გასაჭიმი ჭერი გახლავთ ტილო, მატერია, რომელიც მაგრდება პლასტმასის ან მეტალის კონსტრუქციაზე, პირდაპირ ჭერზე. დავიწყოთ იმით, რომ ის ძალიან ლამაზად გამოიყურება, თუმცა არსებობს რამდენიმე მომენტი, როდესაც ასეთი ჭერის გაკეთებაზე უმჯობესია უარი თქვათ. მოდით, ვნახოთ, როდის ხდება ეს.
1. დროებითი საცხოვრებელი
ანუ შენობა, რომელიც სათანადოდ არ თბება, რომელშიც არ არის გათბობა. მაგალითად, აგარაკზე, რომელიც ზამარში ცარიელი იქნება.
ამ შემთხვევაში გასაჭიმ ჭერზე უარის თქმას გირჩევთ.
2. დიდი ფართობი
გასაჭიმ ჭერს არ უყვარს დიდი ფართობი, ადრე თუ გვიან ის ჩამოიწევს და ესთეტიური მხარე შესამჩნევად
3. არასაიმედო მეზობლები
თუ თქვენს ზემოთ ისეთი მეზობლები ცხოვრობენ, რომელთაც ერთხელ მაინც უკვე ჩამოუშევს თქვენთან წყალი, მაშინ გირჩევთ ამ იდეისგან თავი შეიკავოთ.
4. დაბალი ჭერი
2,5, - 2,7 მეტრ ჭერზე გასაჭიმი ჭერის გაკეთება შესაძლებელია, თუმცა ამ შემთხვევაში ხელოსნებს გარკვეული ხრიკების გამოყენება უწევთ ხოლმე. ამაზე დაბალ ჭერზე გასაჭიმი ჭერის გაკეთება უბრალოდ არ ღირს.
5. ალერგია
ოჯახის რომელიმე წევრის ალერგია ყველზე აშკარა მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა თქვათ უარი გასაჭიმ ჭერზე.
გასაჭიმი ჭერი, სამწუხაროდ, შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგია.
კომენტარები