ფლორისტებმა კარგად იციან თითოეული ყვავილის მახასიათებლები და შეუძლიათ, ბევრი რამ შეაფასონ თვალით. მაგრამ რა ვქნათ ჩვენ? რა ნიუანსებს უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ საჩუქრად ან სახლისთვის ლამაზი თაიგული შევიძინოთ?
მთავარი კრიტერიუმი, რომელზეც ყურადღებას ვამახვილებთ ყვავილების არჩევისას, არის სიახლე. ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ ასეა, ყველაფერი ამით იწყება, ყვავილი უნდა იყოს ახალი და ნორჩი.
ყვავილის ესთეტიკა დიდწილად დამოკიდებულია კვირტზე. დაქუცმაცებული ფურცლები, ლაქები, გამხმარი კიდეები, დეფორმაციები, უსიამოვნო სუნი - ეს ყველაფერი აქვეითებს ყვავილის ხარისხს.

დარბილებული, დაჭყლეტილი ღეროები აშკარა ნიშანია იმისა, რომ ყვავილს რაღაც სჭირს,
თაიგულის შერჩევის დროს თქვენი ინტუიცია არის მთავარი კრიტერიუმი. უბრალოდ შეხედეთ ყვავილს და ჰკითხეთ საკუთარ თავს - მოგწონთ?
პასუხი განაპირობებს არჩევანს. ყველაზე გავრცელებული ყვავილებია:
მიხაკი
თაიგულის შრჩევისას ბევრი ადამიანი მაშინვე ფიქრობს კლასიკურ წითელ მიხაკზე, მაგრამ მსოფლიოში ბევრი სხვადასხვა ფერის მიხაკია. მიხაკებს აქვს ძალიან აყვავებული და ფუმფულა კვირტი და დელიკატური არომატი. ეს ყვავილი მშვენივრად გამოიყურება როგორც ცალკე, ისე სხვა ყვავილებთან ერთად, ამავდროულად ის ძალიან გამძლეა.
მატიოლები და ფრეზია

ამ მცენარეს აქვს მოტკბო არომატი, მაგრამ ამავე დროს ჰაეროვანი, მინდვრის მსგავსი და შეუმჩნეველი. არომატის კუთხით ასევე გამოირჩევა ფრეზია - მათ არომატს დიდი ხანია აფასებენ პარფიუმერები მთელს მსოფლიოში. ფრეზია ასევე გამოირცევა გამძლეობითა და სინაზით. მათი თხელი, მოწესრიგებული ტოტები ძალიან ჰარმონიულად გამოიყურება ლამაზ და ელეგანტურ ლარნაკში.
ვარდი

საუკეთესო არჩევანი კომპოზიტური თაიგულებისთვის
თუ ვსაუბრობთ კომპოზიციურ თაიგულებზე, მაშინ იდეალურია, თუ ბაზა დაფუძნებულია სპრეის პეონის ვარდებზე. მიხაკებთან, ეუსტომებთან ან ევკალიპტის ტოტებთან ერთად იბადება ნამდვილი სილამაზე.

ჰორტენზია
მშვენიერია, როცა თაიგულში ჰორტენზიაა, რადგან ის მატებს ბრწყინვალებას, ძალიან ეფექტურად გამოიყურება რბილი, პასტელის ფერის ჰორტენზია, თუმცა ეს პირადი გემოვნების საკითხია.