"არ მიანდოთ რემონტი შინაურს" - გამოცდილი რჩევები, თუ როგორ გავაკეთოთ რემონტი იაფად



"გულახდილი რჩევა პირადი გამოცდილებიდან - ნუ დაავალებთ სარემონტო სამუშაოების შესრულებას "შინაურს", გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ,

გაგეწელებათ დროში, საყვედურს ვერ ეტყვით და ურთიერთობასაც გაიფუჭებთ. აი რჩევების მისაღებად კი იდეალური დასაყრდენია"… - ამბობს - მარიამ ქემაშვილი... მან ბინა მთლიანად თვითონ მოაწყო და თავის გამოცდილებას მსურველებსაც უზიარებს, ვისაც რემონტის დროს თანხების დაზოგვა სურს...


- ჩემი სახლი ე.წ. "დეესკას" პროექტია... ნეტავ შავი კარკასი ყოფილიყო-მეთქი, ვნატრობდი, როდესაც რემონტი დავიწყე. ამორტიზირებული იყო ელ.გაყვანილობა,

სანტექნიკა, ძველი ხის იატაკი სრულიად დაზიანებული და კედლებზე შპალერის ნარჩენები. შესაბამისად მომიწია ამ ყველაფრის დემონტაჟი,
რამაც საკმაოდ დრო

წაიღო და რა თქმა უნდა ხარჯებიც გაზარდა. სახლის რემონტმა შეიძლება ითქვას "პრაქტიკოს მშენებლად" მაქცია, განათლების გარეშე. თავად ვიყავი დიზაინერი და

პროექტანტი, რადგან არსებული დაგეგმარება შევცვალე. ვისაც სურს რემონტი იაფად, სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას...





პირველ რიგში ზუტად განსაზღვრეთ რა მასშტაბის სარემონტო სამუშაოები ესაჭიროება თქვენს სახლს. ე.წ. კოსმეტიკური რემონტი, ცალკეული ოთახის, თუ

სრული რეკონსტრუქცია. გამოიყენეთ ინტერნეტ რესურსები, გამოკითხეთ  ახლობლები ვინც ახლახანს გააკეთა რემონრტი, დაიხმარეთ ნაცნობი მშენებლები.

ხშირ შემთხვევაში კედლების/იატაკის განახლება + ინტერიერის შეცვლა სრულებით საკმარისია, ახალ სიცოცხლეს და კომფორტს უბრუნებს გარემოს. ჩათვალეთ თუ

სწორად ჩამოყალიბდებით, თქვენი ხარჯები უკვე შემცირებულია.





მეორე ეტაპია - ფასები დაადგინეოთ თავად. მოიარეთ სამშენებლო მაღაზიები და ჩამოწერეთ ფასები, გადაამოწმეთ რაიმე აქციები ხომ არ ააქვთ უახლოეს მომავალში,

მოითხოვეთ ინდივიდუალური ფასდაკლება, თქვენ მას აუცილებლად მიიღებთ! საქმის გასამარტივებლად გირჩევთ შეიძინოთ "სამშენებლო რესურსების ფასთა

კრებული", რაც ზუსტ ინფორმაციას მოგცემთ ბიუჯეტის განსასაზღვრად. ისარგებლეთ ინტერნეტ განცხადებებით, რომ გაიგოთ რა დაგიჯდებათ ხელოსნის

მომსახურება, შემდეგ კი თავად შესთავაზეთ თქვენი ფასი (არსებული რეალობიდან გამომდინარე), არა აქვს მნიშვნელობა დაგჭირდებათ ერთი ადამიანი თუ ჯგუფი.

ვინ გამირემონტებს? - გულახდილი რჩევა პირადი გამოცდილებიდან - ნუ დაავალებთ სარემონტო სამუშაოების შესრულებას "შინაურს", გაცილებით ძვირი

დაგიჯდებათ, გაგეწელებათ დროში, საყვედურს ვერ ეტყვით და ურთიერთობასაც გაიფუჭებთ. აი რჩევების მისაღებად კი იდეალური დასაყრდენია. თუკი ასეთი

არავინ არის თქვენს გარშემო, უამრავი სამშენებლო კომპანია, რომელიც სრულებით უსასყიდლოდ გაგიწევთ კონსულტაციას, რა როგორ გააკეთოთ.

რაზე დაზოგოთ და რაზე არა თანხები? - არვითარ შემთხვევაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა სანტექნიკის მოწყობილობების და ელექტრო გაყვანილობის ხარჯზე.

პირველი და უმთავრესი საშიშია უსაფრთხოებისათვის, თან იაფასიანი მოწყობილობები იოლად გამოდის მწყობრიდან, რაც უახლოეს მომავალში თქვენი

ხარჯების გაორმაგების საფრთხეა.





დაზოგეთ ინტერიერის დეკორაციაზე. ძვირადღირებული შპალერი ჩაანაცვლეთ საღებავით. ადვილად იწმინდება, თან შეგიძლიათ კედლის სტიკერებით ყველა

ოთახს საოცარი სიმყუდროვე შეუქმნათ. თუკი ძველი შპალერი/საღებავი გარკვეულ ნაწილშია დაზიანებული განაახლეთ ადგილობრივად სხვა ფერით/დიზაინით.

საერთო ჯამში ლამაზი რომ იყოს იგივე დეკორაცია კედლის რამოდენიმე ადგილზე გამოიყენეთ. ასევე შეგიძლიათ დაფაროთ ახალი თაროებით, ნახატით, ფოტოებით.

თუ სახლი ისეთი პატრაა როგორიც ჩემი ( სულ 50 მ2ია), კედლები ნათელ პასტელის ფერებში გადაწყვიტეთ, მასიური ავეჯის ნაცვლად კედლის ჩასაშენებელი თაროები გამოიყენეთ და სარკეები.

ავეჯის შეძენის ნაცვლად ძველი განაახლეთ - გამოუცვალეთ ზედაპირი, დაზიანებული სახელურები, საკეტები. რესტავრაცია გაცილებით იაფია, ან თავადაც

შეგიძლიათ ინტერნეტში ისწავლოთ. იგივე პრინციპი ვრცელდება კარ-ფანჯარაზე. თუკი ძველის შეკეთება შეუძლებელია, ეტაპობრივად შეიძინეთ აუცილებელი

საჭიროებიდან გამომდინარე. ტექნიკის შეძენისას აუცილებლად გამოიკითხეთ რამდენ ელექტრო ენერგიას მოიხმარს, აუცილებელია ქონდეს A+, რაც ეკონომიური

მოხმარების მაჩვენებელია.







რომ შევაჯამოთ
1. გჭირდებათ დიზაინ-პროექტი
2. ხარჯთაღრიცხვა
3. არ დაზოგოთ უსაფრთხოებაზე
4. არ დაიქირავოთ ნათესავები და "ყველაფრის ოსტატები"
5. ბევრი რამის გაკეთება თავად შეგვიძლია, არ დაიზაროთ და გამოიყენეთ ინტერნეტ გვერდები.
მანანა გაბრიჭიძე

კომენტარები

ნათია 2017-08-13 17:22
ზურაბ, პინტერტესტზე რა იპოვეთ განსხვავებული? ძალიან ლამაზი ბინაა, ამ ადამიანს მოსწონს თავისი გარემო. ეს გესლი და აგრესია რა საჭიროა? უკეთესი თქვენ გააკეთეთ გაგვიზიარეთ.
თბილისელი 2017-08-04 23:27
ფერების შემთხვევაში ვეთანხმები. პატარა ბინას ნათელი და თბილი ფერები უხდება,თუმცა დანარჩენი მასალის (გიფსოკარდონის და ლამინატის სუნთქვას მე
ხე და მინა მირჩევნია.
ზურაბი 2017-07-11 16:26
გიფსოკარდონის, ლამინანტის უშინაარსო,უგემოვნო და ზედაპირული სტილი.სახლს უნდა ჰქონდეს სული....ეს პატარა ფოტოები ბრუკლინის ხიდით არ არის საკმარისი იმის ხაზგასასმელად,რომ დიასახლისი თანამედროვეა.აითვისეთ პინტერესტი,გაოცდით და გაცდით ამ სტანდარტულ უგემოვნობას.
ლალუკა 2017-07-09 09:38
გამოვცადეთ შინაური ხელოსანი უკვე, სადაც დაგეგმილი გვქონდა ჩამრთველები, იქით გვბრძანებლობდა, აქ რად გინდათ, აქ რა საჭიროა, პარკეტი დაგვიგო დღესაც კისერს ვიტეხავთ, იმდენი კაბელი დახარჯა 60 კვ.მ 5 სახლს ეყოფოდა, სამაგიეროდ ტავის სახლში გამოიყენა ჩვენი კაბელი, ასე რომ 100% იანია ეს ადამიანი
ნინი 2017-07-07 11:33
"ნეტავ შავი კარკასი ყოფილიყო-მეთქი, ვნატრობდი", ზუსტად ეგ ვინატრე, მარიამ. ორი კვირა დაგვჭირდა, სანამ შავ არკასზე დავიყვანეთ :( ძალიან კარგი რჩევებია, მადლობა :*

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები