მცდარი განლაგებები სახლში, რაც ცხოვრებას გაგირთულებთ

არსებობს კარგი და ცუდი რემონტი, კარგი, რომლითაც წლების შემდეგაც ვაგრძელებთ ტკბობას და ცუდი, რომელიც ცხოვრებას ჯოჯოხეთად გვიქცევს. მოდით ვნახოთ, რა არ უნდა გავაკეთოთ რემონტის დროს, რომ ცხოვრება არ გავირთულოთ.

სასტუმრო ოთახში გამავალი საპირფარეშო


ამას ბევრი საუბარი არ სჭირდება, უბრალოდ სცადეთ, და წარმოიდგინეთ, რამდენი უხერხულობა შეიძლება გამოიწვიოს ასეთმა წყობამ.

კედელს მიდგმული საწოლი


ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ეს გადაწყვეტილება შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად არის მაშინ, როდესაც საძინებელი ძალიან პატარაა და საწოლში მხოლოდ ერთ ადამიანს სძინავს.

ბიუჯეტური სამზარეულო კარკასი

გამომდინარე იქიდან, რომ სამზარეულო სახლის ყველაზე
მოხმარებადი ნაწილია, გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ ამ სივრცეში ეკონომიის ადგილი არ არის, სამზარეულო მასალა უნდა იყოს ხარისხიანი, გამძლე და პრაქტიკული, წინააღმდეგ შემთხვევაში სულ ცოტა ხანში აუცილებლად ინანებთ.

იატაკის ორნაირი ზედაპირი ერთ სივრცეში

როგორც წესი, დიზაინერები ამ გადაწყვეტილებას მაშინ მიმართავენ, როდესაც სივრცის ვიზუალურად გაყოფა, ზონირება უნდათ ხოლმე. ყველაზე გავრცელებული მაგალითია სამზარეულო და სასადილო ზონა.
ეს შესაძლოა ვიზუალურად კარგად გამოიყურებოდეს, თუმცა გარწმუნებთ, რომ პრაქტიკული ნამდვილად არ არის.

ნიჟარა ფანჯარასთან

ერთი შეხედვით მომხიბვლელი გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის ისეთი პრაქტიკული, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ. გარწმუნებთ, ნიჟარა ფანჯარასთან ძალიან პრობლემური ჩანაფიქრია და ძალიან ბევრი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო იმისთვის, რომ სულ რამდენიმე თვეში არ ინანოთ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.

თეთრი სამზარეულო


მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ინტერიერში თეთრი სამზარეულო ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, პრაქტიკულობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, მით უმეტეს თუ ზედაპირი პრიალაა. გირჩევთ შეარჩიოთ გლუვი ზედაპირი და ღია ფერი, მაგრამ არა თეთრი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები