როგორ განვაახლოთ სახლი რემონტის გარეშე

თუ ახალ ბინაში გადახვედით და გსურთ ინტერიერის გადახალისება რემონტისა და დიდი ბიუჯეტის გარეშე, მაშინ ეს სტატია უნდა წაიკითხოთ.
მაშინც კი, თუ ქირით გადადიხართ, ალბათ გექნებათ სურვილი რამე შეცვალოთ, გადაახალისოთ და თქვენ გემოზე მოაწყოთ. დარწმუნებულუი ვართ, ამის გაკეთება რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად გინდათ. შემოგთავაზებთ რამდენიმე იდეას, რომელიც დაგხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებში და ინტერიერის რემონტის გარეშე გადახალისებაში.

სამზარეულოში ეგრეთ წოდებული "წინსაფრის" (სამზარეულოს კარადისა და ნიჟარის უკანა კედლის) შეცვლა ძირფესვიანად შეცვლის თქვნს ინტერიერს.
თუ სამზარეულოში კაფელი ონკანთან და გაზქურასთან უიმედოდ არის შელახული, მარტივ

გამოსავალს შემოგთავაზებთ, შეღებეთ ის შესაბამისი ეპოქსიდის საღებავით. დაგვერწმუნეთ, შედეგად ძალიან იაფად მიიღებთ განახლებულ თანამედროვე დიზაინს.


ამ სტატიაში ხშირად დაგვჭირდება წებოვანი სპეციალური ლენტის ხსენება, რომელიც ძალიან ეფექტურია ინტერიერის გასახალისებლად. განსაკუთრებით აქტუალურია უჟანგავი ალუმინისფერი ეს მასალა, რომელიც მთლიანად გადაასხვაფერებს თქვენი სახლისა თუ ოთახის დიზაინს. თუ თქვენ არ გსურთ კაფელის გადაღებვა, შეგიძლიათ ამ ხერხს მიმართოთ, კაფელს ასეთი ლენტი გადააწებოთ.


თუ თქვენი სამზარეულოს კარადებმა დაკარგეს პირვანდელი სახე, რაც ხშირად ხდება ხოლმე, და ვერ ახერხებთ ახლის ყიდვას, გულს ნუ გაიტეხთ, ამ პრობლემის მოგვარებასაც ძალიან მარტივად შეძლებთ, უბრალოდ, გადაღებეთ ისინი.
და თქვენს ყურადღებას ისევ წებოვან ლენტაზე შევაჩერებთ, სურათზე კარგად ჩანს, როგორი ეფექტურია მისი გადაკვრა თუნდაც კარადაზე, ამ შემთხვევაში უპირატესობა თეთრ ფერს აქვს მინიჭებული.


რამდენიმე რჩევას მოგცემთ სამზარეულოს ზედაპირის გასაახლებლადაც. შესაძლებელია საამისოდ ცემენტის გამოყენება. ეს არ არის მარტივი ხერხი, თუმცა, დაგვეთანხმებით, შედეგი შთამბეჭდავია. ისევ და ისევ შეგვიძლია ალუმინის ფერის წებოვანი ლენტის გამოყენება.
ასეთი ლენტი ძალიან ეფექტურია ტექნიკის განსაახლებლადაც, შეგიძლიათ გამოიყენოთ იზოლაციური ლენტიც, რომელთა ფერების შერჩევაც თავად შეგიძლიათ.

ასევე შეგიძლიათ იატაკის დროებით შეცვლა, განსაკუთრებით, თუ ნაქირავებ ბინაში ხართ. შეგიძლიათ, ლინოლეუმი გამოიყენოთ, ან იატაკის სპეციალური დროებითი საფარები, რომლებიც იყიდება და ზოგი მისაწებებელიც არის. 

არსებობს ვინილის ფილები, რომლებიც არა მხოლოდ კედლებისა და ჭერისთბის, ასევე იატაკისთვისაც გამოდგება. შეგიძლიათ, ფილებს ზემოდან წებოვანი ლენტი გადაავლოთ, მეტი პრაქტიკულობისთვის და გარეგნულ იერსაც არ დაკარგავს. 

ასევე შეგიძლიათ გააახლოთ ტექნიკა, მაგალითად, სარეცხის მანქანა. შეგიძლიათ, ჩვეულებრივი იზოლენტით შეუცვალოთ მას იერსახე და გაახალისოთ. 

 

კომენტარები

neli 2016-02-02 20:19
sad sheidzleba am lentis shedzena?zusti dasaxeleba rogoraa?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები