ამ პაწაწინა ოთახში მხოლოდ საწოლი ეტეოდა, თუმცა...

როდესაც პატარა სახლი გაქვს, ოთახის თითოეულ კვადრატულ მეტრს ოქროს ფასი აქვს. ზოგჯერ ადგილის დეფიციტი ძალიან მწვავედ დგას დღის წესრიგში, ადგილი არფრისთვის არის საკმარისი. ჩვენ ახლა გვინდა მოგიყვანოთ ერთ-ერთი ახლაგზრდა წყვილის მაგალითი და დაგიმტკიცოთ, რომ შეუძლებელი არაფერია და რომ ნებისმიერი ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობიდან არსებობს გამოსვალი. ამ წყვილმა იმდენი მოახერხა, რომ ოთახში, სადაც მხოლოდ საწოლი ეტეოდა, გააკეთეს საძინებელი და კაბინეტი ერთდროულად.

ოთახი, რომელშიც თავდაპირველად მხოლოდ საწოლი თავსდებოდა, პირველ ეტაპზე წყვილს არანაირ დისკომფორტს უქმნიდა, მათ ცალკე ჰქონდათ საძინებელიც და კაბინეტიც, ასევე მისაღები ოთახი,

რომელიც უერთდებოდა სასადილო ოთახს. ორ ადამიანს ეს სახლი თავისუფლად ყოფნიდა, თუმცა წყვილი მომავალზე ფიქრობდა, ისინი ბავშვების ყოლას გეგმავდნენ, რომელთაც აუცილებლად დასჭირდებოდათ თავიანთი კუთხე. ცოლ-ქმარმა ბევრი იფიქრა და გრანდიოზული ცვლილებები დაგეგმა.


გადაწყვიტეს, რომ კაბინეტი ბავშვთა ოთახად, პაწაწინა ოთახი კი რაიმე ახლად გადაეკეთებინათ.
პირველ რიგში, ოთახში უნდა გამოეძებნათ ადგილი კომპიუტერის მაგიდისთვის. ასევე უნდა მოთავსებულიყო საწოლი სტუმრებისთვის. წყვილს სტუმრები ხშირად სტუმრობენ და ღამეც რჩებიან ხოლმე.


ბევრი იფიქრეს, როგორ გადაეწყვიტათ ეს პრობლემა, გადაწვიტეს მარჯვნივ საწოლი გაეკეთებინათ, მეორე სართულზე, კომპიუტერის თავზე, მაგრამ ეს არც ისე მოხერხებული იქნებოდა.


ბოლოს მოიფიქრეს კომპიუტერის მაგიდა განეთვსებინათ კონსტრუქციაზე, რომელშიც მოთავსებული იქნებოდა გამოსაწევი საწოლი. ეს ჩანაფიქრი წყვილმა ფურცელზე გადაიტანა და შეუდგნენ საქმეს.


ქმარმა შეიძინა ყველა საჭირო მასალა და მუშაობაც გაჩაღდა. თავდაპირველად უნდა შეკრულიყო საიმედო, მყარი კარკასი შემდეგი იყო პოდიუმი გამოსაწევი საწოლისთვის, რომელიც უნდა გაფორმებულიყო დეკორატიული კანტებით.


კონსტრუქციის ზედაპირზე დაამონტაჟეს ლამინატი, გვერდები კი თეთრად შეღებეს.


საბოლოოდ მოხერხდა იმდენი, რომ ამ პაწაწინა ოთახშო მოხერხდა კომპიუტერის მაგიდის და საწოლის დამონტაჟება. ახლა ამ ოთახში თავისუფლად არის შესაძლებელი დღისით მუშაობა, ღამით კი დაძინება.

ხელის ერთი მოძრაობით არის შესაძლებელი პოდიუმიდან საწოლის გამოწევა და სამუშაო ოთახი მომენტალურად გადაკეთდება მშვენიერ საძინებლად.


იდეა, დაგვეთანხმებით, მართლაც შესანიშნავია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები