 თვეც კი უნდებიან, ( რა თქმა უნდა ყველა არა). საშუალოდ 2 შეღებილი მდფ-ის კარის დამზადებას 5 დან 7 დღემდე სჭირდება. "დაშპონილი" მდფ-ის კარისას კი - 7დან - 10 დღემდე. ასე რომ ხელოსნებს თავს ნუ მოატყუებინებთ.
• ნუ იყიდით წინასწარ პეტლებსა და საკეტებს, უმჯობესია ის ხელოსანთან ერთად შეარჩიოთ, სხვადასხვა კარს სპეციფიური პეტლები სჭირდება.
• სანამ ფერზე ჩამოყალიბდებით, რა თქმა უნდა, გაიარეთ მაღაზიებში, რეალურად ნახეთ, როგორ გამოიყურება ამ თუ იმ ფერის კარი და შპონი. ინტერიერთან კარი ფერის შეხამებაში კი დაიხმარეთ ინტერნეტი, სადაც უამბრავი ორიგინალური იდეისა თუ ფერის კარის ნახვა შეგიძლიათ.

კომენტარები

სოფიკო კოპალეიშვილი 2021-07-13 10:19
საჭირო რჩევებია გმადლობ.
მე ძველებური , სრულიად საღი,დაუზიანებელი,პრიალა ლაქით დაფარული ,ხის შიდა კარები მაქვს რომელსაც,ძალიან მინდა ახალი სიცოცხლე შევძინო????
მირჩიეთ როგორ?!????????
gaga 2020-08-08 18:10
სახლს შიგნით კარი რად უნდა ვის ემალებით. გამოჭერით ლამაზად თაღები და ჩამოკიდეთ ფარდები!
აჩიკო 2019-01-08 20:06
გაიხარე კარგი რჩევებია. მადლობა
მაკა 2018-07-07 02:10
მადლობის მეტი რა მეთქმის ასეთი პრაქტიკული და დაწვრილებითი რჩევისთვის
იოსები 2018-03-16 19:11
კარგი რჩევებია ,სწორედ ეხლა ვაპირებ კარის შერჩევას

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები