როგორ შევნიღბოთ ხარვეზები ინტერიერში

ხშირად ხდება ისე, რომ ინტერიერის დიზაინი რეალურად ისეთი არ გამოდის, როგორც ნახაზზეა აღნიშნული. ხშირად, სარემონტო სამუშაოების დროს ხელოსნები უშვებენ ისეთ გაუთვალისწინებელ შეცდომებს, რომლებიც ასე პირდაპირ გადაკეთებას აღარ ექვემდებარება. რა ვქნათ ასეთ დროს?!

შევეცდებით მოგცეთ რამდენიმე რჩევა, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. წინასწარ კი იმის თქმა შეგვიძლია, რომ სანამ ხასიათს გაიფუჭებთ და დეპრესია მოგეძალებათ, გაიხსენეთ, არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, ყოველთვის შეიძლება მინუსი პლუსად აქციოთ.

სამშენებლო პროცესში ხშირია გაუთვალისწინებელი ფაქტორები. მუშაობის პერიოდში მოულოდენლად შეიძლება იჩინოს თავი ისეთმა ნიუანსმა, რომელიც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანდა. გადაკეთება ან გვიანია,

ანდ ამის აღარც სახსრები გაქვთ და აღარც ნერვები.

უსწორმასწორო კედლები

დღევანდელ რეალობაში ყველაზე ხშირად არასწორ კედლებს ვაწყდებით. თავიდან თითქოს ყველაფერი წესრიგშია, კედელი სწორია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ასე სულაც არ არის, არასწორ კედელზე რამის გაკეთება კი თითქმის შეუძლებელია. აშკარაა, რომ ხარვეზები უნდა დაიმალოს. გამოსავალი საკმაოდ მარტივია. მოსაპირკეთებლად უნდა შევარჩიოთ ისეთი ფაქტურა, რომელიც მაქსიმალურად შენიღბავს ამ დეფექტს.


ამ შემთხვევაში ძალიან ეფექტურია დიდი, მასიური ფილების გამოყენება, ან თანამედროვე 3D ფილების, რომელიც ვიზუალურად ძალიან კარგად შენიღბავს არასწორ კედელს. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მუქი ფერის, დიდნახატიანი შპალერი, ან ფერადი, ხასხასა ფუგურებიანი შპალერი.
თუ არასწორი კედელი აბაზანაშია, ამ შემთხვევაშიც გრჩევთ, დიდი ზომის ფილების გამოყენებას.

ღია ელექტროსადენები


კიდევ ერთ ხარვეზად სარემონტო სამუშაოების დროს ითვლება ღია ელექტროსადენები. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით. თავიდანვე ვერ გაითვალისწინეთ, მოულოდნელად დაგჭირდათ მისი შეცვლა. ნუ დაღონდებით, არსებობს დეკორატიული სადენები, რომლებიც იძლევა საშუალებას, ისე გაიყვანოთ სადენები, რომ არ დააზიანოთ კედლები.

ეს სადენები არის სხვადასხვა ფერის, ასე რომ, შეგიძლიათ შეარჩიოთ ის ფერი, რომელიც ყველაზე მეტად მოუხდება თქვენს ინტერიერს. ასეთი სადენები კედელს სპეციალური გორგოლაჭების საშუალებით უმაგრდება.


ელექტროსადენების დამალვა შესაძლებელია ასევე მეტალის მილში. პრობლემის ასეთი გადწყვეტა იდეალურია იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბინა მოწყობილია ჰაი-ტეკის, ფიუჟენის ან ლოფტის სტილში. არსებობს მეტალისფერი ჩამრთველ-გამომრთველებიც, რომელიც ფერში იდეალურად შეეხამება მეტალის მილს.

თანამედროვე, ახალაშენებულ ბინებში ხშირად ვხვდებით ბეტონის კედლებს, რომლის ხელის ხლება არ არის სასურველი, ერთადერთი სადენი კი ოთახის ცენტრშია. არც ამ შემთხვევაში გაიფუჭოთ ხასიათი, დეკორატიულო სადენების გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ ჭაღი ოთახის ნებისმიერ ადგილას განათავსოთ. შესაძლოა, მსგავსი პრობlლემა შეგიქმნათ ასეთმა გაუთვალისწინებელმა სანტექნიკის მილებმა. ამ შემთხვევაშიც მიმართეთ ფანტაზიას. თქვენ შეგიძლიათ ისინი დეკორატიულად შენიღბოთ, როგორც თარო.  

ასევე შეგიძლიათ მოიქცეთ გათბობის რადიატორების შემთხვევაში. თუ ისინი არ არის განლაგებული თქვნთვის სასურველ ადგილას, შეგიძლიათ ის რომელიმე ლამაზ ფერში შეღებოთ და ამით შექმნათ ვიზუალური აქცენტი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები