კარადა აბაზანაში - როგორ შევარჩიოთ?

აბაზანა კარადის გარეშე წარმოუდგენელია, სადმე ხომ უნდა შეინახოთ ბოთლები, ქილები პირსახოცები. კარადით აბაზანა ბევრად ესთეტიურად გამოიყურება, თუმცა ამ ატრიბუტის შეძენა არც ისე მარტივია, სანამ საბოლოო არჩევანს გააკეთებთ კარგად უნდა დაფიქრდეთ და ბევრი ფაქტორიც უნდა გაითავალისწინოთ.


პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეთ, რისთვის გჭირდებათ კარადა.

არსებობს კარადა ტექსტილისთვის, ხალათების და პირსახოცების შესანახად.

კარადა აბაზანის ქვეშ, სადაც შეგიძლიათ შეინახოთ სარეცხი და სახეხი საშულებები, საოჯახო ქიმია.


კარადა ონკანის ქვეშ, სადაც ასევე შეგიძლიათ მოათავსოთ საოჯახო ქიმია, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ წყლის მილების დასაფარად.

სარეცხის მანქანისთვის. თანამედროვე ტექნიკაც
კი ხშირად ვერ ჯდება საერთო დიზაინში, ამიტომ ხშირად გვიწევს მათი კარადის მიღმა მიმალვა.

კარადა შეიძლება იყოს ასევე დასადგამი და დასაკიდი, კარკასული და ჩაშენებული.


კარადები ფორმის მიხედვითაც განსხვავდება

კლასიკური, მოკრძალებული დეკორი.

კუთხის, არასტანდარტული ფორმის.

ჰოროზონტალური, რომელიც იკიდება კედელზე.

პენალი, ვიწრო და გრძელი.

მოძრავი, რომელიც ბორბლების მეშვეობით გადაადგილდება.

კუპე, რომელიც შეკვეთით მზადდება და მისი ფასადი და შიდა ნაწილი აუცილებლად წყალგამძლე უნდა იყოს.



 მასალა, რისგანაც შეიძლება იყოს დამზადებული ჩვენი კარადა

მდფ გახლავთ მასალა, რომლიც კარგად უძლებს ტენს, თუმცა თუ მის შეძენას გადაწყვეტთ გირჩევთ ზედაპირი წყალგამძლე აკრილით დაუფაროთ.

პლასტიკატი კარგად იტანს ტენს, აქვს ნებისმიერი შეფერილობა და ფაქტურა. ფასიც საკმაოდ ხელმისაწვდომია.

მეტალის კარადა თანამედროვე ტექნიკს ძალიან უხდება. ამ ტიპის ავეჯით ძალიან ადვილად შეიძლება თანამედროვე დიზაინის შექმნა.

და ბოლოს შუშა, რომელსაც არ აშინებს არც სიმხურვალე და არც წყალი, თუმცა ეცადეთ შეარჩიოთ რაც შეიძლება მძიმე მინა. ძალიან ეფექტურად გამოიყურება დაბურული მინა.

კლასიკური გადაწყვეტილება აბაზანისთვის დასაკიდი კარადაა. ასეთი მოდელი ნებისმიერი სტილის და კონფიგურაციის აბაზანას მოუხდება. მისი განთავსება ყველგანაა შესაძლებელი, როგორც სარეცხის მანქანის, ისე აბაზანის და ონკანის თავზეც, მაგრამ გაითვალისწინეთ, თუ ის ხელსაბანის თავზე კეთდება არ უნდა იყოს ხელსაბანზე ფართო ზომის.

კუთხის კარადა მოგცემთ საშუალებას შექმნათ ორიგინალური დიზაინი. მისი წყალობით კარგად შეძლებთ ისეთი სივრცის გამოყენებას, რომელიც ერთი შეხედვით დაკარგულად გეჩვენებათ. არ შეგექმნებათ პრობლემა მის განთავსებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი კუთხე. ამ მოდელის უარყოფითი მხარე მხოლოდ მისი ტევადობაა, არც ისე ტევადია.

შეგიძლიათ შეიძინოთ ჰორიზონტალური დასაკიდი კარადა. ის ძალიან მოსახერხებელია ექსპლუატაციის მხრივ. ასეთი ტიპის კარადის კარი, როგორც წესი, ზემოთ იღება.

დასაკიდი სარკიანი კარადა კი სულ სხვა კატეგორიას განეკუთვნება. კონსტრუქციის მიხედვით ისიც შეიძლება იყოს კუთხის, ჰორიზონტალური, სტანდარტული.

რაც შეეხება იმას, თუ როგორი სარკე უნდა ქონდეს აბაზანის კარადას, გაფრთხილებთ, არც კი იფიქროთ ანალგამასა და ალუმინზე, ეს ორი მასლა ვერ უძლებს ტენს. იდეალური ვარიანტი ტრადიციული ვერცხლით დამტვერილი სარკეა ან ისეთი, სადაც ვერცხლის შემადგენლობა მეტი იქნება ვიდრე ტიტანის.

გონივრულად შერჩეული კარადა მოგცემთ საშუალებას თქვენი აბაზანის თითოეული კვადრატული მეტრი პრაქტიკულად გამოიყენოთ და ამასთანავე შეუნარჩუნოთ მას ესთეტიური სილამაზე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები