"ბოლო ფარდა დავკიდე და ერთ კვირაში სამშობიაროში გამაქანეს..." - წყვილმა საოცნებო სახლი მოაწყო და მესამე შვილს გარემონტებულ ბინაში შეეგება

მერი ბლიაძე ჩვენი ჟურნალისტია, ჟურნალ "შინ"-ის და ვებგვერდ shin.ge-ს. ძირითადად რესპონდენტების სახლებსა და ბაღებს აშუქებს, თუმცა ამჯერად თავად წარდგება რესპონდენტის რანგში, რადგან საკუთარი ძალებით მყუდრო და გემოვნებიანი სახლი მოაწყო.

ეს პატარა კერძო სახლია, ერთსართულიანი, რომელიც მან და მისმა ქმარმა გადააკეთეს და ახლახან დაასრულეს რემონტი

მერი ბლიაძე:

- წლები დამჭირდა, რომ ეს სახლი შემყვარებოდა, თავიდან მეშინოდა კიდეც აქ მარტო დარჩენა. თუმცა როგორც იქნა, ჩემს ხასიათს მოვარგე და თბილი ბუდე მოვიწყე.

6 თვის ორსული ვიყავი, სახლის გადაკეთება და რემონტის გაკეთება რომ დავიწყეთ (ალბათ
წარმოგიდგენიათ, რა გზა გავიარე. სამსახურიდან ელიავაზე, დომინოში, გორგიაში, ზოდში ან ლილოში გავრბოდი. ბოლოს ამ ჩამონათვალს ავეჯის მაღაზიები დაემატა. ბოლო ფარდა დავკიდე და ერთ კვირაში სამშობიაროში გამაქანეს.

თუ არ ჩავთვლით ჭერს და გალესვას, მუშა არ გვიქირავებია. ყველა დეტალი (შეღებვა, ლამინატი, მეტლახი, შპალერი და სხვა წვრილმანი) ჩემმა მეუღლემ, მეგობრების დახმარებით, საკუთარი ხელით გააკეთა.

ასე დავხვდით ჩვენს მესამე სიხარულს, ლილეს.

სახლი მხოლოდ ბეტონის კედლები და თავშესაფარი არ არის. შენი სულის და გულის ნაწილია, სადაც ბედნიერად, დაცულად და მყუდროდ უნდა გრძნობდე თავს. ისე შევიჭუჭნე ამ პატარა ნაჭუჭში და ვტკბები ჩემი ჰარმონიით, ხშირად გარეთ გახედვაც აღარ მინდა.

P.S. ყვავს რომ თავისი ბახალა ყველაზე ლამაზი ეგონა, ე, მასე დამემართა მე ჩემს სახლზე.

კომენტარები

დატკბით 2020-08-01 14:12
გემოვნება გქონიათ.ლამაზად მოწყობილია .დეკორაცია მითუმეტეს .

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები