რაც უფრო მცირე ფართი გვაქვს, მით ფუნქციური უნდა იყოს იგი. მისთვის განსაკუთრებული მასალა უნდა შეარჩიოთ, ფერიც გასათვალისწინენებლია. ეს განსაკუთრებით, საპირფარეშოს ეხება, სადაც მაქსიმალურად კომფორტული გარემო უნდა შევქმნათ.
უნიტაზი
საპირფარეშოს და დიზაინის მთავარი ელემენტი უნიტაზია. ზოგჯერ დაკიდებული უნიტაზი უკეთეს ინსტალაციას ქმნის, ვიდრე დასადგამი. მას აქვს თანამედროვე იერი, ცოტა ადგილს იკავებს. გარდა ამისა, მის ქვეშ ჭუჭყი არ გროვდება და გასაწმენდად ადვილია.
ექსპერიმენტი ფერით
საპირფარეშო მოდურად რომ გამოიყურებოდეს, ორი ფერი შეარჩიეთ. მკვეთრი და მუქი კიდევ უფრო "ჭამს" ფართს და ვიზუალურად ავიწროებს მას. რადგანაც
პატარა ხელსაბანი
საპირფარეშოში აუცილებელია, გქონდეთ ხელსაბანი, პატარა მაინც. წარმოიდგინეთ, რამდენ ბაქტერიას გაავრცელებთ, ტუალეტიდან გამოსული ხელების დასაბანად სააბაზანოში რომ შეხვიდეთ. არსებობს პატარა ხელსაბანების ფართო არჩევანი.
განათება
საპირფარეშოში მკვეთრი შუქი საჭირო არაა. ბოლო დროს, თანამედროვე დიზაინი დიოდის ლენტის საპირფარეშოში მოთავსებას გვთავაზობს. ის ინტერიერს განსაკუთრებულ იერს უქმნის და 2 კვ.მ-ის ტერიტორიას იდეალურად ანათებს.
უნიტაზის ჯაგრისი
ნუ გგონიათ, რომ ის აუცილებელი არაა. ან საპირფარეშოს იერს აფუჭებს. ის აუცილებელი ნივთია და გირჩევთ, ხარისხიანი იყიდოთ, რა თქმა უნდა, თქვენი საპირფარეშოს ფერის შესაბამისი.
თავისუფალი ადგილი
თუ საპირფარეშო 2 კვ.მ-ზე დიდია, შეგიძლიათ იქვე განათავსოთ ბოილერი, ბიდე ან სარეცხის მანქანა.
მეტლახის დიზაინი
უპირატესობა მართკუთხედი ფორმის მეტლახს მიანიჭეთ. ფერი - ხის ან ქვისფერი. კარგად გამოიყურება მოზაიკა, მაგრამ არ აურიოთ ერთმანეთში რამდენიმე სტილი.