მაია მამულაშვილი პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა ბოლო პერიოდში ინტერიერის დიზაინმა გაიტაცა და გადაწყვიტა ეს საქმე ახალ პროფესიად ექცია. ამიტომ სამი თვის წინ ნიუ-იორკის ხელოვნებისა და დიზაინის ინსტიტუტში ჩააბარა. სახლი, რომელზეც დღეს გიამბობთ, შეიძლება ითქვას, რომ მაიას პირველი ნამუშევარია, რომელიც საკუთარი ხელით, დიზაინით და ძალისხმევით მოაწყო.
- ამ დრომდე ინტერიერის დიზაინი ჩემი ჰობი იყო, მაგრამ 3 თვის წინ გადავწყვიტე, პროფესიად მექცია და ნიუ-იორკის ხელოვნებისა და დიზაინის ინსტიტუტში დავიწყე სწავლა. ლექციები არის ონლაინ. სწავლა მაქსიმალურად პრაქტიკულ გამოცდილებასა და დავალებებზეა ორიენტირებული. რამდენიმე დღის წინ
პირველი პროექტის შეფასება გამომიგზავნა ჩემმა მენტორმა, 100-დან 96 ქულა (A) მივიღე, რაც ჩემთვის, როგორც დამწყები დიზაინერისთვის განსაკუთრებით სტიმულის მომცემია.
- მოგვიყევით ბინის შესახებ, რომელმაც სოციალურ ქსელში ჩვენი ყურადღება მიიპყრო...
- ეს არის ჩემი სახლი კახეთში, გურჯაანის რაიონში, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე. პირველი სართული, ის ნაწილი, რამაც თქვენი ყურადღება მიიქცია, 50 კვ.მ.-ია. რემონტი დავიწყე 4 წლის წინ, თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, თანხის ერთიანად არქონის გამო, ცოტა დროში გაიწელა. ეს არის შესასვლელი და სამზარეულო, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილი იყო კედლით. გადავწყვიტე, მთლიანად მომენგრია ეს გამყოფი კედელი და საერთო სივრცე შემექმნა. ძალიან მომწონს ინტერიერში აგურის გამოყენება, ასევე ხის და რკინის ელემენტები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ქალაქგარეთ სახლს ეხება. აგურის ეფექტის მისაღებად ვიყიდე ყველაზე იაფიანი შპალერი წითელი აგურის იმიტაციით და მე და ჩემმა დეიდაშვილმა გალესილ კედლებზე გავაკარით. კარგი ნამუშევარი იყო და კედლებს შპაკლი არ დასჭირდა. უფრო სწორად, ჩავთვალე, რომ ზედმეტი ხარჯი იქნებოდა და ამის საჭიროება არ იყო. იატაკზე ლამინატის დაგება ძვირი ჯდებოდა, ამიტომ შევარჩიე ე. წ. ლინოლიუმი, რომელსაც ლამინატის ეფექტი ჰქონდა და ისიც მე და ჩემმა დეიდაშვილმა გავაკეთეთ. ანუ მიზანი იყო - მაქსიმალურად იაფად მიმეღო ის შედეგი ვიზუალურად, რაც მინდოდა. მე მგონი, გამომივიდა.
- სარემონტო მასალებსაც თავად არჩევდით. რას სითვალისწინებდით ამ დროს და როგორი ტიპის მასალებს მიანიჭეთ უპორატესობა?
- კი, მე თვითონ დავდიოდი ყველაფერზე, ზეპირად ვიცოდი, სად რა კაფელ-მეტლახი, ქვიშა-ცემენტი და შპალერი იყიდებოდა. ჩემთვის მთავარი იყო ვიზუალურად მომწონებოდა და მიმეგნო იმისთვის, რაც მინდოდა. ხარისხი - საშუალო. ეს სახლი არ არის მუდმივი საცხოვრებელი, ამიტომ ვცდილობდი, ვალის აღების გარეშე მაქსიმალურად ბიუჯეტური ვყოფილიყავი.
- რთული და დამღლელი იყო ეს პროცესი თქვენთვის? რა გაძლევდათ სტიმულს და ძალას ამ დროს?
- კი, უნდა ვაღიარო, რომ რთულიც იყო, დამღლელიც, ზოგჯერ ნერვების მომშლელიც, მაგრამ იმავდროულად სასიამოვნოც. რთული ასახსნელია, რამხელა სიამოვნებას მანიჭებს, თუნდაც კაფელ-მეტლახის თვალიერება, შერჩევა და ფიქრებში იმის წარმოდგენა რა რას მოუხდება და როგორ. მთავარი სტიმული ალბათ მაინც ინტერიერის დიზაინისადმის ჩემი სიყვარული იყო. მოტივაციას კი ზრდიდა, საკუთარ სახლს რომ შენივე ხელით აკეთებ - ეს ფაქტი.
ოთახის სტილი შეირჩა ავეჯიდან გამომდინარე. ავეჯი იყო ძველი, შესაბამისად, ინტერიერი ვერ იქნებოდა თანამედროვე. ცხადია, შეიძლება ძველის და ახლის ელემენტები აურიო, მაგრამ თანამედროვე ოთახი კოტეჯის სტილის ავეჯით არ გამოვიდოდა. შესასვლელში, რომელსაც მისაღების ფუნქცია მივანიჭე, ძირითადი აქცენტი გაკეთდა ხეზე, ხისფერზე. ინტერიერს უხდებოდა ჩემი ბავშვობისდროინდელი ძველი ტელეფონი, რომელიც იყო ყვითელი, ამიტომ გადავწყვიტე ძველი ხის საკიდიც ყვითლად შემეღება. ხის და აგურის კომბინაციაში ყვითელმა ფერმა ერთგვარი სიხალისე შეიტანა. რაც შეეხება სამზარეულოს ნაწილს, ერთადერთი რაზეც დიდხანს ვფიქრობდი, ეს იყო ძველი კაფელი, რომელიც აუცილებლად უნდა დამეტოვებინა ისევ და ისევ ბიუჯეტის გამო, ეს კაფელი არის სალათისფერი, რომელიც აგურის კედელს ძალიან უხდება, მაგრამ საჭირო იყო სამზარეულოს კარადების შერჩევა. არ მინდოდა მკვეთრი თეთრი, შევარჩიე ღია კრემისფერი, არა პრიალა. სალათისფერ კაფელს გამოვეხმაურე ასეთივე ფერის ჭურჭლის ტილოთი, რომელიც საერთო სურათში კარგად ზის. სამზარეულოში ასევე არის პატარა კარადა, რომელიც თავის დროზე იყო ხისფერი, მაგრამ მუქ ლურჯ ფერში შევღებე. ეს ფერიც აგურის კედელს იდეალურად ეხამება, ზუსტად cottage style-ის ინტერიერში გვხვდება ეს კომბინაცია (აგური და ლურჯი ავეჯი). ეს ლურჯი კარადა კი საერთო სივრცეში არსებულ ყვითელ საკიდს და ყვითელ ტელეფონს ძალიან მოუხდა.
- ინეტრიერის დაგეგმვის დროს, რა იყო თქვენთვის პრიორიტეტული, უპირატესობა ფუნქციონალურ მხარეს მიანიჭეთ, თუ უფრო ესთეტიკურს, ვიზუალურს?
- პირველი, რაზეც ვფიქრობდი, იყო ვიზუალური მხარე, თუმცა როცა ინტერიერის დიზაინის სწავლა დავიწყე, აღმოჩნდა, რომ პირველი და უმთავრესი ყოფილა ფუნქციური დატვირთვა. საბედნიეროდ ისე გამოვიდა, რომ ყველა ტიპის ავეჯი ფუნქციურად დატვირთულია, მაგრამ ამაზე მანამდე არ მიფიქრია.
- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, ინტერიერის შექმნისას რა შემთხვევაში შეიძლება დაზოგოს ადამიანმა თანხა და გააკეთოს ეკონომია?
- გააჩნია, რა სურს ადამიანს. თუ მთავარია, მიიღონ სასურველი ვიზუალური ეფექტი, თუ კარგად იფიქრებენ, იკითხავენ, მოძებნიან, აუცილებლად ნახავენ იმ ეფექტის მიღების ყველაზე იაფ გზას. მაგალითად, აგურის ეფექტი ავიღოთ. მქონდა ასეთი ვარიანტები: ა) ის კედელი რეალური აგურით ამომეშენებინა ბ); გრანიტი მეყიდა, რომელიც რეალურის ეფექტს ქმნის, მაგრამ სჭირდება ხელოსანი, რომელიც გააკრავს; გ) მეყიდა შპალერი აგურის იმიტაციით - ყველაზე იაფიანი და თავად გამეკრა. ეს მაგალითი ნიშნავს, რომ შესაძლებელია ეკონომიის გაკეთება, თუ იმ ეფექტის მისაღებად პირველივე ვარიანტს, რასაც ხელოსანი გთავაზობთ, არ დათანხმდებით. თუ თქვენი ხელით გააკეთებთ, მით უმეტეს იაფი დაგიჯდებათ.
- დღევანდელი გადმოსახედიდან, გხვდებათ შეცდომები, რომელიც რემონტის დროს დაუშვით? შეცლიდით რამეს?
- კი. ამ კონკრეტულ სივრცეში ყველაზე მეტად არ მომწონს ჭერი თავისი განათებით. ეს იყო ხელოსნის შეთავაზება და ზოგადად, ხშირად ისინი ცდილობენ, მათთვის მაქსიმალურად მარტივი ვარიანტი შემოგთავაზონ. მაშინ რომ კარგად მეფიქრა, ან უფრო მეტი მცოდნოდა ინტერიერის დიზაინზე, თაბაშირმუყაოს ჭერს გავაკეთებდი, თეთრად შევღებავდი და სიგანეზე ხის ე. წ. „ბალკებს“ ჩავალაგებდი. ეს კი ზუსტად იმ სტილის ჭერს შექმნიდა, რა სტილიც ზოგადად გამოვიყენე ინტერიერში. განათებაც იქნებოდა არა ჭერში დატანებული და თანამედროვე ვარიანტი, არამედ დაძველების ეფექტის მქონე ჭაღი ან უბრალოდ ჩამოშვებული ცარიელი ნათურები ჭაღის გარეშე.
მერი ბლიაძე

კომენტარები