5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ფასადის ღებვისას

მოვიდა დრო თავი მხატვრად იგრძნოთ და თქვენი აგარაკების, თუ სახლების ფასადები შეღებოთ. მოიმარაგეთ ფუნჯები, საღებავები, ყველა საჭირო აქსესუარები და შეუდექით საქმეს.
მართალია, ადამიანი შეცდომებზე სწავლობს, თუმცა ჩვენ დაგეხმარებით რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეცდომები არ დაუშვათ. მოკლედ დავიწყოთ: 5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ფასადის ღებვისას:

1. არასდროს არ შეღებოთ ფასადი დამცავი ბადისა და სპეციალური სამღებრო ლენტის გარეშე. საღებავის შხეფების ფანჯრიდან და სხვა ზედაპირიდან მოშორება ძალიან გაგიჭირდებათ და დამატებითად შეიძლება დააზიანოთ კიდეც;

2. "თუ მზეა ესეიგი საღებავი მალე გაშრება" - ეს ერთერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა
ფასადის ღებვისას. სინამდვილეში მზის სხივი და მაღალი ტემპერატურა არ არის კარგი საღებავისთვის, რადგან მაღალი ტემპერატურა ხელს უშლის საღებავს თანაბრად გაშრობაში. იმისათვის რომ საღებავი თანაბრად, სწორად და ერთ ფერში გაშრეს, სასურველია ფასადი უმზეო ამინდში, ან ჩრდილში შეღებოთ, რადგან სწორად გაშრობაში საღებავს ბუნებრივი ტემპერატურა სჭირდება.

3. ალბათ, ერთი-ორი ქილა საღებავი მეყოფა" - არასდროს იყიდოთ საღებავი თვალის ზომით. უკეთესია, თუ გაზომავთ ზუსტად ფასადის საერთო ფართსდა ამ ზომების მიხედვით მიაკითხავთ კომპეტენტური კონსულტანტს, რომელიც ზუსტად შეგირჩევთ საღებავის რაოდენობას და თქვენც აღარ მოგიწევთ დამატებითად მაღაზიაში სირბილი და არც ზედმეტი ხარჯის გაწევა. ფასადისთვის საღებავები არსებობს სილიკონიანის და უსილიკონოც. სილიკონის შემცველობის საღებავის უპირატესობა ისაა, რომ იმის გარდა რომ დაფარვა ჩვეულებრივზე უკეთესი აქვს, ასევე არის ყინვაგამძლე, კარგად უძლებ ნესტს და ყველანაირ ტემპერატურას.

4. "ფასადის ძველ საღებავზე გადავღებავ ახლით, რა პრობლემაა"- არასდროს არ გადაღებოთ ძველ, დარჩენილ საღებავზე. არაესთეტიური შესახედაობის გარდა, საღებავი მალე ჩამოშორდება და თქვენ უმოკლეს დროში მოგიწევთ პროცედურის გამეორება. თუ ფასადი შედარებით ახალია, პირველ ფენად გადაუსვით გრუნტი და შემდეგ შეღებეთ. ხოლო თუ ძველი ფასადის რესტავრირებას აპირებთ, აუცილებლად უნდა ააძროთ ზველი ზედაპირი, შემდეგ წაუსვათ ფითხი და მხოლოდ ამის შემდეგ შეღებოთ.

5. "მაქვს ძველი ლილვაკი ისევ მას გამოვიყენებ" - არა, არა და არა! აუცილებელია ლილვაკის სწორად შერჩევა. თუ ფასადი ორ მეტრზე დიდია, მაშინ უნდა შეარჩიოთ გარესამუშაოებისათვის განკუთვნილი სამღებრო ლილვაკი 255მმ ან 230მმ იანი. სწორად შერჩეული ლილვაკი კარგად შეღებავს რელიეფურ ზედაპირსაც კი, ხოლო ფუნჯები იდეალურად შეავსებს შედარებით პატარა, გამოტოვებულ ადგილებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ სად შეიძენთ ამ ყველაფერს, ისე რომ არ მოტყუვდეთ არც ხარისხში და არც ფასში. მცდარი აზრია, რომ ღია ბაზრობაზე სჯობს სარემონტო საშუალებების შეძენა, თუმცა ეს ასე არ არის. დროის ნერვებისა და ენერგიის უაზროდ დახარჯვის გარდა, შეიძლება შეცდეთ და არაკომპეტენტური რჩევა მიიღოთ. იმისათვის რომ ხარისხიანი, ხელმისაწვდომი პროდუქცია ერთ სივრცეში და კომფორტულად შეიძინოთ, დაზოგოთ დრო, ენერგია და მიიღოთ კომპეტენტური რჩევები პროფესიონალი კონსულტანტებისგან, აუცილებლად ჰიპერმარკეტ "გორგიას" ეწვიეთ. "გორგიაში" ფასადის შესაღებად იპოვით ყველაფერს:

გარე ფასადის საღებავები:
გერმანული ტექნოლოგიით დამზადებული უმაღლესი ხარისხის "გენჩის" ბრენდის საღებავები. როგორც სილიკონის შემცველობით, ასევე მის გარეშე. "გენჩის" გარე ფასადის საღებავების ფასი 25 ლარი და 30 თეთრიდან იწყება (უსილიკონო).

ასევე "გორგიაში" გირჩევენ "მარშალის" ბრენდის საღებავსაც, რომელსაც საუკეთესო დაფარვის უნარი აქვს, მისი ფასი 37 ლარიდან იწყება, ასევე "სოლიდოს" ბრენდის საღებავი, რომლის მინიმალური ფასიც 11 ლარია.

"გენჩის" გარე ფასადის გრუნტების ფასი 7 ლარი და 85 თეთრიდან იწყება.



რაც შეეხება აქსესუარებს, აქ დაგხვდებათ ყველა საჭირო აქსესუარი, რაც კი შეიძლება სამღებრო სამუშაოებისთვის დაგჭირდეთ. როგორც ფუნჯები, ლილვაკები, სპეციალური სამღებრო ლენტები და სხვა. "გენჩის" გარე ფასადის გრუნტების ფასი 17 ლარი და 25 თეთრიდან იწყება.

"გორგიას" ფილიალები საქართველოს 6 ქალაქშია წარმოდგენილი. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, მარნეული, ზუგდიდი. "გორგიას" ყველა ფილიაში მოქმედებს ასევე უფასო მიტანის სერვისიც.

ყველაფერი მზად არის. იცით ადგილი, სადაც შეიძენთ საჭირო მასალას და მიიღებთ კომპეტენტურ რჩევებს, იცით რა მასალა უნდა შეიძინოთ და როგორ გამოიყენოთ ისინი. ისღა დაგრჩენიათ, ეწვიოთ "გორგიას" და გაილამაზოთ თქვენი გარემო.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები