როგორ შევცვალოთ ინტერიერი მარტივად და იაფად



რა არის თვითწებვადი ფირი?


ახალგარემონტებულ ბინაში ერთი წლის განმავლობაში ადამიანს ყველაფერი მოსწონს და აკმაყოფილებს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ნივთები გვბეზრდება და ხანდახან გვაღიზიანებს კიდეც.

რადიკალური ცვლილებების არც დრო არის ხოლმე და არც საშუალება. გვინდა დაგარწმუნოთ, რომ არსებობს მარტივი და იაფი საშუალება, საუბარი გვაქვს თვითწებვად ფირზე.

თვითწებვად ფირს საფუძლად უდევს ვინილის ან პლასტმასის ფირფიტა ერთ მხარეს და რაიმე ნახატი ან პრინტი მეორე მხარეს. წებოვანი ფენა დაფარულია პრიალა ქაღალდით, რომელიც ნელ-ნელა უნდ ააცალოთ და დაიტანოთ სასურველ ზედაპირზე. ამის გაკეთებამდე ზედაპირი კარგად უნდა
გაიწმინდოს და გამშრალდეს.
ფირი შესაძლოა იყოს ფერადი, eერთფერიანი, ჭრელი, დეკორატიული, 3 დ ეფექტით და ა.შ. არჩევანი ძალიან დიდია და ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანი მოახერხებს მისთვის სასურველი ვარიანტის შერჩევას.

მსგავსი ფირი შეგიძლიათ დააწებოთ მეტალის, ხის, მინის ზედაპირზე, ნებისმიერი ტიპის შენობაში და სივრცეში, ნესტიანსა თუ მშრალ ადგილას. ის ადვილად ირეცხება და თუ ჭუჭყის ამორეცხვას ვერ მოახერხებთ, თავისუფლად შეიძლება ააძროთ და დააკრათ ახალი.
ერთი სიტყვით, ეს გახლავთ ძალიან კარგი, უნივერსალური მასალა და მოხერხებული ადამიანის მიერ მისი გამოყენება შესაძლოა იყოს ძალიან მომგებიანი და მრავალფეროვანი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები