იატაკს ყოველთვის დიდ მოთხოვნებს უყენებენ, განსაკუთრებით ღია ან დახურულ აივანზე. ვიზუალურად ყველას სახვადასხვანაირი მოსწონს, თუმცა მოთხოვნები იატაკის მიმართ ყველას იდენტური აქვს. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია მისი გამძლეობა, მდგრადობა და ჰოდროიზოლაცია.
მოდით ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ იატაკის რომელი საფარი დააკმაყოფილებს ამ სამ ძირითად მოთხოვნას ერთდროულად და მაშასადამე იქნება კომფორტული, ლამაზი და გამძლე.
თუ თქვენ დახურულ აივანზე, იგივე ლოჯში დროის დიდი ნაწილის გატარებას აპირებთ, განაკუთრებით კი ზამთარში, ამ შემთხვევაში უპირველესად ყურადღება იატაკის და კედლების თბოიზოლაციაზე უნდა გაამახვილოთ. სწორედ ასეთი ტიპის დახურული აივნებისთვის
რაც შეეხება ღია აივანს, ამ შემთხვევაში იატაკის საფარად მნიშვნელოვანია ისეთი მასალის შერჩევა, რომელიც იქნება გამძლე. კარგად გაუძლებს ტემპერატურის ცვალებადობას, ნალექსა და ქარს.
იავნისთვის ძირითადად იყენებენ შემდეგ მასალებს:
1. დეკინგი
ვიზუალურად ეს სახეობა ძალიან წააგავს პარკეტის საფარს, თუმცა იგი დამზადებულია პოლიმერული კომპოზიტებისგან და ხის ისეთი ჯიშებისგან, რომელიც არ ექვემდებარება ლპობის პროცესს.
დეკინგი გამოირჩევა გამძლეობით და ჰოდროიზოლაციით. ამავდროულად არის ძალიან მსუბუქი და არანაირ საფრთხეს არ უქმნის აივანს მისი იატაკის საფარად გამოყენების შემთხვევაში. სწორედ ზემოჩამოთვლილი თვისებების გამო დეკინგი აივნებისთვის ყველაზე გამოსადეგი და კომფორტული საფარია.
2. კერამიკული ფილები
ასეთი იატაკის საფარი დიდი ხანია ფართოდ გამოიყენება თითქმის ყველა ტიპის შენობისა და ოთახისთვის, განსაკუთრებით კი ლოჯების და აივნების მოპირკეთების დროს.
კერამიკული ფილები ძალიან კარგად იტანენ მზის სხივებს, წვიმას და ნესტს. ის ადვილად ირეცხება და იწმინდება, განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. თუმცა ზამთარში, განსაკუთრებით ყინვის დროს, არსებობს იმის საშიშროება, რომ ფილები დასკდეს. ეს შეიძლება ჩაითვალოს კერამიკული ფილების ერთადერთ ნაკლად. დანარჩენ შემთხვევებში ის საკმაოდ საიმედო და გამძლე საფარია.
ლოჯის იატაკის საფარად გამოდგება იმ შემთხვევაში, თუ მას დავათბობთ. გაითვალისწინეთ ის მომენტიც, რომ ზამთარში ფეხზე აუცილებლად თბილი ზამთრის ოთახის ჩუსტის ჩაცმა მოგიწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხები უბრალოდ გაგეყინებათ.
3. კერამოგრანიტი
კერამოგრანიტი ძალიან დიდ ყურადრებას იმასხურებს იატაკის მოსაპირკეთებელ მასლათა შორის, ის ძალიან მდგრადი და საიმედო მასალაა.
ღია სივრცისთვის იატაკის ეს საფარი თითქმის იდეალურია. მას არ აშინებს არც ტემპერატურის ცვალებადობა, არც წვიმა და არც სხვა ფაქტორები.
ბოლო დროს კერამოგრანიტი ძალიან მოთხოვნადი გახდა თავისი ხარისხიდან გამომდინარე. ასევე ის არის ძალიან პრაქტიკული და ვიზუალურადაც არსებობს მისი მრავალი სახეობა. ის შეიძლება წააგავდეს ხეს ან თუნდაც ტყავს.
4. ტერასის დაფა
ეს საფარი გამოიყენება სპეციალურად ტერასებისთვის და მას ამზადებენ ხის პოლიმერული კომპოზიტებისგან, რომლისთვისაც გამოიყენება ისეთი ხეები, რომელიც არ ექვემდებარება ლპობას.
აივნებისთვის ეს საფარი გამოსადეგია იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ სპეციალურად არის შექმნილი ღია სივრცისთვის. იგი მდგრადია ტემპერატურისა და ამინდის ცვალებადობის მიმართ. მას აქვს ისეთი ზედაპირი, რომელიც დასველების შემთხვევაშიც კი არ ისრიალებს.
5. რბილი აიატაკი
რბილი იატაკის გამოყენებას გირჩევთ ლოჯში. რაც შეეხება ღია აივანს, ამ შემთხვევაში ამ მასალის შეძენისგან და გამოყენებისგან თავის შეკავება გმართებთ.
6. ლინოლეუმი
უკვე რამდენიმე ათწლეულია ლინოლეუმი ფართოდ გამოიყენება იატაკის საფარად. ეს საკმაოდ გავრცელებული სახეობაა. ის არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას და ძალიან ადვილი დასაგებია. არსებობს ვიზუალურად ძალიან მრავალფეროვანი ლინოლეუმი.
ლინოლეუმი უნივერსალური საფარია. ის ერთნაირად კარგად გამოიყენება როგორც ღია, ისე დახურული აივნის პირობებში. არ არის მგრძნობიარე ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ. თუმცა აქვს ერთი ნაკლი: ის შეიძლება დროთა განმავლობაში დალპეს. ეს ნაკლი გამოსწორებადია. იგი არ არის ძვირად ღირებული მასალა, ამიტომ მისი გამოცვლა ნებისმიერ დროს უპრობლემოდ შეგიძლიათ. სწორედ ამიტომაც არის, რომ ლინოლეუმის გამოყენება ასე ფართოდაა გავრცელებული.