ძალიან პატარა სახლები ლამაზი რემონტით და მაქსიმალური კომფორტით


შემოგთავაზებთ რეალურ მაგალითებს, თუ როგორ შეიძლება შეზღუდულ სივრცეში, მაგალითად 19,7 კვ.მ-შ საკმაოდ საინტერესო ინტერიერის შექმნა, თავად დარწმუნდებით, რომ შეუძლებელი არაფერია.
მთავარია, რომ ბინა იყოს ფუნქციონალური.



ეს კი ფერადი ბინაა ტურისტებისთვის, სულ რაღაც 25 კვ.მ.






ეს ბინა დიზაინერის საკუთრებაა და თავისი გემოვნებით მოაწყო. ბინა გასაქირავებლად არის გაკეთებული, ამიტომ
არის მაქსიმაურად ფუნქციონალური, თუმცა ეს ინტერირის ესთეტიკაზე არ ასახულა. ინსპირაცია ახალგაზრდული კაფეა. ამ სივრცეში კომფორტულად იგრძნობს თავს ყველა ახალგაზრდა.

მინი-სტუდია ინდუსტრიულ სტილში - 24 კვ.მ.






ლოფტის სტილი, როგორც წესი, ითვალისწინებს ბევრ თავისუფალ სივრცეს.
მიუხედავად ამისა, პროექტის ავტორმა მოახერხა და ამ სტლის ელემენტები ორგანულად ჩასვა შეზღუდულ სივრცეში.

პატარა ბინა დიდი სამზარეულოთი - 26,7 კვ.მ.




ამ სახლის დიასახლისს ძალიან უყვარს მოგზაურობა. ეს ინტერიერის დიზაინზეც აისახა. სტილი გახლავთ თანამედროვე ეთნიკური ელემენტებით, რომელიც სახლის პატრონს ბალიზე მოგზაურობას ახსენებს. ამიტომ არის ინტერიერში ბევრი ხე და სიმწვანე.


გოგონას ბინა - 27,9 კვ.მ.






ეს პატარა ბინა ძალიან ცუდად იყი დაპროექტებული - ვიწრო ფანჯრები, ცუდი განათება და ა.შ. თუმცა რემონტის შემდეგ მიიღეს კომპაქტური, ლამაზი, პრაქტიკული და დახეწილი დიზაინი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები