იატაკი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია სახლში. მას შეუძლია მთლიანად შეცვალოს ინტერიერი. როცა იატაკის საფარს ირჩევთ, ამ საკითხს დიდი სერიოზულობით უნდა მოეკიდოთ და გარწმუნებთ, თქვენ მიიღებთ შესანიშნავ შედეგს: დახვეწილ, მყუდრო და ჰარმონიულ ინტერიერს. ბოლო პერიოდში აქტუალურია მხატვრული პარკეტი. იგი მსოფლიოში ერთ-ერთ ელიტარულ პროდუქტად ითვლება, ვინაიდან მზადდება ხის ძვირფასი, ძვირად ღირებული ჯიშებისგან და მათი დამუშავება სპეციალური ტექნოლოგიით ხდება. მხატვრული პარკეტის შექმნა საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. მხატვრული პარკეტის შესახებ გრიშა გედენიძე გვესაუბრება.
იგი 29 წლის გახლავთ და პარკეტზე მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს.
მხატვრული პარკეტის დაგება რუსეთში ისწავლა. წლების განმავლობაში თავისი ხელობით მუშაობდა კრემლის დარბაზებში, მინისტრების კაბინეტებში, ფეშენებელურ ვილებში, სავაჭრო ცენტრებში, პარკეტი დაგებული აქვს რუსული ესტრადის არაერთ ვარსკვლავთან. გრიშა დაახლოებით 6 თვის წინ დაბრუნდა საქართველოში და სურს, მხატვრული პარკეტი აქაც ისეთი აქტუალური და მოთხოვნადი გახადოს, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია. ამჯერად მას პარკეტის მოვლისა და დაგების წესებზე ვესაუბრეთ.
- რა უპირატესობა აქვს ხის პარკეტს?
- ხის პარკეტი პირველ რიგში ჯანმრთელობისთვის არის სასარგებლო, ოთახში ინარჩუნებს სითბოს, ძლებს დიდხანს. თუ კარგი მასალაა და კარგად არის დაგებული, 40-50 წელი უნდა გაძლოს. მაქსიმალურ დატვირთვას უძლებს, რომლის მეათედსაც ვერ უძლებს ლამინატი.
- პარკეტისთვის რომელი მასალაა საუკეთესო?
- საქართველოში საუკეთესო მასალაა მუხა. იგი გამძლე მასალაა და ვიზუალურადაც ლამაზია. თუმცა თუ სახლში პარკეტი, კარ-ფანჯარა, კარები, ავეჯიც მუხისაა, ძალიან დიდი დატვირთვაა. ამ დროს სახლში და შეიძლება ადამიანმა ვერც დაიძინოს, რადგან თავისებური სუნი და სიმძიმე აქვს ამ მასალას.
- რას უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება, როცა ხის პარკეტს ყიდულობს?
- არ აქვს მნიშვნელობა, რა მასალას ყიდულობს, ყველა შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოს, რომ მასლა იყოს 90-100 გრადუსზე მოხარშული. ორთქლში თუ არ არის გატარებული, 3-4 წელიწადში მატლი და ჭია უჩნდება და ადვილად ფუჭდება. და კიდევ, აუცილებელია მასალა იყოს მშრალი. დანარჩენი ფერი და დიზაინი გემოვნების საკითხია.
- როცა უკვე დაგებულია პარკეტი, მას სჭირდება შესაბამისი მოვლა. ყველაზე რთულად მოსავლელი რომელი მასალის პარკეტია?
- რთულად მოსავლელია კაკლის ხე, რადგან რბილია და ადვილად ზიანდება. მძიმე ავჯი რომ შეიტანო ოთახში, ადვილად აჩნდება კვალი. ცხიმიანი საკვები რომ დავარდეს, ტომატიანი, ადვილად აჩნდება ლაქად და ძნელია მისი ამოყვანა. სტრუქტურით თითქმის იგივენაირია წიფელი, უბრალოდ ფერშია სხვაობა.
- როცა სახლში ძველი პარკეტია და გვინდა განახლება, როგორ უნდა მოვიქცეთ?
- ძველი პარკეტი კარგად უნდა გასუფთავდეს, ”დაიშპაკლოს”, ”დაციკლოვკდეს” და თავიდან გაილაქოს. თუ პარკეტი ისეთი ძველია, რომ მოძრაობს, ის არ ექვემდებარება რესტავრაციას. რა თანხა და ენერგიაც არ უნდა დაიხარჯოს, სასურველ შედეგს მაინც ვერ მიიღებთ. ასეთ დროს არც შპაკლს შეინარჩუნებს და არც ლაქს. როცა იატაკი მყარია და არ მოძრაობს, იმ შემთხვევაში ყველანაირი რესტავრაციაა შესაძლებელი. გერმანული აპარატებით კეთდება ”ციკლოვკა”, ძალიან კარგი აპარატებია. ხარისხიანად შესრულებული სამუშაოს შემდეგ 15-20 წელი უნდა გაძლოს. რა თქმა უნდა, იმასაც აქვს მნიშვნელობა, როგორ მოუვლიან იატაკს.
- როგორ უნდა მოვუაროთ პარკეტს, რომ დიდხანს გაძლოს და პირვანდელი სახე შეინარჩუნოს?
- პარკეტის და ზოგადად ხის მოვლა ხდება კარგად გაწურული, ნოტიო ტილოთი. ყოველდღე რომ სველი ტილოთი ასუფთავო პარკეტი, რამდენიმე დღის შემდეგ სინესტეს შეიწოვს. არსებობს ასევე სპეცილური მასტიკები, რომელიც შეგიძლიათ ყოველ წელს გადაუსვათ ციკლოვკის გარეშე. პარკეტის ზედაპირს აძლევს სიმაგრეს და მატებს ბზინვარებას. დღეს უკვე გამოსულია დამცავი საშუალება, მაგალითად როგორც ტელეფონს ვაკრავთ ეკრანზე, დაახლოებით მაგის მსგავსი, რომელიც დერეფნებში, ან ისეთ ოთახებში იგება, სადაც დიდი დატვირთვა აქვს პარკეტს. ეკვრება ზედაპირზე, რის შემდეგაც არ ატარებს წყალს და იატაკს იცავს დაზიანებისგან. დროთა განმავლობაში შეგიძლია აიღო ეს დამცავი და თავიდან გადააკრა.
- რა საშუალებები არსებობს პარკეტის დასაცავად, მოსავლელად და რომელია უფრო გამოცდილი და ეფექტური?
- ”ციკლოვკის” შემდეგ იატაკი ან უნდა დაილაქოს, ან დაიზეთოს. ლაქებში გამოცდილია გერმანული მასალები, ორკომპონენტიანი. საერთოდ, საუკეთესო ხარისხის ლაქები დიდი გამძლეობით გამოირჩევა, განსაკუთრებით თუ სპირტის ბაზაზეა დამზადებული. ყოფილა შემთხვევა, მიცდია ახლად წასმული ლაქის აცლა იატაკიდან. ტრიოთი ვერ ამიცლია და მძიმე არტილერიის, ჰუმელის გამოყენება გამხდარა საჭირო. ევროპაში ბოლო დროს ძალიან ტრენდული და პოპულარულია ზეთი მყარი ცვილით. ბუნებრივი კომპონენტებით იქმნება, ხეს სუნთქვის საშუალებას აძლევს და ლაქისაგან განსხვავებულ ოპტიკას იძლევა. თანაც შეიძლება არაპროფესიონალმაც წაუსვას. თუ ხარისხიან გერმანული ზეთს იშოვით, მყარი ცვილით, მდგრადობით საუკეთესო ლაქებს უახლოვდება. არსებობს ასევე სპეციალური მოვლის საშუალებები, რომელთა მცირე რაოდენობით დამატებაა საჭირო საწმენდ წყალში და საფარი პირველად სახეს იღებს.
- ოთახში არსებული ჰაერის ტემპერატურას რამდენად მნიშნელოვანია პარკეტისთვის? რა ტემპერატურაა ოპტიმალური?
- ოთახში ჰაერის ტემპერატურას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 5 გრადუსიდან 30 გრადუსამდე დასაშვებია. როცა უკვე 30-35 გრადუსს სცილდება ჰაერის ტემპერატურა, ამ შემთხვევაში პარკეტი იწყებს შრობას და პარკეტს შორის ჩნდება დაშორებები.
- არის შემთხვევები, რომ პარკეტს უჩნდება ჭია და საგრძნობლად აზიანებს იატაკს. ამ შემთხვევაში რა არის გამოსავალი?
- ამის წინააღმდეგ საბრძოლველად არანაირი საშუალება არ არსებობს. უბრალოდ შესაძლებელია შეაჩერო გარკვეული პერიოდი. ჭიის მოსპობა მთლიანად გამორიცხულია. ჯერ არ გამოსულა ისეთი საშუალება, რომ პარკეტის ჭია მოსპოს. არის საშუალება, რომ ზედაპირულად შეწამლო, ამ შემთხვევაში მაქსიმუმ 1-2 წლის განმავლობაში მიატოვოს ჭიამ ხე, მაგრამ ამ პერიოდის შემდეგ ის აუცილებლად აღიდგენს თავის ფუნქციას.
- რა შემთხვევაში იბერება და იყრება პარკეტი?
- ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ დაზიანდა წყლისგან. სხვა შემთხვევაში დაუშვებელია აიბეროს პარკეტი. თუ დროულად მიხვდებით, რომ წყალი ჟონავს, შესაძლოა საშველი იყოს. ამ დროს იჭრება დაზიანებული ადგილი და შეიცვლება ახალი პარკეტით. არის შემთხვევა, რომ გათბობის მილები გადის იატაკის ქვეშ და რაღაც ზიანდება, დროთა განმავლობაში წვეთავს წყალი, ამას ერთ დღეში ვერ შევამჩნევთ. იწოვს ამ წყალს პარკეტი და დაახლოებით 20 დღის შემდეგ, ერთი თვის შემდეგ სანამ იატაკი მთლიანად არ გაივსება წყლით, პარკეტი არ აიბერება. მერე ერთიანად იყრება და უკვე მისი რესტავრაცია შეუძლებელია.
მერი ბლიაძე