ოთახის კარის არჩევისას რომ არ შეცდეთ - აუცილებლად წაიკითხეთ ეს რჩევები!

თაკო თაბუკაშვილის რჩევები

თუ მკითხავთ, რემონტის დროს რისი არჩევა იყო ჩემთვის ყველაზე რთული, არც დავფიქრდები პასუხის გასაცემად - შიდა კარი.
რატომ? არჩევანი უსაზღვროდ დიდია და დამაბნეველი. საჭიროა რამდენიმე კონპონენტი ერთდროეულად დაემთხვეს ერთმანეთს. ხარისხი, ფერი, ზომა... ამ თანხვედრის მოძებნას კი მთელი 3 თვე მოვანდომე.

კარის ზომა
 რემონტის დროს კარი ყველაზე ბოლოს მონტაჟდება, ამიტომ მის ყიდვას წინასწარ ნუ იჩქარებთ, თუმცა თავიდანვე განსაზღვრეთ მისი ზომები. კონსულტაცია გაიარეთ მონტაჟის ხელოსნებთან, რა ზომის უნდა იყოს კარის გული და რა ზომა - მისი ღიობი. ამ ეტაპზე ბაზარზე

ორი ვარიანტია: ან იყიდოთ მზა კარი ან დაამზადებინოთ.


მზა კარის გულის სტანდარტული ზომები სიგანეში ასეთია ; 90 სმ, 80 სმ, 70 სმ, ამიტომ თუ სტანდარტული ზომის ღიობი არ გაქვთ, მაშინ თქვენ კარი უნდა შეუკვეთოთ, ვინაიდან ქარხნული კარი სიგრძეში თითქმის ყველა მოდელი იჭრება, სიგანეში მხოლოდ ერთეულები. ქარხნული ერთი კარის მოდელის მონტაჟი 50- 70 ლარი ღირს, ამას ემატება ტრანსპორტირების ხარჯი 25 -30 ლარი, თუ გადაჭრა გჭირდებათ სიგრძეში - 20 ლარი ( ან მოლაპარაკების დროს შედის მონტაჟის ფასში.) რიგ შეთხვევაში ქარხნულ კარს " პეტლები" და საკეტი არ მოყვება, ან უხარისხოა. ამიტომ ეს ხარჯიც გაითვალისწინეთ 50 -80 ლარი. თუ თქვენი კარის ღიობის სიგანე ფართოა და მას დამატებითი შეფუთვა სჭირდება, ხარჯს ესეც ზრდის 20 -50 ლარამდე. ახლა ეს ყველაფერი დააჯამეთ და გამოვა რომ მაღაზიაში შეძენილი 250 ლარიანი კარი საშუალოდ 400 ლარამდე დაგიჯდებათ.
რაც შეეხება მზა კარის წარმომავლობას. შეხვდებით ჩინურს, თურქულ, იშვიათად ევროპულს, უკრაინულ და რუსულ მდფ-ის კარებებს.( პ.ს. ჩემთვის ჩინური კარი ცალსახად, ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა , თუმცა ხელოსნებთან გავლილი კონსულტაციის შემდეგ, დამარწმუნეს, რომ ჩინურიც შესაძლოა შეარჩიოთ საშუალო და კარგი ხარისხის. სამაგიეროდ დამიწუნეს ე. წ. რუსული და უკრაინული წარმოების კარი. ამიხსნეს რომ, მისი სწორად მონტაჟი ძალიან რთულია რადგან ე. წ. "ნალიშნიკი" ძალიან თხელი აქვს და თავად კარი მორჩენილი საავეჯე მასალით არის დამზადებულიო. ამით არაფერს ვამტკიცებ, შესაძლოა ვცდებოდე, თუმცა მაინც საჭიროდ ჩავთვალე ეს მოსაზრებაც გამეზიარებინა თქვენთვის. )
გამოუცდელმა მყიდველმა რომ მეტ ნაკლებად ხარისხიანი კარი შეარჩიოს, გაითვალისწინეთ, კარის მდფ-ის სისქე მინიმუმ 4-6 მმ უნდა იყოს. კარი არც ძალიან მძიმეა რეკომენდირებული და არც ძალიან მსუბუქი. მისი საშუალო წონა 15-20 კგ. უნდა იყოს, მეტი სიმძიმე პეტლებს დააზიანებს და ადვილად დეფორმირდება. ზედმეტად მსუბუქი კარი კი მიანიშნებს, რომ მის გულში სიცარიელეა ე. წ. (დუტია). რეკომენდირებულია კარის სისქე 4,5 სმ იყოს.

  • წინა

კომენტარები

სოფიკო კოპალეიშვილი 2021-07-13 10:19
საჭირო რჩევებია გმადლობ.
მე ძველებური , სრულიად საღი,დაუზიანებელი,პრიალა ლაქით დაფარული ,ხის შიდა კარები მაქვს რომელსაც,ძალიან მინდა ახალი სიცოცხლე შევძინო????
მირჩიეთ როგორ?!????????
gaga 2020-08-08 18:10
სახლს შიგნით კარი რად უნდა ვის ემალებით. გამოჭერით ლამაზად თაღები და ჩამოკიდეთ ფარდები!
აჩიკო 2019-01-08 20:06
გაიხარე კარგი რჩევებია. მადლობა
მაკა 2018-07-07 02:10
მადლობის მეტი რა მეთქმის ასეთი პრაქტიკული და დაწვრილებითი რჩევისთვის
იოსები 2018-03-16 19:11
კარგი რჩევებია ,სწორედ ეხლა ვაპირებ კარის შერჩევას

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები