„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო - მოემზადე ზამთრისთვის და დაზოგე


ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ ოქტომბრის თვეში გრანდიოზულ ფასდაკლებებს სთავაზობს მომხმარებლებს. მათ შოურუმში პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, კომფორტული გარემო და, რაც მთავარია, საუკეთესო ფასები დახვდებათ.
შემოდგომაზე განსაკუთრებით აქტუალურია გათბობის ქვაბი, რომელსაც ჰიპერმარკეტი ყველაზე მისაღებად ფასად გთავაზობთ. აქ დაგხვდებათ სხვადასხვა ბრენდისა და საფასო კატეგორიის ფასდაკლებული პროდუქცია, ხოლო შერჩევაში „მიჰაუსის“ კომპეტენტური კონსულტანტები დაგეხმარებიან.

ასევე, მათთვის, ვინც სახლში სარემონტო სამუშაოები ჯერ არ დაუსრულებელია, „მიჰაუსს“ სპეციალური საშემოდგომო ფასდაკლება აქვს კერამიკულ ფილებზე, შპალერსა და სხვა სარემონტო მასალებზე.
ამასთან, თუ გსურთ, ახალ სასწავლო
სეზონზე, სამუშაო და სამეცადინო სივრცე გადაახალისოთ, გირჩევთ წიგნებისა და სხვა საკანცელარიო აქსესუარების თაროებს, რომლებიც ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად სწორედ „მიჰაუსშია“ წარმოდგენილი. გარდა ამისა, შეგიძლიათ შეარჩიოთ აბაზანის, სამზარეულოს, დეკორატიული და სხვა სახის თაროები თქვენი გემოვნების მიხედვით.

გრანდიოზული ფასდაკლება გაგრძელდება 25 ოქტომბრამდე. ამ პერიოდის განმავლობაში „მიჰაუსი“ საშუალებას გაძლევთ, სეზონური სარემონტო სამუშაოები ყველაზე ბიუჯეტურად დაასრულოთ, განაახლოთ გათბობის სისტემა და მშვიდად შეხვდეთ ზამთრის ცივ სეზონს.

„მიჰაუსი“ ერთსართულიანი 12 000 კვ.მ ფართობზე გაშლილი ჰიპერმარკეტია, სადაც წარმოდგენილია 60 000-მდე დასახელების პროდუქტი. მათ შორის სამშენებლო მასალები, ელექტრობა, სანტექნიკა და აქსესუარები, მოსაპირკეთებელი მასალები, იატაკი და ფილები, შპალერი, ელექტრო და ხელის ინსტრუმენტები, ლაქ-საღებავები, განათება, დეკორაცია, საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვა.
ჰიპერმარკეტში პროდუქციის იმპორტი ხდება ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის აშშ, გერმანია, იტალია, ესტონეთი, ჩინეთი, ნიდერლანდები და სხვა. რაც მთავარია, მომხმარებელს არჩევანის გაკეთება შეუძლია ყველა საფასო კატეგორიაში.
ამასთან, „მიჰაუსის“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ მაღაზიაშიც, რომელიც აპლიკაციის სახითაც შეგიძლიათ გადმოწეროთ როგორც iOS, ისე Android ვერსიისთვის.
R

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები