რა უნდა გათვალოთ აბაზანის რემონტის დაწყებამდე და რა სტანდარტები უნდა დაიცვათ ზომების აღებისას

აბაზანის რემონტი ყველაზე რული და შრომატევადი საქმეა. თუმცა არსებობს რამდენიმე ფაქტორი საიმისოდ, რათა ამ პროცესიდან მაქსიმალური სარგებელი და შედეგი მიიღოთ. საჭიროა გარკვეული დეტალების წინასწარ გათვლა და გაანალიზება. ადგილის ეკონომიის და უფრო ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, შეიძლება ისეთი ელემენტარული რამ ვერ გათვალოთ, რომ სველი წერტილების მოხმარებას ძალიან მოუხერხებელს გახდის. 


ზუსტი დაგეგმარება 

თუ აბაზანაში რემონტის გაკეთება გადაწყვიტეთ, კარგად დაფიქრდით, შესაძლოა ეს ინტერიერის შეცვლის კარგი საშუალება იყოს, ან ინტერიერის კონფიგურაციას უნდა გადახედოთ. მშვენიერია, შესაძლოა თქვენ მოგეცეთ შანსი ცვლილებები შეიტანოთ პროექტში, რაზეც შესაძლოა, დიდი ხანია
ოცნებობდით, თუმცა გლობალური ცვლილებების გარეშეც არის შესაძლებელი ინტერიერის დახვეწა და გალამაზება. წინასწარ განსაზღვრეთ, სად განლაგდება სანტექნიკა და სად იქნება სათავსო ზონა, უკვე დაწყებული რემონტის დროს ამის გაკეთება ადვილი როდია.




რამდენიმე სიტყვა ერგონომიკის შესახებ

ჩვენ შემოგთავაზებთ ერგონომიკის რამდენიმე წესს, რომელიც რეალურად დაგეხმარებთ

- საშხაპე კაბინა არ უნდა იყო 90/90-ზე ნაკლები ზომის. შესაძლოა მწარმოებელმა უფრო კომპაქტური ზომები შემოგთავაზოთ, თუმცა იცოდეთ, ის ძალიან მოუხერხებელი იქნება.

- უნიტაზის წინ აუცილებლად უნდა რჩებოდეს თავისუფალი სივრცე 50 სმ მაინც. წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხების დასადები ადგილი არ გექნებათ.

- კუთხის ნიჟარა - ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა ადგილის ეკონომიის მიზნით, თუმცა თუ გაქვთ იმის საშუალება, რომ დააყენოთ სტანდარტული ნიჟარა, ჯობია არჩევან მასზე შეაჩეროთ, რადგან ნიჟარასა და კედელს შორის დაცილება უნდა იყოს არა ნაკლებ 55 სმ-ისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელ-პირის დაბანა საკმაოდ მოუხერხებელი პროცესი იქნება.

- რაც შეეხება ნიჟარის სიმაღლეს, ის 80-110 სმ უნდა იყოს, ოჯახის წვრთა სიმაღლიდან გამომდინარე.




ტექნიკა

თუ ტექნიკის შეცვლაც გაქვთ დაგეგმილი, გირჩევთ ის რემონტის დაწყებამდე შეარჩიოთ.




ჰიდროიზოლაცია

ბევრი ადამიანი ყურადღებას არ აქცევს ამ მომენტს. იატაკის ჰოდროიზოლაცია დაგიცავთ, რომ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში მეზობლებს წყალი არ ჩაუშვათ. ჰიდროიზოლაცია, რა თქმა უნდა, იატაკის დაგებამდე უნდა გაკეთდეს.




ვენტილაცია

ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია. ვენტილაცია საკმაოდ ძლიერი უნდა იყოს, რათა დაიცვას აბაზანა ობისა და სოკოსაგან.




იზრუნეთ იმაზე, რომ მილებს და მრიცხველებს ადვილად მიუდგეთ

ეცადეთ ყველფერი ისე დაგეგმოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში მილებს და მრიცხველს ადვილად მიუდგეთ. ეს ყოველდღიურობაში ძალიან დაგეხმარებათ.

კომენტარის დამატება