როგორ შევარჩიოთ იატაკი - რომელ ოთახში რომელი მასალა ჯობს


წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც იატაკის საფარი უნდა ყოფილიყო მხოლოდ პარკეტი, ხის იატაკი ან ლინოლეუმი. რომელი საფარის შერჩევა ღირს სხვადასხვა ოთახისთვის?
თანამედროვე მასალები ნამდვილ დიზაინერული გადაწყვეტილებებია. მათი ტექნიკური შესაძლებლობების გაზიარება ადვილი საქმე არ არის, მით უმეტეს, რომ ის შესაძლოა განსხვავდებოდეს დანიშნულებით.

როგორ შევარჩიოთ


ძალიან მნიშვნელოვანია მდებარეობის გათვალისწინება, იქნება ეს პირველი სართული, სარდაფი თუ მაღალი სართული, თუ საუბარია სარდაფზე ან თუნდაც პირველ სართულზე, უმჯობესია შეარჩიოთ ნესტგამძლე მასალა.
ასევე გასათვალისწინებელია საფარის სისქე, სხვადასხვა მასალას დაგების შემდეგ სხვადასხვა სიმაღლე, სისქე აქვს. ამ ფაქტორის
გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ ოთახიდან ოთახში გადაადგილების დროს. ამიტომ იატაკის საფარის დაგებამდე ძალიან კარგად გასწორდეს ზედაპირი.
რაც შეეხება მასალები ღირებულებას, ნატურალური ხე და ბუნებრივი ქვა ძალიან ძვირი ღირს.
ასევე იატაკის შერჩევის დროს ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ რამდენსულიანია ოჯახი და ჰყავთ თუ არა ცხოველები სახლში, ასეთ შემთხვევაში უნდა შეირჩეს ყველაზე გამძლე და მდგრადი მასალა.
რაც შეეხება ცალკეულ ოთახებს

საძინებელი - სიმყუდროვე და კომფორტი


საძინებლისთვის ყველაზე შესაფერისი ლამინატია. შესაძლოა გამოიყენოთ ხალიჩაც, თუმცა, თუ ამის საშუალება გაქვთ, პარკეტს ნამდვილად არაფერი შეედრება.

ბავშვის ოთახი - უსაფრთხო და პრაქტიკული


ეს ორი ფაქტორი ბავშვის ოთახის მოწყობის დრო ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ოთახისთვის შეგვიძლია შემოგთავაზოთ კორპი, ხის პარკეტი, ბამბუკის ან ნატურალური ლინოლეუმი, ასევე რბილი იატაკი. დამზადებული ბუნებრივი მასალებით.
პირველ ადგილზე ჩამოთვლილ მასალათაგან გახლავთ კორპი თავისი გამძლების და ბუნებრიობის ხარჯზე. არ აგროვებს მტვერს.

კორიდორი


ამ სივრცის მოპირკეთების დროს გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი, მასალა უნდა იყოს მდგრადი, რადგან უამრავი ფეხი მოხვდება და ასევე თქვენი ბინის შეფასება სწორედ ამ სივრციდან იწყება. ყველაზე მისაღები ვარიანტი კორიდორისთვის კერამოგრანიტი ან კერამიკული ფილებია, რომელიც კარგად იტანს ნესტსა და ადვილად იწმინდება. 

აბაზანა და სამზარეულო


ამ ორ სივრცეს ყველაზე მეტი მოთხოვნა აქვს და ეს აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული. ამ შემთხვევაშიც ყველაზე მისაღები ვარიანტია კერამიკული ფინა ან კერამოგრანტი.

სამზარეულოში ხშირად ლამინატს ირჩევენ ხოლმე. იმ შემთხვევაში, თუ ძალიან ფრთხილად მოიხმართ, არ დაასხამთ წყალს, მოარიდებთ ცხიმის შხეფებს, ლამინატიც ერთგულად მოგემსახურებათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები