თუ შპალერის შეცვლა გადაწყვიტეთ, ჯერ კედლები ძველისგან უნდა გაათავისუფლოთ. ამისთვის კი დაგჭირდებათ: ღრუბელი და ცხელი წყალი. რომლითაც კედლებს დაასველებთ. ცოტა გაისარჯეთ და შპალერი თავისით ჩამოსძვრება კედელს.
შპალერის შეძენისას დარწმუნდით, რომ ყველა რულონი ერთი პარტიისა. სტანდატული რულონი დაახლოებით 10 მეტრია სიგრძეში და 53 სმ - სიგანეში. თუ შპალერის ქვეშ ქაღალდის გაკვრა გაქვთ გადაწყვეტილი, გირჩევთ, ის ჰორიზონტალურად გააკრათ, რათა ნაწიბურები არ გამოიკვეთოს.
შპალერის გაკვირის წინ გასათვალისწინებლი რჩევები:
- გამოიტანეთ ყველა ავეჯი ოთახიდან. იატაკზე დააფინეთ პოლიეთილენის პარკი, რათა იატაკი დაიცვათ წებოს, საღებავის და ბათქაშისგან.
- თუ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ კარ-ფანჯარა და ჭერი შეღებოთ, ეს სამუშაო შპალერის გაკვრამდე შეასრულეთ.
- მოაცილეთ კედლებს ძველი შპალიერი.
- თუ კედლებზე არის ბზარი ან ნატეხები, შეაბათქაშეთ.
- იმისათვის, რომ კედელს შპალერი უკეთესად მიეკროს, კედელს წებოს ხსნარის თხელი ფენა გადაუსვით.
- დარწმუნდით, რომ კედელი სუფთა და მშრალია.
- შეამოწმეთ შპალერის ნომერი. ყველა იდენტური უნდა იყოს.
- შპალერის ტიპის მიხედვით გამოიყენეთ ან ჩვეულებრივი წებო, ან სპეციალური. ყველა შპალერს აწერია მისთვის სასურველი ხარისხის წებო.
- წებო თანაბრად გადაუსვით შპალერს და გადაახვიეთ 2/3:1/3. რომ შემდეგ მსუბუქად ჩამოუშვით. აკონტროლეთ, რომ ყველა შპალერს თანაბარი რაოდენობის წებო წაესვას.
- თუ ნახატიანი შპალერი გაქვთ, ორი რულონი ერთდროულად დაამუშავეთ წებოთი. ეცადეთ, შპალერი ისე მიაკრათ, რომ ერთი შპალერის ნახატი არ ასცდეს მეორე შპალერის ნახატს. ან მისი იდეალური გაგრძელება გახდეს.
საიდან დავიწყოთ შპალიერის გაკვრა?
კედელი მზადაა, შპალიერი - მომზადებული. მაგრამ რომელი მხრიდან უნდა დავიწყოთ გაკვრა?
ფანჯრიდან, ანუ ყველაზე ნათელი წერტილიდან. თუ ჭერის პლინთუსის გაკვრას აპირებთ, ჭერიდანვე მიაკარით შპალერი, თუ არა, 5 სმ მაინც დააშორეთ ჭერიდან.
შპალერი კედელზე სპეციალური, უხეში ლილვაკით დაამუშავეთ. დაიწყეთ შუიდან და გადადით კიდეებისკენ. თუ ლილვაკი არ გაქვთ, მშრალი და სუფთა ნაჭერი გამოიყენეთ. თქვენი მთავარი მისიაა, შპალერში ჰაერი არ დარჩეს და არ გაუჩნდეს ბუშტუკები. თუ შპალერმა ბუშტუკები მაინც გაიკეთა, ნემსით აკურატულად გახვრიტეთ და კარგად მიაწებეთ შპალერი კედელს.
დაბოლოს, როცა შპალერის გაკვრას მორჩებით, და დასასვენებლად გახვალთ, არ გააღოთ ოთახში ფანჯრები. სწორედ ამ დროს უჩნდება შპალერს ბუშტუკები.