იატაკი, რომელიც ლამინატზე, კერამოგრანიტსა და ლინოლეუმზე ჯანსაღია


ბოლო დროს ინტერიერის დიზაინში იატაკის მოსაპირკეთებლად კვარც-ვინილს ხმარობენ. მოდით ვნახოთ, რა თვისებებით გამოირჩევა ეს მასალა და რით არის უკეთესი ლინოლეუმზე, კერამოგრანიტსა თუ ლამინატზე.
პარკეტი, ლამინატი, ლინოლეუმი, კერამოგრანიტი, ხის იატაკი და ა.შ. ყველა ჩვენგანმა კარგად ვიცით. მიჩვეულებიც ვართ და ჩვენთვის სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს. თუმცა თანამედროვე ბაზარზე სულ ახალ-ახალი მასალები შემოდის, რომელთა შესახებ ცოტა რამ ვიცით. ახალ მასალათა შორის არის კვარც-ვინილი.

შემადგენლობა


კვარც-ვინილის ფილა - თანამედროვე მრავალფენიანი საფარი, რომელიც შედგება ორი ძირითადი ელემენტისგან, მდინარის ქვიშა,
რომელიც მის გამძლეობაზეა პასუხისმგებელი და პოლიმერი, რომელიც მის ელასტიკურობას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, შემადგენლობა მხოლოდ ამ ორი ელემენტით არ შემოიფარგლება. არის კიდევ საბაზისო, ძირითადი, დეკორატიული და დამცავი ფენები.

სახეობები


ისევე, როგორც ლამინატი, კვარც-ვინილის იყოფა ორ ნაწილად, გამძლეობის და ამტანობის თვალსაზრისით. ამ პარამეტრზე ძირითადად პირველი ფენის სისქე მოქმედებს. გაყიდვაში ყველაზე ხშირად გვხვდება 34-ს, რომელიც აპრობირებულია საცხოვრებელი ფართისთვის, 43-ს, რომელიც უფრო კომერციულ დაწესებულებებში გამოიყენება, სადაც მასზე ზეწოლა დიდია.

ფორმის მიხედვით კვარც-ვინილის ფილები შესაძლოა იყოს მართკუთხედი და კვადრატული.
რაც შეეხება მის დაგებას, გამოიყენება როგორც წებო, ისე ჩამკეტი მექანიზმი. საბოლოო შედეგი ერთნაირია, ამიტომ შეგიძლიათ აარჩიოთ ის, რომელიც თქვენთვის უფრო ხელსაყრელია. ერთადერთი გასათვალისწინებელი ნიუანსი გახლავთ ისე, რომ წებო არ გამოიყენება ბეტონის ბაზაზე.

კვარც-ვინილს, როგორც მასალას, აქვს ძალიან ბევრი დადებითი მხარე, თუმცა არსებობს უარყოფითი მხარეებიც, რომელთა შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ.
ამ მასალის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, გრანიტის ფილებისგან განსხვავებით, არის ის, რომ ის არის შედარებით თბილი, ამიტომაც თავისუფლად შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი ოთახისთვის, როგორც აბაზანისთვის, ისე, მაგალითად, საძინებლისთვის.

არის ეკოლოგიურად სუფთა და უვნებელი ოჯახის ყველა წევრისთვის თუ მკვიდრისთვის. ეს მასალა მაღალ ტემპერატურაზეც კი არ გამოყოფს რაიმე მავნებელ ნივთიერებას. ამიტომაც ხშირად იყენებენ საავადმყოფოებსა და საბავშვო ბაღებში.
კარგად უძლებს ქიმიურ საშუალებებს, ნესტს, ულტრაიისფერ გამოსხივებას. არ ხუნდება.
დამცავი ზედა ფენის წყალობით არის მდგრადი, ამტანი და გამძლე. კვარც-ვინილი საშუალო 15-20 წელი უპრობლემოდ მოგემსახურებათ.

ადვილად ირეცხება და იწმინდება, აქვს ანტისტატიკური ეფექტი.
ვიზუალურად გამოიყურება როგორც ქვა ან ხე. ვიზუალურად თითქმის არ გამოირჩევა ლამინატისგან ან კერამოგრანიტისგან.
რაც შეეხება მის უარყოფით მხარეებს, ის არის საკმაოდ ელასტიური, რაც მოითხოვს იდეალურად სწორ ბაზას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აუცილებლად შეეტყობა იატაკს ვიზუალურად.
მიუხედავად იმისა, რომ კვარც-ვინილი კარგად უძლებს მექანიკურ ზემოქმედებებს, დროთა განმავლობაში მძიმე ავეჯმა შესაძლოა შეუქმნას პრობლემა.
თუ სხვა მასალებს შევადარებთ და დაგებადებათ კითხვა: რომელი დავაგო, კვარც-ვინილი თუ მაგალითად, ლამინატი, ორივე მასალა ძალიან გავრცელებულია, თუმცა მცირეოდენი განსხვავება მაინც არსებობს. მიუხედავად თავისი გამძლეობისა, ლამინატი მაინც ვერ უძლებს ნესტს, ის დროთა განმავლობაში ამოიბურცება.
რაც შეეხება კერამოგრანიტს, კვარც-ვინილი და კერამოგრანიტი ერთი ტიპის მასალებია, გამძლე და მდგრადი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები